დიზაინერები და ცნობილი ბრენდები გაზაფხული/ზაფხულის სეზონებისთვის ახალი ტენდენციებით სავსე
კოლექციებს გვთავაზობენ და მომხმარებლების სიმპატიებს იმსახურებენ.
სხვა ბრენდების მსგავსად, ცნობილმა შვედურმა ბრენდმა H&M-მაც წარმოადგინა ახალი კოლექცია, რაღათქმაუნდა
2012 წლის ყველაზე ცხელი სეზონებისთვის - გაზაფხული/ზაფხული. კოლექცია გაჯერებულია მოდური და
ელეგანტური ფერებით, როგორებიცაა: ვარდისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, კრემისფერი/თეთრი და შავი, ხოლო
სამოსს მეტ ელეგანტურ იერს სძენს მბზინავი ფერების კომბინაცია. ბრენდის უახლოესი კოლექცია დახვეწილი
და მოდურია, ხოლო სილუეტები მარტივი. სამოსს დემონსტრაციას უკეთებენ ცნობილი მოდელები : ნატაშა პოლი, იზაბელა ფონტანა და საშა პივოვაროვა.