2/17/2012

პროდუქტები და კერძები, რომლებიც მათივე ნაირსახეობათაგან თავიანთი უჩვეულოდ ძვირი ფასებით გამოირჩევა

 1. ომლეტი
 ომლეტი წესით ამგვარად განიმარტება: ფქვილსა და რძეში ათქვეფილი კვერცხისგან მომზადებული ერბოკვერცხი. თუმცა ეგზოტიკური ომლეტის დაგემოვნების მოყვარულთ, ნიუიორკის სასტუმრო – “Le Parker Meridien”–ი ეპატიჟება, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ომლეტის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მის შემადგენლობაში უამრავი ინგრედიენტი შედის, ხოლო თავად ომლეტი, კი შემწვარი კარტოფილისგან აწყობილ, მშვენიერ ბალიშზეა განთავსებული და ზემოდან, კი ხიზილალა ამშვენებს. რაც შეეხება საფასურს, იგი „სულ რაღაც“ 1000 დოლარია.
 2. პელმენი.
 ნიუიორკში, ბრონქსში, კერძოდ რესტორან – “Golden Gates”–ში მოგართმევენ პელმენებს, რომლის საფასურიც მართლაც შთამბეჭდავია. პელმენის შიგთავსი არა მხოლოდ ძროხის, ან ღორის ხორცის ფარშს მოიცავს, არამედ ორაგულის, ან თევზი – Curtius Flame–ის ჯირკვლებსაც, რომელიც წყლის ძალზედ ღრმა დონეებში ბინადრობს. როგორც რესტორნის მესვეურნი განმარტავან, სწორედ ეს დანამატი ჰმატებს პელმენს მოცისფრო შეფერილობას. 1 ულუფის საფასური კი, რომელშიც 8 ცალი პელმენი შედის, 2400 დოლარია, ხოლო 16 ცალისგან შემდგარ ულუფას, კი 4400 დოლარად მოგართმევენ.
 3. სალათი.
 მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სალათის სახელწოდებაა – “Florette Sea&Earth”-ი, რომელსაც ოქსფორდის სასტუმრო – “Le Manoir aux Quat Saisons”–ში მოგიმზადებენ. სალათის 1 ულუფის ღირებულება 800 ევროს შეადენს, რომლის შემადგენლობაშიც შედის: გარეული ქაშაყის ქვირითი, 50 გრ. თეთრი ხიზილალა, კიბორჩხალა, ლანგუსტი, სალათის ფოთლები, კიტრი, ზეითუნის ზეთი, ძმარი, წითელი წიწაკა, გახეხილი სოკო თირკმელა, კარტოფილი და სატაცური. კერძი ირთვება ოქროსფერი ფოლგით.
 4. ხიზილალა.
 ჩვეულებრივ ითვლება, რომ ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა შავი, ან რუხია, თუმცაღა ეს სიმართლე არ გამოდგა, რამდენადაც ყველაზე ძვირადღირებულ ხიზილალად ითვლება ხიზილალა „ალმასი“, რომელიც ალბინოსი სვიას ხიზილალაა. ირანიდან მისი ექსპორტი საკმაო სირთულებთანაა დაკავშირებული. იგი ოქროს ქილაშია განთავსებული და ხელოვნების ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. 100 გრ. ამ დელიკატესის ღირებულება 2 ათასი დოლარი გახლავთ.
 5. ყავა.
 ყავა – “Kopi Luwak”–ი არა რომელიღაც უნიკალური ჯიშის მარცვლებისგან მზადდება, არამედ ცხოვრებისეული უნიკალური მეთოდით. ინდონეზიურად – “Kopi” ყავას აღნიშნავს, ხოლო „ Luwak”–ი ეს პატარა ტანის მტაცებელია, რომელიც ყავის ხის მხოლოდ მწიფე ნაყოფით იკვებება. მტაცებელი გაცილებით მეტ ყავას მიირთმევს, ვიდრე მის ორგანიზმს მისი გადამუშავება შეუძლია. სწორედ ეს გადაუმუშავებელი ყავის მარცვლები, რომელიც კუჭის გავლით ნაწლავის ფერმენტულ კედლებს გაივლის და სწორი ნაწლავიდან გარეთ გამოიყოფა გახლავთ – “Kopi Luwak”–ი, რასაც როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სწორედ ფერმენტები ჰმატებენ უჩვეულო გემოსა და არომატს. 1 კგ–ი ამგვარი ყავის საფასური 300–დან 400 დოლარამდე მერყეობს.
6. ჩაი.
 მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაის სახელწოდებაა დუხანპაო, რომელიც თარგმანში ნიშნავს „დიდი წითელ ხალათს“. იგი ძლიერი ფერმენტაციის ჩაის ნაირსახეობას განეკუთვნება, რომელსაც ინტენსიური გემო და არომატი აქვს. მისი 350 წლიანი 6 უნიკალური ბუჩქი ტიანსინის მონასტერთან ახლოს ხარობს, საიდანაც ყოველ წელიწადს ბუჩქებიდან მხოლოდ 500 გრ. ლეგენდარულ ჩაის იღებდნენ. უკვე მზა პროდუქციის საფასურმა, კი 1 კგ–ზე 685 000 დოლარს მიაღწია. 2006 წელს ეს ყოველივე ჩინეთის ჩაის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და მოსავალთან დაკავშირებული მორატორიუმიც გამოცხადდა. თუმცა გასული საუკუნის 80–ან წლებში უკვე ვეგეტატიური მეთოდით გამრავლებულ ბუჩქებიდან მიღებული მოსავალი, რომლის სახელწოდება კვლავაც ძველებურია, ძველებური დუხანპაოს თვისებების მატარებელი ნაკლებადაა.
 7. თხილი.
 ზოგადად ყველას გვსმენია თხილის სარგებლიანობის შესახებ, თუმცა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ თხილად, მისი ნაირსახეობა მაკადამია გახლავთ. ოდესღაც ავსტრალიელ აბორიგენთათვის იგი ძირითად საკვებად ითვლებოდა. დღეს, კი იგი უიშვიათეს და სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს. დღვანდელ დღეს მაკადამიის 2 ნაირსახეობა ხარობს. პროდუქტს, კი იშვიათობას ის ფაქტი სძენს, რომ მიუხედავად მისი ასწლოვანობის ნაყოფიერების უნარისა, მას განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება და სწორედ ამ სირთულეებთან დაკავშირებით წელიწადში მხოლოდ 40 ტონა მოსავლის აღებაა შესაძლებელი. ამდენად, იმ ქვეყნებში, სადაც ეს სახეობა ხარობს, 1 კილოგრამის საფასური 30 დოლარს აღემატება. რაღა თქმა უნდა ამ თხილით მომზადებული კერძიც შესაბამისად ძალზედ ძვირია.
8. ზაფრანა.
 ზაფრანა ყველაზე ძვირადღირებულ სანელებლადაა მიჩნეული. იგი კროკუსისებრთა ოჯახის წამომადგენლებს განეკუთვნება, სანელებელი მთლიანად ხელით მზადდება. იგი ძალზედ ფრთხილად იკრიფება ხელით, რომლის შემდგომაც საჭიროა მისი ჩრდილში გამოშრობა. იმისთის, რომ 1 კგ–ი ზაფრანა მივიღოთ, საჭიროა მცენარის ათობით ათასი ხმელი ყვავილედის გამოყენება. ამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი საფასური, რომელიც 1 კგ–ზე 6000 დოლარს აღწევს.
 9. თეთრი თირკმელა (სოკო).
 ამ დელიკატესის ზუსტი საფასურის დასახელება ალბათ გაგვიჭირდება, რადგანაც თითოეული სოკო მხოლოდ აუქციონზე იყიდება. ჯერ–ჯერობით სოკოს რეკორდულმა საფასურმა 30 ათასი ევრო შეადგინა.
 10. მუქი შოკოლადი.
 ეგზოტიკური ტკბილეულის მოყვარულთ შესაძლოა შევთავაზოთ – Chocopologie by Knipschildt–ი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ შოკოლადად სახელდება. ამ მუქი შოკოლადის სამშობლოდ ამერიკაა მიჩნეული, ხოლო 453 გრამიანი შოკოლადის ფილა, კი 2600 დოლარი დაგიჯდებათ.
 11. კარტოფილი.
 ამ პროდუქტისაგან მომზადებულ კერძთა ჩამონათვალი ალბათ შორს წაგვიყვანს, თუმცა კერძი გაცილებით ძვრადღირებული იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კარტოფილის ერთ–ერთი ნაირსახეობა – “La Bonnotte”–ს 1 კგ–ი 500 ევრომდე ღირს. მცენარე კუნძულ ნურმუატეზე მოჰყავთ, რომელსაც ხელით იღებენ. რაც შეეხება მის გემოს, იგი კარტოფილისას წააგავს, თუმცა უჩვეულოდ ნაზია.
 12. ძროხის ხორცი.
 მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ძროხის ხორცად ე.წ. „მარმარილოს ძროხის ხორცი“ მიიჩნევა. მეპატრონე, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს საქონელზე, მას ყოველდღიურად კვებავს მხოლოდ საუკეთესო ბალახით, ხოლო ძროხის სასმელად ლუდი და საკე გამოიყენება. იაპონელები კარგა ხანს ეწინააღმდეგებოდნენ მათ სხვა ქვეყნებში მოშენებას, თუმცა დღეს ისინი ავსტრალიაშიც არიან. რაც შეეხება ამგვარი ხორცის დაგემოვნების საფასურს, დაინტერესებული გურმანები 200 გრ. ფილეში 100 დოლარს იხდიან, ხოლო საქონლის უფრო ნაზი ხორცის ფასი, კი 1000 დოლარამდეც აღწევს.
 13. ბუტერბროდი.
 სწრაფი კვების მოყვარულთათვის, კი ძვირადღირებული ბუტერბროდი – “von Essen Platinum Club Sandwich”–ი შევარჩიეთ, რომელიც თარგმანში ასე ჟღერს: „პლატინის საკლუბო სენდვიჩი ფონ ესენ“–ი. მისი დაგემოვნება მხოლოდ „ფონ ესენ“–ის სასტუმროთა ქსელშია შესაძლებელი. ეგზოტიკური საფასურის მქონე ბუტერბროდის შემადგენლობაში შედის: სპეციალურ საფუარზე დამზადებული პური, იბერიული შაშხი, თეთრი კარტოფილი, მწყრის კვერცხი, იტალიური პომიდვრის ჩირი და ქათმის მსუქანი ხორცი. ამ „სიამოვნებისთვის“ 1 ბუტერბროდში 200 დოლარს გადაიხდით.
14. პიცა.
 პიცის ყველაზე ძვირ ნაირსახეობას სწორედ რომ მის სამშობლოში – იტალიაში დააგემოვნებთ. მისი სახელწოდებაა – “Luis XIII”, რომელსაც თქვენს თვალწინ, იმ წუთას მოგიმზადებენ. მის შემადგენლობაში შედის: ყველის ნაირსახეობა მოცარელა–ბუფალო, წითელი ლანგუსტი (ლანგუსტი – ზღვის დიდი, ათფეხა კიბო), ხიზილალის 3 ნაირსახეობა, ომარები (ომარი – ზღვის დიდი კიბო) და კრევეტები (კრევეტი – ზღვის პატარა კიბო). კერძში გამოიყენება არა სუფრის მარილი, არც ზღვის მარილი, არამედ ავტრალიური ვარდისფერი მარილი – “Murray River”–ი.