26 თებერვალს, ლოს ანჟელესის “Kodak”–ის თეატრში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარებით დაჯილდოების რიგით N84–ე ცერემონია, რომელსაც კომიკური ჟანრის მსახიობი ბილი ქრისთალი უძღვებოდა. წლის საუკეთესო ფილმად ფრანგი რეჟისორის – მიშელ ჰაზანავიჩუსის (შავ-თეთრი და მუნჯი) ფილმი “არტისტი” აღიარეს, რომელსაც 5 ოსკარი ხვდა წილად – მათ შორის 3 ძირითადი ნომინაცია: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“ და „საუკეთესო მსახიობი“.
ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შემსრულებლები: მერილ სტრიპი და ჟან დიუჟარდენი.
ბილი ქრისთალი, ვინაც დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა.
“წლის საუკეთესო რეჟისორად” – ფილმი “არტისტი”–ს რეჟისორი – მიშელ ჰაზანავიჩუსი დასახელდა.
“მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის” სტატუსი მიანიჭეს ჟან დიუჟარდენს – ფილმისთვის „არტისტი“. (აქვე გეტყვით, რომ დიუჟარდენმა უკან ისეთი აღიარებული მსახიობები მოიტოვა, როგორებიცაა: ჯორჯ ქლუნი, ბრედ პიტი, გერი ოულდმენი და დემიან ბიშირი.)