უამრავი დიეტა ითვალისწინებს, რომ ყოველდღიურ რაციონში ციტრუსი უნდა ჩართოთ, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს.
ზოგიერთ თქვენგანს ალბათ სმენია ლიმონის დიეტის შესახებ. მას იყენებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ფორმის შენარჩუნება, ამასთან, მნიშვნელოვანი ელემენტებისა და ვიტამინების მიღებაც.
ლიმონის ნარევი ყოველდღე უნდა მიიღოთ, სასურველია, გაღვიძებისთანავე. თუ უზმოზე მიიღებთ, გაიწმენდთ ორგანიზმს, შესაბამისად, დაიკლებთ წონაში. მიჰყევით ამ ინსტრუქციას 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალური შედეგების მისაღებად.
ლიმონის დიეტა
პირველი დღე - 1 ლიმონი, შერეული 1 ჭიქა წყალში.
მეორე დღე - 2 ლიმონი და 2 ჭიქა წყალი
მესამე დღე - 3 ლიმონი და 3 ჭიქა წყალი
მეოთხე დღე - 4 ლიმონი + 4 ჭიქა წყალი.
მეხუთე დღე - 5 ლიმონი და 5 ჭიქა წყალი.
მეექვსე დღე - 6 ლიმონი და 6 ჭიქა წყალი.
მეშვიდე დღე - 3 ლიმონი და 10 ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
მერვე დღე - 6 ლიმონი და 6 ჭიქა წყალი.
მეცხრე დღე - 5 ლიმონი და 5 ჭიქა წყალი.
მეათე დღე - 4 ლიმონი და 4 ჭიქა წყალი.
მეთერთმეტე დღე - 3 ლიმონი + 3 ჭიქა წყალი.
მეთორმეტე დღე - 2 ლიმონი და 2 ჭიქა წყალი.
მეცამეტე დღე - 1 ლიმონი და 1 ჭიქა წყალი.
მეთოთხმეტე დღე - 3 ლიმონი და 10 ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
როგორ უნდა დალიოთ: უმალვე დალიეთ ნარევი, თუ არ გაგიძნელდათ, დალიეთ რამდენსაც შეძლებთ. დარჩენილი სითხე შემდეგისთვის დაიტოვეთ. სვით ყოველი ჭამის წინ 1 საათით ადრე.
დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, მაგრამ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიეტა ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციისთვის.