მისი აზრით 2030 წლისათვის მსოფლიოში 505 პროფესია გაქრება. სტატისტიკის თანახმად ეს დაახლოებით საერთო პროფესიული რაოდენობის ნახევარზე მეტია. მიუხედავად ამ დიდი დანაკლისისა, რომლის გამოც 2 მილიარდი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, მისი აზრით შეიქმნება ახალი პროფესიები, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული იქნება ძველებისაგან. მისი აზრით 2030 წლისათვის საერთოდ გაქრება ქვანახშირის წარმოება და დასაქმება, რადგან ყოველ საცხოვრებელ სახლს საკუთარი მზის ელემენტები ექნება, რომლის დახმარებითაც შენობა მისთვის საჭირო ენერგო რესურსს გამოიყენებს.
შეიქმნება პერსონალური ტრანსპორტის სისტემები. სტატისტიკის თანახმად ადამიანი წლის მანძილზე დაახლოებით სამ კვირას და ორ დღეს ატარებს საჭესთან. შეიქმნება მასიური მანქანის გაქირავების სერვისები. ამ მანქანებს ექნება შიდა ნავიგაცია, რომლის დახმარებითაც მანქანას მძღოლი აღარ დასჭირდება.
3D პრინტერების გამოგონებასთან ერთად ხალხი დაიწყებს ნივთების შექმნას სახლის პირობებში. ანუ აღარ იქნება საჭირო ქარხნები, რომლებშიც ათასობით ადამიანია დასაქმებული.