7/04/2011

ბლოგის ერთგულ მკითხველებს

  თავიდან როცა ბლოგი გავხსენი და პირველი ორი პოსტი დავდე ძალიან განვიცდიდი მკითხველთა რაოდენობის ნაკლებობას, მეგონა რომ ვერ შევძელი მკითხველის დაინტერესება თინეიჯერების თემატიკით მაგრამ გამოჩნდა ერთი ვიზიტორი რომელმაც წარმატება მისურვა, შემდეგ მეორე რომელმაც გამამხნევა, მესამე რომელიც დამეთანხმა და ა.შ ...
 რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ბლოგის არსებობაში (ბლოგის გაუქმებას ვაპირებდი) და დღემდე უდიდესი წვლილი შეაქვს თითოეული პოსტის დაწერაში, მათ მიერ მოცემული სტიმული რომ არა ალბათ დავიღლებოდი, მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი.
  დიახ, დიახ შენზე მაქვს ლაპარაკი. შენზე, ახლა ამ პოსტს რომ კითხულობ და ამ ბლოგზე ხარ, ჩემს დღიურში მოგზაურობ, რაღაც-რაღაცეებში მეთანხმები, იქვე პოსტის დაბლა, კომენტარებში შენს მოსაზრებას აფიქსირებ ამათუიმ თემასთნ დაკავშირებით. ჩემს ბლოგზე, ჩემს სამყაროში შენ სხვადასხვა გზით ხვდები, ხან მეგობარი ბლოგიდან აკლიკებ ჩემს ლინკს, ხან საძიებელი სისტემის საშუალებით და დიდი მადლობა თუ კი პირდაპირ ბლოგის მისამართით შემოდიხარ და კითხულობ პოსტებს რომლებსაც შენთვის ვწერ. გინდა გითხრა და გაჩვენო ჩემი სტუმრების რაოდენობის სტატისტიკა?  ახლავე.


მინდა ასევე გითხრა ისიც რომ მე შემიძლია გავიგო საიდან აღმოჩნდი ჩემს სამყაროში ანუ რომელი საიტიდან მესტუმრე, რა ინტერესი გამოძრავებდა და რას ეძებდი. ...

ჩემი ბლგი სულ დაათვალიერა თუ წაიკითხა:
ამჟამად ყოველდღიურად ჩემს ბლოგს 100 დან 300 ამდე ადამიანი სტუმრობს :
რომლებიც ალაიქებენ და კლიკების რაოდენობით მახარებენ, განსაკუთრებით სასიხარულოა ბლოგზე არსებულ რეკლამებზე კლიკების და ,ნახველების რაოდენობა

და ბოლოს, იმედია ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. მე ვეცდები და ყველაფერს გავაკეთებ,რომ გაგახაროთ ახალ-ახალი პოსტებით. თქვენ კი გთხოვთ ხშირად მესტუმრეთ და დაალაიქეთ თქვენს ფეისბუქზე ჩემი პოსტები და დაათვალიერეთ ხშირად...

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

Комментариев нет: