2/12/2012

ვინ ვარ მე...

1. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს ისეთი როგორიც არის, ნებისმიერ ვითარებაში, სასიამოვნოში თუ უსიამოვნოში, ყოველთვის ვინარჩუნებ გამძლეობას და საკუთარ თავზე კონტროლს;

2. მე ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს;

3. მჯერა საკუთარი თავის და ყველაფრის, რასაც ვაკეთებ;

4. მე არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას ვიჩქარო, ან მოვიქცე დაუფიქრებლად;

5. წარმატების მიღწევით მე სულ უფრო და უფრო ვაკონტროლებ ჩემს სამუშაო დროს და პირობებს, რომლებშიც ვმუშაობ;

6. მე არასოდეს არ ვბუზღუნებ და არაფერზე და არავისზე არ ვწუწუნებ;

7. მე არასოდეს ცილს არ ვწამ და არავის არ ვწყევლი;

8. არასოდეს არ ვლაპარაკობ საკუთარ თავზე თუ ეს აუცილებელი არ არის, ხოლო თუ ვლაპარაკობ, მაშინ არასოდეს არ ვაქებ საკუთარ თავს;

9. ჩემი გონება გახსნილია ყველა პრობლემასა და ადამიანებისათვის;

10. მე არავის და არაფრის არ მეშინია;

11. დაკავებული ვარ ჩემი საქმით განსაზღვრული მიზნის მიღწევისთვის;

12. სანამ აზრს გამოვთქვამ ვცდილობს გავიგო ყველა ფაქტები და არ მეშინია ვთქვა "არ ვიცი";

13. მე არ მაქვს რასისტული ან რელიგიოზური ცრურწმენები;

14. ვჭამ ზომიერად და გაურბივარ სხვა ზედმეტობებს;

15. არ ვთვლი საკუთარ თავს სპეციალისტად ყველაფერში, მაგრამ ყველა საკითხში გამაჩნია საკუთარი აზრი;

16. ვარ საიმედო მოქალაქე, რომელიც არ იქცევა გარე ზემოქმედების ქვეშ რომლებიც შეიძლება იყონ საზიანო ჩემი ქვეყნისა და ეკონომიკისათვის;

17. არავის არ ვაძლევ მიზეზს გახდეს ჩემი მტერი, მაგრამ, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი წარმატება;

18. მე მშვიდად ვარ საკუთარ თავთან და მთელ კაცობრიობასთან ერთად;

19. არასოდეს არ ვარ ღარიბი და საცოდავი, ვინაიდან რაც არ უნდა მოხდეს, სულში ვრჩები ბედნიერი და აყვავებული;

20. ჩემი ოჯახის ყველა წევრს ვუყვარვარ და უხარიათ როდესაც ესმით ჩემი ნაბიჯების ხმა, როდესაც სახლში ვბრუნდები;

21. მე ყოველდღიურად გამოვხატავ მადლიერებას ჩემი კეთილდღეობისათვის და ვუნაწილებ ყველას, ვისაც აქვს ამისი მიღების უფლება;

22. არ ვცდილობ ვინმესთან შური ვიძიო მიყენებული უბედურებებისა, თუ უსამართლობისათვის;

23. სხვებთან საუბრისას ვცდილობ გავექცე მათ ნაკლებს, როგორც არ უნდა ირეკლებოდეს ეს ნაკლები მათზე;

24. მე ვიყურები მომავალში წარსულის შესწავლით და ვაღიარებ რომ ისტორია მეორდება, ხოლო სამუდამო ჭეშმარიტება დროის განმავლობაში არ იცვლება;

25. შეუცვლელად ვინახავ გონების დადებით განწყობას;

26. არ ვჩქარობ ვინმეს დაბრალებას, მაგრამ მალე ვპატიობ;

27. მე ყოველთვის ვცდილობ მოვიქცე რაც შეიძლება უკეთ, და არ ვცდილობ თავი გავიმართლო თუ ვითარებ ბრუნდება ჩემს წინააღმდეგ.

28. მე არ ვღებულობ მონაწილეობას სარგებლიან შეთანხმებებში, რომლებსაც შეუძლიათ სხვებისთვის ზიანის მიყენება;

29. მე თავისუფალი ვარ მოვალედ ყოფნის მონობისაგან;

30. გამდიდრების შემთხვევაში არ დავიძაბები რომ მივიღო უფრო მეტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შემიძლია უფრო მეტის შეძენა, თუ ეს გონივრულია და სასურველი;

31. ყველა უბედურებას და წაგებას მე გარდავქმნი ჩემს სასარგებლოდ;

32. დამარცხებასთან შეხვედრისას, ვიცი რომ ეს დროებითია;

33. ცხოვრებაში მაქვს დიდი მიზანი და ყოველთვის ვცდილობ რომ მივაღწიო მას;

34. თუ მიზნამდე მიღწევა ვერ მოხერხდა, მე ვაანალიზებ ჩემს გამოცდილებას და ვღებულობ აქედან სარგებელს;

35. მე ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა და დარწმუნებული ვარ რომ ყოველთვის ასე ვიცხოვრებ;

36. გონებაში წარმატების წარმოსახვისას, ხოლო შემდგომ მისი მიღწევისას, მე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას ვუთხრა ამ წარმატების შესახებს არა სიტყვებს არამედ გაკეთებულ საქმეს;

37. მე მოვწონვარ სხვადასხვა ადამიანებს, ყველა რასის და რელიგიის წარმომედგენლებს;

38. მე მიუწვდომელი ვარ იმედგაცრუებისთვის, ვინაიდან ვიცი რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს;

39. პანიკა და სამსახურეობრივი ჩავარდნა, მაშინებს არაუმეტეს იმ საქმეებისა რომლებიც მარტო მე მეხება;

40. მე სამართლიანი ვარ მოწინააღმდეგეებთან მაგრამ პრაქტიკულად გაუმარჯვებელი, ვინაიდან რომ გამაჩნია სულისკვეთება, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელია;