12/18/2018

უჩვეულო ფიქრი...

ღამით უჩვეულო ფიქრი ამეკვიატა… რა იქნება რომ ერთ დღესაც მატარებელი აღარ შემოვიდეს სადგურში… თავისი ეშხიანი მდიდრული ხმით… მთასავით რომ მოდის და ძალიან ბევრი ადამიანიასთვია რომ ეს მხოლოდ რკინის ტონიანი კონსტრუქციაა… რომელმაც უნდა გადაიყვანოს… აქედან იქეთ… პირიქით… ჩვეული რეალობა…
დროა ავდგე…
ნელნელა ვდგები… 
ფანჯრებიდან ფარდება ვწევ და ამინდს ვუყურებ… 
სინოფთიკოსის მზერით… 
ჩემთვის ვაკეთებ პროგნოზს… მხოლოდ ჩემს თავთან… ხმამაღლა კი… და მხოლოდ მე მესმის… ან ვინ გაიგებს ჩემს გარდა… მარტო მე ხომ
ვცხოვრობ სახლში… მე და ჩემი ძაღლი… რომელიც სადგურზე გავიცანი… და მას შემდეგ წლებია ერთად ვართ…
ჩაის ვსვამ…
კარადას ვაღებ… 
ჩანთაში ნელნელა ვაწყობ პეჩენიებს… საღეჭ რეზინებს… შოკოლადებს… ათას წვრილმანს კიდევ და მივდივარ ნელნელა… მივდივარ ბაქანისაკენ…
ზუსტად 7 წუთი მჭირდება მისასვლელად… 
რამდენჯერ დამიწყია თვლა…
რამდენჯერ ამ გზაზე… 
რამდენი ფოთოლი ვამოვარდნილა და რამდენჯერ გამოუსხავთ კვირტები ხეებს არც კი მახსოვს…
მზე ახალი ამოსულია…
ამ პერიოდში უფრო მაქვს მუშაობა… 
ზაფხულში… 
ხალხი დასასვენელად როდესაც ჩამოდის… 
და მეც მიხარია…
მივედი… 
მივესალმე ადამიანებს რომლებიც იქ მუშაობენ… სადგურში…
მივესალმე და ნელნელა დავიწყე ჩემი გასაყიდი პროდუქციის ამოლაგება…

დღეს ცდას ჩავატარებ აბა… 
ამ შოკოლადს აქეთ დავდებ… 
ამ ვაფლს ცოტა ზევით…
წყლით სავსე ბოთლს შუაში…
ვნახოთ… 
იქნებ უფრო მეტი ვაჭრობა მქონდეს… 
ესეც ვიქცევი და მეცინება… 
ისევ მჯერა ამ ცრურწმენების… ისევ…

მალე შემოვა… 
ხმა ისმის… 
ეს რა ღირს..? 
1 ლარი… 
ეს..? 
60 თეთრი…

ფული… 
ხურდა…
რამდენიმე წუთი… 
ათიოდ… 
ნავაჭრი…
გადაუთვლელი… 
სახლში დავითვლი…
მატარებელი დაიძრა და დატოვა სადგური…
შემდეგი რამდენიმე საათში შემოვა… 
მანამდე სახლში გადავალ…
7 წუთი სულ… 
სულ რაღაც…
და ვფიქრები:
რა იქნება ერთ დღესაც მატარებელი რო არ შემოვიდეს სადგურში..? 
რა იქნება..?

პასუხის გაცემაც კი მიჭირს…
ძაღლი მომყვება… 
მზეა…
მატარებელი…
სადგური…
რომ აღარ შემოვიდეს..? 
რომ აღარ..?

ნაბიჯები…