იმ უამრავ ბლოგთაგან,რაც ინტერნეტ სივრცეში არსებობს,მხოლოდ ძალიან მცირედი თუ მოიპოვებს ხოლმე პოპულარობას.თუმცა ისიც უნდა ღინიშნოს, რომ ბევრი ბლოგის მფლობელი სულ არ ცდილობს,რომ პოპულარული გახადოს თავისი ბლოგი,ვიზიტორთა მცირე რაოდენობითაც გახარებულია და არ აქვს ამბიცია, რომ მეტად პოპულარული გახდეს,ან უბრალოდ ეზარება ამისთვის თავის შეწუხება.
მოდით , ბლოგის ამბიციურ მფლობელებს დავუბრუნდები და ვეცდები მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხერხს უნდა მიმართონ, რომ ბლოგი გახდეს პოპულარული!
და რა განსაზღვრავს ბლოგს პოპულარულობას?– რა თქმა უნდა ბლოგზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობა!
ბლოგის ავტორმა უნდა ეცადოს, რომ მისი ბლოგი კითხვადი გახადოს,ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორს ინტერესი გაუღვივო ბლოგის მიმართ და თითოეული ვიზიტორი მხოლოდ ერთი შემოსვლით კი არ შემოიფარგლებოდეს, არამედ სისტემატური მკითხველი გახდეს!
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი რჩევები იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ბლოგზე სისტემატური ვიზიტორების რაოდენობა:
1.ბლოგის სახელი
ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბლოგის სახელია.მართალია,შეიძლება ადამიანი ძებნის სისტემიდან მოხვდეს ბლოგზე, მაგრამ იმ შემთხვევასი, თუ მას მოეწონა ბლოგი,ის ეცდება ბლოგის სახელი დაიმახსოვროს,ამიტომ ბლოგს კარგი სახელიც უნდა ქონდეს,ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს, მისი ჟღერადობა რაიმე ასოციაციას უნდა იწვევდეს(ყველამ არ იცის ბრაუზერის ოსტატურად გამოყენება და google reader -ის მოხმარება)
2.ბლოგის კონტენტი
შეგიძლიათ დაწეროთ სკანდალური პოსტები — სკანდალური შეიძლება იყოს ისეთი პოსტიც, რომელიც შეიცავს +18 კონტენტს, და ასევე ისეთიც, რომელშიც რაიმე თემა ისე არის მიწოდებული, რომ ადამინს უჩნდება სურვილი შეედავოს ავტორს კომენტარის მეშვეობით.ამგვარ პოსტს შესაბამისი ’მყვირალა’ თუმცა ადეკვატური სახელწოდებაც სჭირდება.
დაწერეთ პოსტების ციკლი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.ამგვარად,შემოსული ვიზიტორი რომ წაატყდება ამომწურავ ინფორმაციას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ის სხვა დროსაც შემოვა ბლოგზე და ასევე სხვასაც ურჩევს თქვენს ბლოგს.
პოსტის წერისას გაითვალისწინეთ, რომ კომენტარებში შეგიძლიათ მკითხველს მისცეთ შესაძლებლობა, რომ დაგისვათ კითხვები, თვითონაც გამოხატონ თავიანთი აზრი.არ დაგეზაროთ და სტუმრის კომენტარს ყოველთვის გაეცით პასუხი(დააფასეთ ვიზიტორი),ამგვარად შეიქმნება კეთილგანწყობილი ატმოსფერო, რაც ვიზიტორს კვლავ ბლოგზე შემოსვლის სურვილს გაუჩენს.
დაწერეთ პოსტები მიმდინარე მოვლნებთან დაკავშირებით,ოღონდ პოსტის მიწოდება ოპერატიულად უნდა ხორციელდებოდეს.
პოსტში საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ და თან მათი ოპტიმიზაცია მოახდინეთ.მაგალითად თუ პოსტი ეხება ’ზღვას’ ,მაშინ სიტყვა ’ზღვა’ წინადადებაში ახსენეთ სხვა და სხვა გარემოებებთან:’ზღვაზე დასვებენება’– და არა მხოლოდ ’დასვენება’ ,’ზღვის სანაპირო’ — და არა სანაპირო ,’საზღვაო სეზონი’–და არა ’სეზონი’.ეს ყველაფერი კი იმისათვის გვჭირდება, რომ თუკი ადამიანი სამძებრო სისტემაში ჩააგდებს სიტყვა ”ზღვას”, სამძებრო სისტემის მიერ მიწოდებულ ლინკში ფიგურირებდეს ეს გარემოება-განსაზღვრებები,ადამიანმა თქვენს ლინკზე შემოსვლა რომ გადაწყვიტოს.ასევე აუცილებლად Tab განყოფილებაში მიუთითეთ საკვანძო სიტყვები.
თუ მკითხველს არ მოეწონა თქვენი პოსტი, მას მთლიანად ბლოგზე ექმნება ნეგატიური წარმოდგენა,ამიტომ დიდი შანსია, რომ სხვა დროს,როდესაც თქვენს ლინკს წააწყდება,უბრალოდ არ შემოვიდეს ბლოგზე და თქვას”ეს ისევ სისულელეს დაწერდაო”–ანუ თავს ’ცუდად’ ნუ დაამახსოვრებინებთ.ეცადეთ,რომ პოსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართული იყოს.გადახედე პოსტიებს:როგორ გამოიყურება კარგი პოსტი , ბლოგის დიზაინი : ფერები , რატომ ხარ ბლოგერი?
3. ბლოგის პოპულარიზაცია
ბლოგის პოპულარიზაციისთვის არსებობს უამრავი საშუალება.არ არის საკმარისი, რომ წეროთ კარგი და კითხვადი პოსტები,თქვენი ბლოგი სხვას უნდა მიაწოდოთ,ის თვალში მკოსახვედრი უნდა იყოს.ამისათვის გამოიყენეთ დღეს არსებული ყველა ტექნოლოგია.
გამოიყენეთ სოციალური ქსელები facebook და google+ .ისინი იძლევა შესანიშნავ საშუალებას დააშეაროთ საკუთარი ბლოგ-პოსტები,ამგვარად მომხმარებელს ადვილად მიუწვდება თქვენ ბლოგზე ხელი.
გაწევრიანდით ქსელში არსებულ ყველა ხელმისაწვდომ ჯგუფში,რათა იქაც დააშეაროთ ბლოგი და გქონდეთ ურთიერთობა სხვა ბლოგერებთან,გახდეთ ცნობადი თქვენც და შესაბამისად თქვენი ბლოგიც.აი იმ ბლოგინგთან დაკავშირებული facebook -ის ჯგუფების მისამართები,რომლებიც მე მაქვს:The Biggest Network Group – BNG ,ბლოგერები (აქ პოსტებს არ აშეარებენ),ქართველი ბლოგერები [Georgian Bloggers] , Teenager Bloggers’ Club , Bloggers Club ,ბლოგერები და ბლოგის მკითხველები , ქუთაისელი ბლოგერები , CIVIC BLOGGER’S CLUB .
ასევე დაარეგისტრირეთ ბლოგი facebook-ზე არსებულ ბლოგების აგრეგატორთან :NetworkedBlogs და ქართული ბლოგები , ifttt.com …
შექმენით ბლოგის ფეიჯი.ხშირად იაქტიურეთ ფეიჯზეც და გაიზიარეთ ხოლმე,რომ მეგობრებმა დაა -Like-ონ.
იაქტიურეთ ფორუმებზე,გამოიყენეთ ბლოგის მისამართი signiture-ში
წერეთ პოსპტები ინტერნეტ ჟურნალებში.
Skype ის გამოყენებაც შეიძლება,სტატუსად შეგიძლიათ საკუთარი ბლოგი ჩასვათ,რომ მეგობრებს თვალში მოხვდეს
საიტ odnoklasniki.ru-ს გამოყენებაც შეგიძლიათ,იქაც არის თემატური ჯგუფები და ფორუმები
დადეთ ბლოგის ბანერი სხვა საიტებზე,რომლებიც საიტების კატალოგებს წარმოადგენენ
დარეგისტრირდით blogroll.ge -ზე (დარეგისტრირების შესახებ ტუტორიალი არის აქ )
სისტემატურად ეწვიეთ პოპულარულ ბლოგებს,დაალაიქეთ ისინი და დატოვეთ კომენტარი(იქ თქვენი ლინკი ბევრად მეტ ადამიანს მოხვდება თვალში)
დარეგისტრირდით top.ge-ზე,და მზგავს რეიტინგის ამსახველ საიტებზე,რადგან რეიტინგულ ბლოგებზე იქიდან ხშირად გადმოდიან (ამ პოსტში –ტუტორიალი დარეგისტრირებასთან დაკავშირებით)
გამოიყენეთ twitter,იაქტიურეთ,დააშეარეთ პოსტი ტვიტერზეც.პირად ინფორმაციაში ბლოგი მიუთითე
4. ბლოგის ვიზუალი.
იზრუნეთ ბლოგის ვიზუალზე
შეურჩიეთ მას ლამაზი და მოხერხებული თემა
აღჭურვეთ ყველა საჭირო widget-ით (საჭირო widget-ებზე პოსტს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ)
5. პოსტების წერის სიხშირე.
რაც უფრო ხშირად წერთ პოსტებს, მით უფრო აქტიური იქნება ბლოგი და მკითხველისთვისაც მეტად მიმზიდველი.(ოღონდ პოსტების წერის სიხშირე არ უნდა ხდებოდეს მათი ხარისხის დაკნინების ხარჯზე)
6. შენ და ბლოგი
გიყვარდეთ თქვენი ბლოგი(ბლოგები)
შეუქმენით მას განსაკუთრებული იმიჯი
იზრუნეთ მასზე,დაამყარეთ განსაკუთრებული ურთიერთობა.
თქვენი ბლოგი–თქვენი სახეა,მისი მეშვეობით საკუთარ ’მეს’ უზიარებთ მკითხველს.
სხვათაშორის ,ყოველთვის იგრძნობა ადამიანს უყვარს თუ არა თავისი ბლოგი.ჩადეთ მასში თქვენი სულის ნაწილი და ამას მკითხველიც დაგიფასებთ.
ამ ეტაპზე სულ ეს იყო,რისი რჩევაც მინდოდა, იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები
www.giorgigigeo.com ბლოგი წარმატებას გისურვებთ