× × ×
ტელევიზორში რეკლამაა:-დედამ გარეცხა 70 თეფში ჩვეულებრივი ფხვნილით. შვილმა გარეცხა 140 თეფში "ფეირით".-განა რას ჭამენ ე შობელძაღლები ამდენსა?!-უკვირს მიხოს.
× × ×
ერთი კაცი-მეორეს:-შეხედე, რა დაგრეხილი ფეხები აქვს ამ გოგონას.-ჩემი საცოლეა.-...და როგორ უხდება!
× × ×
ცოლი ქმარს:-იცი, მიხო, დღეს მათხოვარი დავაპურე და ხუთი ლარიც ვაჩუქე!-რა შააჭამე?-ჩემი გაკეთებული ბოზბაში.-სულ შაჭამა?-კი, მთელი მათლაფა!-მაშინა, 5 ლარი ცოტაა!..
× × ×
დედა ეუბნება ვაჟიშვილს:-სად მიდიხარ?-მინდორში გავისეირნებ.-მარტო მიდიხარ?-არა, მაროს წავიყვან.-სველ ბალახზე არ წამოწვე, იცოდე!-ხომ გითხარი, მაროს წავიყვან-მეთქი.
× × ×
სვანი პირველად "დაიბოლა" და დედამისს ეხვეწება:-დედიი, მომშივდა, მაჭამე რამე...-მოგშივდებოდა, შვილო , აბა, რა იქნებოდა, ოთხი დღეა, ბალკონზე დგახარ...
× × ×
-ოფიციანტ,-კითხულობს ახალი ქართველი,-ამ კოქტეილში რა კომპონენტებია?-შაქარი, რძე და კონიაკი.-გემოთი როგორია?-გადასარევი, შაქარი სიძლიერეს მატებს, რძე-ენერგიას.-კონიაკი?-კონიაკი აზრებს ბადებს, ვისთვის და რაში გამოვიყენოთ ძალა და ენერგია.
× × ×
–არ გვაქვს განათება, გათბობა, წყალი, გაზი!.. არ მუშაობს ლიფტი, ტელეფონი!.. არ გააქვთ ნაგავი!.. –სად ცხოვრობთ? –ქეთევან წამებულის პროსპექტზე!..
× × ×
–თუ შეფი თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს, მე აქ მეტს აღარ ვიმუშავებ. –რა გითხრა, განა, ასეთი? –სხვა სამუშაო მოძებნეო.
× × ×
–ქალბატონო, ოპერაციის შემდეგ თქვენი ქმარი რაღაც არ მომწონს. –იცით, არც მე მომწონს ჩემი ქმარი, მაგრამ ბავშვები გიჟდებიან, ისე უყვართ