2/07/2012

გოგონა ლამაზი კოჭებით -„უბანს ერთი გიჟი და ერთი ქორფა ქალი უნდა ჰყავდეს, რომელიც დიდიან-პატარიანად თავს მოანდომებს ყველას“

გოგონა ლამაზი კოჭებით

  ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალების 70 პროცენტი საკუთარი ფეხებით უკმაყოფილოა. არ მოსწონთ დიდი მუხლები, წვრილი წვივები, ფართო კოჭები და ასე შემდეგ. ყველა ეს ინდივიდუალური „თვისება“, სწორად შერჩეულმა სილუეტმა და კაბის სიგრძემ, შეიძლება, პირიქით, ლამაზად წარმოაჩინოს.

თუ თქვენს მთავარ ღირსებას გრძელი და ლამაზი ფეხები წარმოადგენს, მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმას ნუ მოერიდებით. ხოლო თუ რაღაც ხარვეზებს ხედავთ თქვენს გარეგნობაში, სწორად შეჩეული კაბა იდეალურ სილუეტს შეგძენთ.

არსებობს მარტივი წესები, რომლებსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვარსკვლავები იყენებენ, ოსტატურად წარმოაჩენენ, ან მალავენ თავის ღირსებებსა და ნაკლს.

*გამხდარი ფეხები

მაგალითად, ფეხები, რომლებიც ასანთის ღერებს უფრო ჰგავს, მოითხოვს ვიწრო ქვედაბოლოს, განსაკუთრებით კი ფეხების ყველაზე ფართო ნაწილზე. კაბა-ფანქარი მუხლამდე, ან დაბალწელიანი კაბა 20-იანი წლების სტილში, თქვენთვის იდეალური ვარიანტია. დიდი, „გაბერილი“ და ნახატებით გაფორმებული კაბები ასეთ ფეხებს ვიზუალურად უფრო აწვრილებს.

*მოკლე ფეხები

მოკლე ფეხების „დაგრძელება“ შესაძლებელია მაღალწელიანი ქვედაბოლოებით. ასეთი ფეხების ქალბატონებმა, სასურველია, იხმარონ დეკოლტეები. პლატფორმა და ქუსლები, ასევე, დაგეხმარებათ ფეხის ვიზუალურ დაგრძელებაში.

*სრული თეძოები

სრული თეძოების დამალვა შესაძლებელია გრძელი კაბის საშუალებით, რომელსაც მაღალი ჭრილი ამშვენებს. ასეთი კაბა ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და სილუეტს შლის. ყველაზე ეფექტურია ჭრილი, რომელიც ფეხების შუახაზს მიუყვება. მოკლე ქვედაბლოები არ გამოგადგებათ. სასურველია ჩაიცვათ ისეთი სიგრძე, რომელიც მუხლებს დაგიფარავთ.

*ფართო კოჭები

ფართო კოჭების ვიზუალურად დაპატარავება შესაძლებელია ფეხსაცმლით, რომელსაც კოჭებთან თასმები აქვს. თუ თქვენ ფართო კოჭები და მუხლები გაქვთ, მაშინ ვიწრო და მოკლე კაბა არ უნდა ჩაიცვათ. კაბის სილუეტი, რომელიც მუხლის ზემოთ მთავრდება, თქვენს მუხლებს უფრო ფართოს გამოაჩენს.

*სქელი ფეხები

თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ სქელი ფეხებით, ისევე, როგორც კელი ოსბორნი, შეარჩიეთ საშუალო სიგრძის კაბა ან კოჭებამდე. კაბა-ფანქარი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, თქვენთვის იდეალური ვარიანტია.