2/05/2012

Honda-მ წარმოადგინა მიკრო–ელექტრომობილი – Micro Commuter

 Honda-მ წარმოადგინა მიკრო–ელექტრომობილი – Micro Commuter–ის კონცეპტი, რომელიც ქალაქის პირობებზეა გათვლილი. სიახლის ზომებია: სიგრძე – 2.5 მ–ი; სიგანე – 1.25 მ–ი, ხოლო სიმაღლე – 1.4 მ–ი. Micro Commuter–ი აღჭურვილია ლითიუმის აკუმულატორით, რომელიც 200 ვ–იან კვებაზე 1 სთ–ის განმავლობაში სრულად იტუმბება. მას ხელეწიფება მაქსიმალური სიჩქარით – 60 კმ/სთ–ით გადაადგილება, ხოლო რაც შეეხება მისი მართვის სპეციფიკას, იგი ჯოისტიკითა და ინტეგრირებული სმართფონით იმართება.




 აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მფლობელს თავად შეუძლია შეარჩიოს შიდა დიზაინი – შემოთავაზებულ ვერსიათაგან.
 ეს, კი აკუმულატორის სატუმბი ჩამრთველი გახლავთ.