2/22/2018

როგორ დავწეროთ წერილი

სტრუქტურა, ტექნიკა და რჩევები

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში წერილის წერის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის რამე, რატომ  შემიძლია დარწმუნებით ამის თქმა? იმიტომ, რომ არაერთი სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციიდან ან მეგობრისგან მომსვლია წერილი, რომელიც იმდენად აბნეულ-დაბნეულია ვერ გაიგებს ადამიანი სად იწყება ტექსტი და სად მთავრდება, რასაც ვერ ვიტყვით უცხო ქვეყნის კომპანიებიდან მოსულ წერილებსა თუ მათზე პასუხებს. ბევრს მნიშვნელოვნად არ მიაჩნია ზემოთხსენებული საკითხი, მაგრამ კულტურა როგორც ასეთი არსებობს და რატომ არ უნდა ავითვისოთ არ მესმის, ამიტომ გადავწყვიტე ამ პატარა სტატიის დაწერა, რომელიც შედგენილია არა მხოლოდ ჩემი გამოცდილებით და „პრინციპებით“, არამედ სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტის მიერ (უამრავი ოფიციალური დოკუმენტი წავიკითხე და შევისწავლე ამ საკითხთან დაკავშირებით სანამ სტატიის წერას შევუდგებოდი).  წერილის სტრუქტურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე მარტივი შესადგენი რაც აერთიანებს თემას, მისალმებას, ტექსტის შინაარსს, დანართს (attachment) და დამშვიდობებას, ყველა საკითხზე  ვილაპარაკებ შეძლებისდაგვარად მარტივად და გასაგებად დავიწყოთ თემით.



Subject/თემა:


თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წერილის წერის დროს, მაგალითად თუ ჩვენ გვსურს მივწეროთ რაიმე ორგანიზაციას წერილი მაჩვების გადარჩენის საკითხთან დაკავშირებით თემაში არავითარ შემთხვევაში არ ჩაწეროთ: გამარჯობა, მოგესალმებით, კითხვა, შემოთავაზება და ა.შ. მიწერეთ კონკრეტულად ის თემა რაზეც აპირებთ წერილში საუბარს ამ შემთხვევაში უნდა ჩაიწეროს თემაში:   „მაჩვების გადარჩენასთან დაკავშირებით“, კითხვა იქნება ეს თუ შემოთავაზება წერილის ტექსტში გაირკვევა, არ არის საჭირო მიაწეროთ „შემოთავაზება...“ ან „კითხვა...“.  გაითვალისწინეთ, რომ თემის მიხედვით წყვეტს მიმღები წაიკითხოს თუ არა წერილი (სპამის/მასიური წერილების ეპოქაში), თემა უნდა იყოს მარტივი. ასახავდეს წერილის შინაარსს, აგრეთვე ეცადეთ შედგებოდეს  მაქსიმუმ 3-4  სიტყვით.
მისალმება

დამეთანხმებით ძალიან სასიამოვნოა როდეაც სახელით მოგმართავენ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წერილის ადრესატსაც სიამოვნებს, შესაბამისად:
1. თუ თქვენთვის მისი სახელი ცნობილია მიმართეთ ასე:
გამარჯობა გიორგი,
ნუ „გადააკვდებით“ თავზე მისალმებაში :-) თუ მოსაკითხია ვინმე (მაგალითად მეგობარს როდესაც წერთ) ტექსტში მოიკითხეთ და არა მისალმებაში.
2. თუ რაიმე საიტს წერთ მაგალითად კომპინფოს დაიწყეთ ასე:
გამარჯობა კომპინფო,
3. თუ რაიმე ორგანიზაციას წერთ მაშინ ასე:
მოგესალმებით,
4. თუ წერილის მიმღები არის თქვენი უფროსი, ან თქვენზე მაღალი წოდების მქონე პირი სასურველია მიმართოთ ასეთი ტექსტით:
მოგესალმებით ბატონო თემურ,
არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ გამარჯობათ (არასწორია!) თუ მაინცდამაინც ზრდილობიანობის გამოჩენა გსურთ დაწერეთ მოგესალმებით.

ტესქტის შინაარსი

1. ტექსტის შინაარსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე (არავის სიამოვნებს 5 ფურცლიანი წერილის კითხვა, რასაკვირველია თუ დედას ან ძალიან ახლობელ ადამიანს არ წერთ, მათთან რაც შეიძლება ბევრი ისაუბრეთ),  კონკრეტული და ჩამოყალიბებული (არ გადახტეთ სხვადასხვა თემებზე, დაიცავით ტექსტის შინაარსის სტრუქტურა, თუ რამოდენიმე თემაზე გსურთ მიწერა ჯერ ერთი ჩამოაყალიბეთ და შემდეგ მეორე და ა,შ,)
2. რამოდენიმე კითხვის ან საკითხის დასაშორებლად გააკეთეთ აბზაცი ან გამოყავით 2 ხაზით.
3. თუ რაიმე ორგანიზაციიდან წერთ სხვა ორგანიზაციას ან კერძო პირს წერილი დაიწყეთ თქვენი სახელით, გვარით და თანამდებობით, რათა დაადასტუროთ თქვენი ოფიციალობა:
მაგ.: ჩემი სახელია გიორგი მელითაური და გწერთ IBM-ის ტექნიკური მხარდაჭერიდან (მოვინდომე :-) ).
ან თუ მანამდეც გქონიათ საუბარი მიწერეთ ასე:
მაგ.: კვლავ გიორგი გიორგი მელითაური გწერთ IBM-ის ტექნიკური მხარდაჭერიდან.
რადგან ბევრ კომპანიას აქვს ერთი ელ.ფოსტა რომელზეც სხვადასხვა ტექნიკური მხარდაჭერის წევრები პასუხობენ.
4. არ დაწეროთ ტექსტი (თუ ინგლისურად წერთ) მაღალი რეგისტრის ასოებით, მიმღებს შეიძლება ეგონოს, რომ არ იცით Caps Lock ღილაკის გამოყენება :-)
5. თუ ქართველს წერთ (ორგანიზაციას/კერძო პირს) ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქართულად კითხულობს ტექსტს და არა ინგლისური ასოებით ქართულად (გაითვალისწინეთ ზოგიერთი საფოსტო  სერვერი ვერ კითხულობს ქართულ ტექსტს მაგ.: Mail.ru).
6. ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები, რადგან მიმღებს აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი თქვენს კვალიფიკაციაზე, თუნდაც არ იყოთ რაიმე საკითხში კვალიფიციური გრამატიკულად სწორად შედგენილი წერილი ყოველთვის სასიამოვნოა.
7. თუ წერთ რაიმე ორგანიზაციას წერილს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სლენგი (თუ მაინცდამაინც საჭიროა ჩასვით „ბრჭყალებში“), მეგობართან როგორც გსურთ ისე ილაპარაკეთ :-)
8. თუ წერთ რაიმე ორგანიზაციას წერილს არ გამოიყენოთ „სმაილები“ მიმღებს შეიძლება წარმოდგენა შეექმნას, რომ დასცინით ან უბრალოდ უსიამოვნოდ მიიღოს.
9. თუ წერთ პასუხს წერილზე თემაში აუცილებლად დატოვეთ „RE: თემა“ ადრესატი მიხვდება თუ რა თემასთან აქვს საქმე დანახვისთანავე, აგრეთვე არ წაშალოთ წინა წერილები რათა ადრესატმა საჭიროების შემთხვევაში გადახედოს წინა საუბარს.



Attachment/დანართი

თუ დანართის გაგზავნა აუცილებელია ეცადეთ, რომ თემასთან მაქსიმალურად კავშირში იყოს:
1. თუ უგზავნით თქვენს თანამშრომელს ცხრილს „მაისის თვის შემოსავლებთან“ დაკავშირებით დაურთეთ შემდეგი დასახელების ფაილი maisi_tvis_shemosavali.xls. არ ერგება თემას „მაისის თვის შემოსავლები“ naxe.xls.
2. თუ რაიმე კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის წევრს უგაზვნით სურათს  პრობლემის შინაარსით, არ დაურთოთ ფაილი სახელით Image.jpg ეცადეთ ისეთი სახელი დაარქვათ რაც პრობლემასთან დაკავშირებულია.
3. სასურველია წერილის მიმდინარეობისას ახსენოთ დანართი:
მაგ. იხ. დანართი, თუ რამოდენიმეა ასეთი მაშინ იხ. დანართი ნომერი 1, ნომერი 2 და ა.შ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმღებს, შეიძლება უბრალო „სპამი“ ეგონოს და არ გახსნას.


დამშვიდობება

აქ დიდი არაფერი დასაწერი არ მაქვს ვახსენებ მხოლოდ ერთს, როდესაც წერილის ადრესატი არის თქვენი უფროსი, თქვენზე მაღალი წოდების პირი ან რაიმე ორგანიზაცია სასურველია გამოიყენოთ შემდეგი სიტყები „პატივისცემით, გიორგი მელითაური“, „კეთილი სურვილებით, გიორგი მელითაური“ და სხვ.


რამდენიმე ტექნიკური საკითხი

მასიური დაგზავნა

თუ გსურთ მასიურად დააგზავნოთ წერილები, შეგიძლიათ განყოფილებაში „To“ ჩაწეროთ ბევრი ელ.ფოსტის მისამართი ერთდროულად შემდეგნაირად:
lamara@nukiri.com; zezva@mzia.com; arsena@marabdeli.com; და ა.შ. ანუ ყოველი ფოსტის შემდეგ წერტილმძიმე და გამოტოვება, ეს მეთოდი მუშაობს ყველა საფოსტო სერვერზე თუ კლიენტში მე რაც გამომიყენებია (რაც არც თუ ისე ცოტაა :-))
გაფრთხილება: ამ მეთოდით შეიძლება იგზავნებოდეს „სპამი“ (მასიური წერილების გზავნა) შესაბამისად ზოგიერთმა საფოსტო სერვერმა შეიძლება გააუქმოს თქვენი მომხმარებელი, ამიტომ თქვენს ქმედებაზე ადმინისტრაცია და სტატიის ავტორი პასუხს არ აგებენ!

CC (Carbon Copy)

პრინციპში Carbon ნახშირს ნიშნავს მაგრამ რა შუაშია არ ვიცი :-) ამიტომ ამ ფუნქციას დავარქვათ უბრალოდ ასლი. მისი გამოყენების ერთადერთი მიზანია სხვა მომხმარებელსაც გაუგზავნოთ იგივე წერილი, მაგრამ ორივე მიმღები დაინახავს, რომ წერილი სხვასაც გაეგზავნა.

BCC (Blind Carbon Copy)

ეს საერთოდ მაგიჟებს ბრმა ნახშირი გინახავთ სადმე? :-) ამიტომ დავარქვათ ბრმა ასლი, მისი გამოყენების მიზანია გაუგზავნოთ იგივე წერილი სხვა მომხმარებელსაც, მხოლოდ ვერცერთი მომხმარებელი ვერ დაინახავს, რომ სხვასაც მიუვიდა თქვენგან ეს წერილი
ბოლოს
არ გეგონოთ ვიღაცას ჭკუას ვასწავლიდე ან წერის მანერას ვუწუნებდე :-) უბრალოდ არსებობს კულტურა და მსურს, რომ ყველამ გამოიყენოს ის, მითუმეტეს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომელმა, ასე თუ ისე კერძო პირებს არ ეხებათ თუმცა მათაც არ აწყენდათ ამ კულტურის ცოდნა, ცუდია უბრალოდ ცუდი წერილის წაკითხვა რომ გიწევს და  თან იმაზე ფიქრი თუ რისი თქმა სურდა ავტორს :-) აქვე თვალსაჩინეოებისთვის დავამატებ სურათს, თუ როგორ უნდა დაიწეროს წერილი (პრეტენზია არ მაქვს იდეალურობაზე!)


ძირითად ტემპლეიტს მოგცემ, სადაც იქნება ადგილები, რომელიც შენ უნდა შეავსო. თუ რამე კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომელიც გინდა რომ უფრო დამუშავდეს, პირადში მომწერე ან ისე დაწერე, რომ სხვა კომპანია/ბრენდის სახელი ვიხმარო და მერე შენ გადააკეთებ შენს გემოზე უმარტივესად.
დავიწყოთ მისალმებით. მისალმების ეს ფორმა ყველაზე ნეიტრალური და კარგია, როცა არ იცი, ზუსტად ვის წერ კომპანიაში.
To: ადრესატი კომპანიის სახელი
Dear Sir/Madame,
We are Georgia-based company (კომპანიის სახელი) specialized in (აქ წერ რა სეგმენტში ხართ და რას აკეთებთ. სიტყვაზე: retail business in home electronics - საოჯახო ელექტრონიკის საცალო გაყიდვები). Our main focus is to (მაგალითად: create the unique shopping experience for our customers thruougt our brand shops - ჩვენი ძირითადი ფოკუსია შოპინგის განსაკუთრებული გარემოს შექმნა ჩვენი საცალო მაღაზიების მეშვეობით). Our (აქ უნდა ჩაწერო რა არის თქვენი განსაკუთრებული მაჩვენებელი - მომხმარებლების რაოდენობა, მაღაზიათა რიცხვი, თუ ბრუნვა/გაყიდვები და ა.შ. ამ შემთხვევაში ვწერ მაღაზიათა რიცხვს, რომელიც ემსახურება N რაოდენობა მომხმარებელს თვეში - chain includes 10 brand shops in the country, reaching and serving about 70 000 unique customers pet month). Recently we've come across one of your product - (აქ იმ პროდუქტის სახელი) and after careful evaluation we decided that "PRODUCT NAME" perfectly fits the dynamics and needs not only for our company and activities, but also for steadily growing (Home electronics market) in Georgia and therefore we are seeking the possibility to add "PRODUCT NAME" to our portfolio.
Please let us know if you are interested in cooperation with our company.
Cordially,
სახელი, გვარი
პოზიცია კომპანიაში(რაც უფრო მაღალი, მით უკეთესი)

ტელეფონი,
იმეილი
ვებსაიტი
კომპანიის სახელი
სრული მისამართი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Dear Sir/Madame, (თუ მუსულმანურ ქვეყანაში აგზავნი, მადამი თამამად შეგიძლია მოაშორო)
We are Georgia-based company (NAME) specialized in home electronics retail business (აქ შენი კომპანიის საქმიანობა ჩაწერე). The company was created recently with the ambitious goal to estalbish its presence on country's steadiy growing home electronics market. Recently we've come across one of your product - (აქ იმ პროდუქტის სახელი) and after careful evaluation we decided that "PRODUCT NAME"
perfectly fits the needs of our company. Therefore we are looking for the possibilities of partnership and cooperation with you to start mutually useful business activites. Our logistical and business channels are capable for importing and distributing [PRODUCT NAME] in Georgia via our local partners and dedicated brand shops. We hope that our interest in your product will meet the respective response from your company.
Looking forward your reply.
Sincerely,
Leonardo DiCaprio
Oscar Seeker at Holywood Inc
იმეილი
ვებსაიტი
კომპანიის სახელი
სრული მისამართი
იმეილსაც აქვს რათქმა უნდა მნიშვნელობა, ამიტომ ჯიმეილის მაგივრად იქნებ სადმე ისეთზე აგეღო დროებითი მისამართი მაგალითად აქედან 59, ან რამე ქართული აიღე თუ არსებობს, დროებით. მთავარია იაჰუ ჰოთმეილი და ჯიმეილი არ იყოს





3 ˆ საქმიანი კორესპონდენცია და კომერციული დოკუმენტები • საქმიანი წერილის რეკვიზიტები • საქმიანი წერილის სახეები • საქმიანი წერილი ინგლისურ ენაზე • კომერციული წინადადება (ოფერტი) • კონტრაქტი • რეკლამაცია და პასუხი რეკლამაციაზე • ოქმი და ოქმის ამონაწერი • აქტი • ფინანსური ანგარიშსწორების ფორმები ˆ ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვე ორგტექნიკა • შეტყობინება დეპეშით (ტელეტაიპოგრამით) • შეტყობინება ტელექსით • საქმიანი ტელეფონი • ფაქსი (ტელეფაქსი) • ელექტრონული ფოსტა • ორგტექნიკის ზოგადი მიმოხილვა • ბეჭდები და შტამპები • შტრიხული კოდირების სისტემა ˆ მართვის კომუნიკაციური კულტურა • კულტურის კონცეფცია მენეჯმენტში • სწრაფი კითხვა • საქმიანი საუბარი და მოლაპარაკება • საქმიანი თათბირი • ბიზნეს-რეფერენტი • სარეკლამო საქმე • როგორ დავზოგოთ და ვმართოთ დრო ˆ დანართები • ლიტერატურა 4 ომარ შუდრა ოფისის მართვის საკითხები : კორესპონდენცია და კომერციული დოკუმენტები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვე ორგტექნიკა, მართვის კომუნიკაციური კულტურა საქართველოს სოციალურ – ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო – საგამომცემლო ცენტრი თბილისი 1996 5 რედაქტორი და ტექნიკური რედაქტორი: ვაჟა ტუღუში, საქართველოს სოცეკონომინფორმის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრის დირექტორი რეცენზენტები: აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი პროფ. ნოდარ ცანავა, საქართველოს მრეწველობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკის დარგში © შუდრა ო.ს. 1996 წიგნი სამეცნიერო-პოპულარულია და პრაქტიკული მიმართულებისაა. იგი სამდივნოს თანამშრომლებს, ბიზნეს- რეფერენტებს, ყველა პროფილის სტუდენტ-მენეჯერებს, მეწარმეებს, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციების ადმინისტრაციულ პერსონალს მისცემს სასარგებლო რჩევებს და ხელს შეუწყობს მუშაობის კულტურის ჩვევების ჩამოყალიბებაში. 6 რედაქტორისაგან საქმიან წერილებზე და დოკუმენტებზე ლიტერატურა ქართულ ენაზე ძალზე მწირია. ბოლო, 15-20 წლის წინ გამოცემულ ბროშურებს, ცხადია, დღეს ვეღარ დავეყრდნობით. საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებმა ჩვენს ქვეყანაში საერთო და სპეციალურ საქმისწარმოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერჯერობით ვერ შეიტანა. ბევრი რამ საბოლოოდ არაა დადგენილი, არაა შექმნილი კანონების და სახელმწიფო სტანდარტების სრული პაკეტი. ავტორი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს საქმისწარმოების, ინფორმატიკის და მართვის ორგანიზაციის საკითხებზე. ამასთან, მას ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მუშაობის საკმაო პრაქტიკა აქვს. ამიტომ, წიგნში განხილული ბევრი საკითხი ავტორის სამეცნიერო და პედაგოგიური ინტერესების სფეროშია. ლექციების მოკლე კონსპექტი ე.წ. “საქმიანი ადმინისტრირების” პრობლემებსაც ეხება. მასში მაგალითებითაა ილუსტრირებული სამამულო და საზღვარგარეთული პრაქტიკის ანალიზი და ამის საფუძველზე მოცემულია რეკომენდაციები. წიგნის პრაქტიკული მიმართულება სასარგებლოს ხდის მას ფართო მკითხველისათვის. ის სასარგებლოა იმითაც, რომ ყოველ საკითხზე იქვე (და დანართში) მოცემულია ინგლისური ტერმინოლოგია. “ოფისის მართვის საკითხები” ისეა აგებული, რომ ერთნაირად სასარგებლო იყოს როგორც დამწყები მეწარმისათვის, სამდივნოს თანამშრომლისათვის, სტუდენტისათვის, ისე გამოცდილი ხელმძღვანელისა და ბიზნესმენისათვის, ყველასთვის ვინც საბაზრო “სტიქიაში ცურვას”, ენერგიისა და ინიციატივის იმედზე ყოფნას, ნაპირთან სწავლას ამჯობინებს. კომპიუტერი, საბუღალტრო, საბანკო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი და მენეჯმენტი, ცალკეული კომერციული დოკუმენტები საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი ქართული წიგნის ბაზარზე. ამიტომ, შეზღუდული მოცულობიდან გამომდინარე, წინამდებარე წიგნში არაა განხილული ოფისის მართვის ტექნოლოგიის ეს სრულიად დამოუკიდებელი ნაწილები. მისასალმებელია ავტორის მცდელობა _ საქმისწარმოების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ოფისში კომუნიკაციური კულტურის თანამედროვე, უახლესი “ნორმები” გადასცეს მკითხველს მარტივი და გამართული ენით. ამიტომ წინამდებარე ნაშრომი ბევრი ხელმძღვანელისათვის შეიძლება სამაგიდო წიგნი გახდეს. 7 ავტორისაგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როგორც ტრადიციული (სახელმწიფო), ისე ახლადშექმნილი ორგანიზაციების მუშაობა სრულიად ახლებურ მიდგომას მოითხოვს მართვის კულტურისადმი. ექსპერტების შეფასებით ახლადრეგისტრირებული ორგანიზაციების დიდი ნაწილი (25_50% სხვადასხვა რეგიონში) პირველივე წლებში წყვეტს საქმიანობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი (სხვა მიზეზებთან ერთად) მეწარმეთა არაკომპეტენტურობაა. ნამდვილი სამეწარმეო საქმიანობა _ ეს პირველ რიგში ინიციატივიანი ადამიანის ინტელექტუალური საქმიანობაა, რომელიც მატერიალურ ფასეულობებს ბიზნესის ორგანიზაციისთვის იყენებს. დამწყები მეწარმეები ტრადიციულად, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ დოკუმენტაციას (“ქაღალდებს”) მაშინ, როცა მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, საქმიან ქაღალდს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, ვინაიდან ის დოკუმენტია (dokumentum _ ლათ. საბუთი). საქმიან კორესპონდენციას წიგნის პირველი თავი ეთმობა. სპეციალური საქმისწარმოებისგან განსხვავებით, საერთო (ზოგადი) საქმისწარმოება ერთნაირია სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებში (განსხვავება _ დოკუმენტბრუნვის მოცულობაშია). საქმიანი ქაღალდები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნიმუშებში წარმოდგენა წიგნის მოცულობის გამო ვერ ხერხდება. ქართულ ენაზე წარმოდგენილ ყველა ნიმუშში გათვალისწინებულია 1994 წელს გამოცემული საქართველოს ახალი სახელმწიფო სტანდარტის (სსტ. 6.2- 94) მოთხოვნები (ერთდროულად მკითხველისთვის საინტერესო იქნება საერთაშორისო (ISO) და აშშ (ANSI) სტანდარტებიც). კორესპონდენცია _ შეტყობინების გადაცემის ინფორმაციული ტექნოლოგიები მეორე თავშია აღწერილი. ამავე თავშია პერსონალური და საოფისე ორგტექნიკის საერთო მიმოხილვა, რაც ხელს შეუწყობს მკითხველთა წრეში ახლადშემოსული ტერმინების დამკვიდრებას. თანამედროვე ოფისის ცნება გულისხმობს დაწესებულებას შრომის თანამედროვე ორგანიზაციით (მართვის ფუნქცია კი შეიძლება იყოს საწარმოო, სამეურნეო, ტექნიკური, ადმინისტრაციული, იდეოლოგიური). სამუშაო ოთახების ავეჯით, კომპიუტერებით და სხვა ტექნიკით “ამოვსება” საკმარისი როდია ოფისის მაღალეფექტური მართვისთვის. მართვის კომუნიკაციურ კულტურას, მენეჯმენტს ეთმობა წიგნის მესამე თავი, სადაც შეჯამებულია ავტორის მიერ ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული სტატიათა ციკლები. დროის მართვის საკითხები საზღვარგარეთის ქვეყნებში ბოლო დროს სრულიად განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა, ვინაიდან დროის ფასი ქვეყნის სამეურნეო მექნიზმის ეფექტურობის კრიტერიუმია, დროის ეკონომიის დონე კი _ საზოგადოების განვითარების დონეა. 8 მოწინავე ფირმების დიდი ნაწილი მატერიალურ და მორალურ სტიმულებს დროითი სტიმულებით ავსებენ (“იმუშავეთ განწყობის მიხედვით”). საქმე ისაა, რომ დაწესებულებაში კონფლიქტების 40% სამუშაოზე დაგვიანების მიზეზითაა. ეს დაძაბულობა წარმოიშვება არა სამუშაოს მოცულობით, არამედ ხელქვეითისთვის შეუფერებელი სამუშაო რიტმის თავზე მოხვევით. თანამედროვე ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა (ფაქსი, კომპიუტერული ქსელი, მობილური ტელეფონი და სხვ.) საერთოდ შეიძლება მოსპოს ზღვარი სამსახურსა და შინ მუშაობას შორის. საქმიანმა ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს დროის მართვის ინდივიდუალური ფორმა _ მუშაობის პირადი სტილი. მესამე თავს წითელ ხაზად გასდევს პრინციპი “მენეჯერის რეპუტაცია და კადრები წყვეტენ ყველაფერს”. მართლაც, ბევრია დამოკიდებული ყველაზე ახალგაზრდა, რიგით მუშაკზე. სწორედ აქ, რიგით შემსრულებელთან ხდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის არასწორი გადაწყვეტილებების, შეცდომების დაგროვება. თუ ხელქვეითს ეშინია რისკის და შეცდომის, ის ვერც ხელმძღვანელის შეცდომებს გაასწორებს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ორიენტაცია ადამიანურ ფაქტორზე იყოს გულწრფელი. წინამდებარე წიგნი სტუდენტებთან წაკითხული ლექციების ძალზე მოკლე კონსპექტია, ამიტომ ის არ მოიცავს ოფისის მართვის იმ აქტუალურ საკითხებს, რაზეც ლიტერატურა (მათ შორის ქართულ ენაზე) საკმარისია. ავტორი კარგად გრძნობს, რომ ამ და სხვა (მათ შორის პოლიგრაფიული) მიზეზებით წიგნი უხარვეზო არაა, მაგრამ ყველა საქმიან შენიშვნას გაითვალისწინებს მეორე, გადამუშავებული და შევსებული გამოცემისას. 9 საქმიანი კორესპონდენცია და კომერციული დოკუმენტები 1. საქმიანი წერილის რეკვიზიტები _ Properties of Business Letters საქმიანი წერილი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც იწერება დადგენილი ფორმით ორგანიზაციის სტანდარტულ (წერილის, მიმართვის) ბლანკზე. მისთვის დამახასიათებელია შეზღუდული თემატიკა და სიტყვარი. საქმიანი წერილი იწერება მოკლედ და ლაკონიური ენით (სატელეგრაფო სტილით). საერთოდ, საქმიანი კორესპონდენცია ორგანიზაციის, ფირმის “სახეა“, ამიტომ მისი გადმოცემის ფორმას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციებს შორის ურთიერთობაში. არაა რეკომენდებული 1-2 გვერდზე მეტი მოცულობის წერილის გაგზავნა, ვინაიდან ის ძნელად იკითხება. საქმიან წერილს აქვს შემდეგი ელემენტები (რეკვიზიტები): ˆ მიმღების დასახელება (ადრესატი) ˆ წერილის რეგისტრაციის ნომერი (ინდექსი, რეფერენცია) ˆ წერილის სათაური (მოკლე შინაარსი) ˆ მიმართვის ფორმა ˆ ტექსტი ˆ დასკვნითი ფრაზა (კომპლიმენტი) ˆ დანართი ˆ ხელმოწერა ˆ რეზოლუცია (ვიზა) ადრესატი ორგანიზაციის სახელწოდება (ან კერძო პირის გვარი) და მისამართი იწერება წერილის ბლანკის (იხ. დანართი 2) მარჯვენა მხარეს სახელობით (იხ. 1.1.3)* ან მიცემით (იხ. 1.1.1) ბრუნვაში. * ნიმუშის ნომერი ყველგან სამციფრიანია: თავი, პარაგრაფი და რიგითი ნომერი თავი 1 10 1.1.1 წერილის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი თარიღი და წერილის სარეგისტრაციო ინდექსი (ნომერი) იწერება ბლანკის ზედა მარცხენა მხარეს. თუ წერილი წარმოადგენს პასუხს (ე.ი. არაა საინიციატივო), შემდეგ სტრიქონში იწერება მითითება შემოსული დოკუმენტის თარიღზე და ინდექსზე. თარიღის ჩაწერა ხდება შემოკლებული ფორმით, არაბული ციფრებით. თარიღის ბოლოს წერტილი არ იწერება. თარიღის გაფორმება შეიძლება ე.წ. ინგლისური წესით (01.12.97), ამერიკული წესით (დეკემბერი 1, 1996), ან საერთაშორისო სტანდარტით (96.12.01). ტექსტის სათაური სასწრაფო კორესპონდენციის უკეთ დახარისხების მიზნით, წერილებზე, რომელთა მოცულობა აღემატება A5 ფორმატს (იხ. დანართი 1) უნდა მიეთითოს სათაური (მოკლე შინაარსი). სათაური იწერება ბლანკის ზედა მარცხენა მხარეს, წერილის ინდექსის ქვეშ. ზოგჯერ ამისთვის ბლანკზე ტიპოგრაფიული წესით აღნიშნულია ე.წ. შეზღუდვის ნიშნები ( ⎡ და ⎤ ). მიმართვის ფორმა ქართულ ენაზე მიღებულია როგორც სრული, ისე შემოკლებული მიმართვის ფორმები, როგორიცაა “პატივცემულო”, “ღრმადპატივცემულო”, “ბატონო”, “პატ.”, “ბ-ნ” და სხვ. შემდეგ კი მიეთითება სახელი თავაზიანი მიმართვის ეს ფორმები იწერება ტექსტის სათაურის ქვეშ, ბლანკის მარცხენა მხარეს. წერილის ტექსტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს ბ-ნ (გვარი) 11 საქმიანი წერილი სამართლებრივი დოკუმენტია და ხელმომწერი პირი სრული პასუხისმგებელია მის შინაარსზე. ორგანიზაციებს შორის, პარტნიორებთან მიმოწერაში, ისევე როგორც ვრცელ წერილში, მიზანშეწონილია ტექსტის “პირდაპირი”, წყობა. ასეთი წყობისას დასკვნა ბოლოშია, ხოლო ტექსტში ლოგიკური მსჯელობით უნდა დასაბუთდეს დასკვნის ჭეშმარიტება. წერილის გაგზავნის მიზეზები უნდა გაირკვეს შესავალში (შემოსული წერილი, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი). დასაბუთების ნაწილი უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, ნორმატიულ დოკუმენტებს და სხვ. დასკვნაში უნდა ჩამოყალიბდეს მიღებული გადაწყვეტილება (უარი, თანხმობა, წინადადება, თხოვნა). ტექსტში ყოველი ახალი აზრი აბზაცით უნდა იწყებოდეს, არასტანდარტული შემოკლებების და ჟარგონების გარეშე. მიღებულია, რომ წერილის ტონი უნდა იყოს ნეიტრალური, კეთილმოსურნე. ყოველთვის შეიძლება საქმიანი წერილის შედგენა ისე, რომ მისი ტონი იყოს თავაზიანი (მაგრამ არა მორიდებული), პირდაპირი (და არა უხეში), მტკიცე (და არა ჯიუტი). მაგალითად, მშრალად ჟღერს “მივიღე რა თქვენი წერილი”, არაგულწრფელია “ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ვერ გიგზავნით ...”. მტკიცე, პირდაპირი, მაგრამ ერთდროულად თავაზიანი მოთხოვნის ნიმუში (იხ. 1.1.2). მოკლე წერილში (ისევე როგორც ზემდგომ ორგანიზაციებთან მიმოწერაში) მიღებულია ტექსტის შებრუნებული წყობა (ჯერ დასკვნა, შემდგომ, მოკლე დასაბუთება). წერილი იწყება ბლანკის მხოლოდ ერთ მხარეზე, ამასთან ისე, რომ შემდეგ გვერდზე მხოლოდ ხელმოწერა (ტექსტის გარეშე) არ იყოს. 1.1.2 საქმიან წერილებში გავრცელებული შეცდომები მოცემულია დანართში 4. დასკვნითი ფრაზა (კომპლიმენტი) პატივცემულო _ _ _ წინა წერილში, რომელიც გამოგზავნილი იყო 01.10.96 გთხოვთ 800 ლარის ოდენობის დავალიანების გადახდას. ვინაიდან თქვენ ამ წერილზე არ გვიპასუხეთ, იძულებული ვართ ეს საკითხი გადავცეთ იურისტს. თუმცა, ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება და გთავაზობთ კიდევ ათ დღეს ამ დავალიანების დასაფარავად. პატივისცემით _ _ _ 12 ტექსტის შემდეგ, ცალკე სტრიქონზე, მარჯვენა მხარეს იწერება წერილის დასკვნითი ფრაზები (თავაზიანი ფორმები): “პატივისცემით”, “ღრმა პატივისცემით”, “გულწრფელად თქვენი” და ა.შ. ამ ფრაზების შემდეგ მძიმე არ იწერება. დანართი თუ წერილს თან ერთვის დამატებითი დოკუმენტები (რომლებიც არაა აკინძული ბროშურად), წერილის ხელმოწერამდე იწერება (ფურცლების და ეგზემპლარების რაოდენობის მითითებით). თუ დანართი აკინძულია, გვერდების რაოდენობა არ მიეთითება. ხელმოწერა ხელმოწერა სრულდება თანამდებობის დასახელების და შესაბამისი პირის გვარის გაშიფვრის შორის, ერთ ხაზზე. ვინაიდან წერილის ბლანკზე მითითებულია ორგანიზაცია, ხელმოწერისას არაა საჭირო მისი გამეორება. საქმიანი წერილის რეკვიზიტების განლაგების ნიმუში და მაკეტი (ფრჩხილებში) იხ. 1.1.3. რეზოლუცია (ვიზა) შემოსულ წერილზე რეზოლუციის ტექსტზე, რომელსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი შემოსულ წერილზე წერს, მკაცრი სტანდარტები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მიღებულია, დანართი: 13 1.1.3. (შპს “საქართველოს ტელეკომის” ბლანკი) 01. 06. 96 № 60-2 თქვენს 01. 04. 96 № 40/120 ივ. ჯავახიშვილის სახელობის ⎡ინტერნეტის კვანძის შესახებ⎤ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ბ-ნ (გვარი) (შეიძლება მისამართის მითითებაც) ღრმადპატივცემულო ბატონო (სახელი) საერთაშორისო თანამგზავრულ კომპიუტერულ ქსელში (Internet) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და უმაღლესი სასწავლებლების ტელეკომუნიკაციური კვანძის ორგანიზაციისას გთხოვთ შეგვისრულოთ თანამგზავრული ანტენიდან მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო არხის გათვლის სამუშაოები (“ჰამბურგის პროექტის” მიხედვით). გიგზავნით ტექნიკურ პირობებს და გთხოვთ 1997 წლის იანვრისთვის დაგვიმზადოთ სატელიტური სიგნალების მიღება-გადაცემის თქვენს მიერ დამუშავებული ელექტრონული ბლოკის მუშა მაკეტი. ანგარიშსწორებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს ტელეკომი” უზრუნველყოფს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ჩვენი რეკვიზიტებია: ს/ა* საქართველოს ეროვნულ ბანკში აშშ დოლარის, რუბლის: 90073184 ლარის: 900161384 ა/ა* საქართველოს საფოსტო ბანკში, ÌÔÎ 527408 აშშ დოლარის, რუბლის: 000070014 ლარის: 00427007 დანართი: 1. 3 ფურც. 2 ეგზ. * ს/ა _ საკორესპონდენტო ანგარიში, ა/ა _ ანგარიშსწორების ანგარიში 14 2. პროექტი №21 2 ფურც, 3 ეგზ. (ეს დოკუმენტი არაა ტექსტში ნახსენები) პატივისცემით გენერალური დირექტორის მოადგილე (ხელმოწერა, გვარი) მთავარი ბუღალტერი (ხელმოწერა, გვარი) (ბ.ა.) შეთანხმებულია კავშირგაბმულობის და ფოსტის მინისტრის მოადგილე (ხელმოწერა, გვარი) 01. 06. 96 იურისკონსულტი (ხელმოწერა, გვარი) (ვიზები წერილის 01. 06. 96 პირველ ეგზემპლარზე (ვიზა თანამდებობის მითითების გარეშე) არ იწერება) 01. 06 96 შემსრულებელი (გვარი, ტელეფონი) იგ 2 01.05.96 (მბეჭდავის ინიციალები და ნომერი) პასუხი გაგზავნილია, (ხელმოწერა წერილის შესრულების შესახებ) რომ რეზოლუცია იწერება მისამართსა და ტექსტს შორის არსებულ მინდორზე, ტექსტის პარალელურად (და არა ირიბად, როგორც პრაქტიკაშია). ხელმძღვანელის მუშაობის სტილზე რეზოლუციის ფორმით შეიძლება მსჯელობა: რეზოლუცია უნდა იყოს სრული და არა მოკლე. რეზოლუციაში უნდა ჩანდეს დავალების შესრულების მექანიზმი, ტექნოლოგია (ვინ, როგორ ვადებში, რა საშუალებებით და გზებით, რომელი სამუშაო უნდა შეასრულოს). რეზოლუციის ბოლოს იწერება ხელმოწერა და თარიღი. ამრიგად, არასწორად უნდა ჩაითვალოს ვიზები “შესასრულებლად”, “ცნობისთვის”, “სასწრაფოა” და სხვ. რეზოლუცია, როგორც წესი, ცალკე ფურცელზე არ იწერება. 2. საქმიანი წერილის სახეები _ Types of business Letters სხვადასხვა სიტუაციებში ორგანიზაციები ერთმანეთს მიმართავენ მცირე მოცულობის, მარტივი შინაარსის წერილებით (თხოვნა, პასუხი, შეტყობინება, მიწვევა, მადლობა, მილოცვა, თანაგრძნობა და სხვ.). (რეგისტრაციის შტამპი) 15 წერილი _ თხოვნა (მოთხოვნა) (Request, Enquiry) მაგალითები: 1. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია შემდეგი პროდუქციის ფასებსა და მოწოდების წესებზე. 2. ჩვენ დაინტერესებული ვართ სარეკლამო ბუკლეტის მიღებით ახალი მანქანების შესახებ. მოხარული ვიქნებით, თუ ამ მანქანებსა და გაყიდვის პირობებზე მოგვაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას. 3. გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება და შეგვატყობინოთ იმ ფირმის მისამართი, რომელიც დაკავებულია მანქანების ექსპორტით. 4. მოგმართავთ თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი პროდუქციის ნიმუშები. 5. თქვენს ასორტიმენტთან ჩვენი შემკვეთების გაცნობის მიზნით სასურველი იქნებოდა თქვენგან ილუსტრირებული კატალოგის მიღება. 6. ჩვენ გვჭირდება ტექნიკური დოკუმენტაცია კომპიუტერებზე. იმედი გვაქვს, რომ შესძლებთ ჩვენი თხოვნის შესრულებას მოკლე ვადებში. 7. კატეგორიულად (მტკიცედ) მოვითხოვთ ნუ დააყოვნებთ პასუხს ჩვენს წერილზე. We shall be most olliged if you do not delay with the reply to our letters. წერილის დასკვნითი ფრაზებია: ˆ წინასწარ გმადლობთ . . . ˆ წინასწარ გიხდით მადლობას . . . ˆ საკითხის დადებითად გადაჭრის იმედით . . . ˆ ჩვენ (დიდი) მადლობელი ვიქნებით თქვენს პასუხზე უმოკლეს ვადაში. წერილი _ შეტყობინება (Information) და პასუხი მოთხოვნაზე (Replies to enquires) მაგალითები: ˆ მოხარული ვართ შეგატყობინოთ, რომ . . . ˆ საჭიროდ ვთვლით ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ . . . ˆ გიგზავნით, რათა ინფორმირებული იყოთ . . . ˆ თქვენს (თარიღი) თხოვნაზე გატყობინებთ, რომ, სამწუხაროდ, ვერ გიგზავნით . . . პროდუქციას, ვინაიდან ეს საქონელი ათვისებული იქნება წარმოებაში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ˆ ჩვენი სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე, გატყობინებთ, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თქვენი პირობები . . . Further to our telephone conversation we wish to inform you that we accept your conditions in connection with . . . წერილის დასკვნითი ფრაზებია: 16 ˆ იმედია, ჩვენი ინფორმაციით დაგეხმარეთ . . . ˆ ვთვლით, რომ შევძლებთ . . . ˆ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ . . . ˆ ჩვენს გადაწყვეტილებას გაცნობებთ დამატებით . . . ˆ ჩვენს წინადადებას გამოვაგზავნით. წერილი _ მიწვევა (Invitation) მაგალითები: ˆ პატივცემულო . . . . . კავშირგაბმულობის სამინისტრო გიწვევთ გამოფენის “თანამედროვე ტელეკომუნიკაციური მოწყობილობა“ ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც ჩატარდება ა.წ. 15 ნოემბერს, 10 სთ . . . შემდეგ მისამართზე. ჩვენ სიამოვნებით მოგესალმებით თქვენ, როგორც გამოფენის მონაწილეს, და მზად ვართ გაგიწიოთ ყოველგვარი მომსახურება. გამოფენაში მონაწილეობის ყველა საკითხზე გთხოვთ მიმართოთ მისამართზე . . . ქალბატონ . . . . . რომლის ტელეფონია . . . . . ქალბატონი . . . ფლობს . . . ენას. პატივისცემით . . . ˆ ვიწვევთ თქვენს წარმომადგენელს მიმდინარე თვის ბოლოს, რათა განვიხილოთ საკითხი მომავალი წლის კონტრაქტის დადებაზე. We will be very pleased to welcome your representative in our office for negotiations concerning the contract for next year. წერილის დასკვნითი ფრაზებია: ˆ მადლიერნი ვიქნებოდით . . . ˆ დავალებული ვიქნებოდით . . . ˆ მოხარული ვართ მოგესალმოთ, როგორც მონაწილეს . . . წერილი _ მადლობა (Expressing gratutude) მაგალითები: ˆ მივიღეთ თქვენი კატალოგი, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ˆ გიგზავნით ჩვენი . . . ორგანიზაციის საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობის შეკვეთას, რომელიც გაგრძელდება . . . დან . . . მდე. ჩვენი ორგანიზაციის ექსპოზიცია ბაზრობაზე მოეწყობა . . . პავილიონში . . . კვ.მ. ფართით (ნეტო . . . კვ.მ.) და მიმდებარე ღია მოედანზე ფართით . . . კვ.მ. (ნეტო . . . კვ.მ.). არენდის შესაბამის თანხას ჩავრიცხავთ დადგენილი წესით. შემდგომშიც მტკიცე თანამშრომლობის იმედით, პატივისცემით . . . 17 თანდართული წერილი _ (Covering) საბუთების, საქონლის ნიმუშების, მასალების გაგზავნისას საჭიროა თანდართული წერილი. საბუთების (ბანდეროლის) დაკარგვისას ამ წერილის ასლით შეიძლება მასზე ინფორმაციის (თარიღი, ნომერი, დაწესებულება) აღდგენა. მაგალითები: ˆ სიამოვნებით გიგზავნით თქვენთვის საინტერესო კატალოგებს . . . . . ˆ გიგზავნით საინფორმაციო მასალებს საერთაშორისო გამოფენისთვის . . . . ˆ გიგზავნით ჩვენს ბოლო პრეისკურანტს. გთხოვთ დაადასტუროთ მისი მიღება. We are sending you enclosed our latest price list. Please kindly confirm reciept. წერილის დასკვნითი ფრაზაა: გთხოვთ დაადასტუროთ მიღება წერილი _ დადასტურება (Confirmation) მაგალითები: ˆ მივიღეთ თქვენი (თარიღი) წერილი. გიგზავნით თქვენი თხოვნით პრეისკურანტს. ˆ მადლიერებით ვადასტურებთ მანქანების მიწოდებაზე ხელშეკრულების ასლის მიღებას. ˆ ამით ვადასტურებთ თქვენი №. . ზედდებულის მიღებას. This is to certify the reciept of your invoice no . . . წერილის დასკვნითი ფრაზებია: ˆ მადლობას გიხდით . . . ˆ დიდად მადლობელი ვარ თქვენი . . . 3. საქმიანი წერილი ინგლისურ ენაზე _ Business letters საქმიანი წერილის ფორმები ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არაა. აშშ და ევროპის ქვეყნების გავლენით შემოდის წერილების კომპიუტერული სტილით (“ბლოკურად”, აბზაცების გარეშე) გაფორმების ტენდენცია. სწორედ ამ ფორმითაა მოცემული საქმიანი წერილის ნიმუში ინგლისურ ენაზე (იხ. 1.3.1). წერილის ბლანკი იწყება ტიპოგრაფიული წესით შესრულებული ორგანიზაციის დასახელებით და ემბლემით. ფირმის სახელწოდებაში, შესაძლოა იყოს აგრეთვე “ძმები” და “შვილი”. მაგალითად, Mackenzie Bros. LTD 18 ბლანკზე საფოსტო მისამართის გარდა მითითებულია ორგანიზაციის ტელეფონი: ზოგჯერ მითითებულია კოდები (1) ქვეყნის ფარგლებში სატელეფონო კავშირისათვის: მაგალითად, და კოდები (33) საერთაშორისო (სხვა ქვეყნიდან) კავშირისათვის წერილის ბლანკზე შეიძლება იყოს აგრეთვე შემდეგი რეკვიზიტები: _ პირდაპირი ხაზი _ ტელეგრაფი _ ტელექსი _ ფაქსი _ ელექტრონული ფოსტა _ ფირმის სარეგისტრაციო ნომერი _ დამატებული ღირებულების გადასახადი მიმღების მისამართი _ (Name and Adress) საქართველოს სტანდარტისგან (6.2 _ 94) განსხვავებით, მისამართი იწერება მარცხენა მხარეს, აბზაცების და როგორც წესი, სასვენი ნიშნების გამოყენების გარეშე: R. Hughes & Son LTD Ph Phone ან Telephone national (1) 45.68.10.00 international (33.1) 45. 68. 10. 00 Hotline Cable Telex Fax E _ mail Reg No VAT 19 1.3.1 TELECOM GEORGIA საქართველოს ტელეკომი INTERNACIONAL & LONG DISTANCE COMMUNICATIONS COMPANY 16 Jikia St. TBILISI 380086 Georgia Tel: + 995 32 999197, Fax + 995 32 934540 Tlx: 64 212912 the Sales Department Your ref: TB/DL Southern Importes LTD Our ref: 1/35_12 27 Lake road London W R 4 Date: 12 May 1996 United Kingdom Dear Sirs, Order No B1517 Thank you for your letter enquiring about our range of automatic equipment. Our catalogues and export price-list are enclosed. Our terms are payment by the last day of the month in which the goods are delivered. We allow a 5% discount if payment is made 15 days atter the date of invoice. We allow a 15% discount for orders of 1,000 Pounds or more and 30% off orders of 5,000 pounds or more. We look forward to hearing from you and we will be pleased to give you any further information you may require. Yours sincerely, M. Gabadadze (Mr.) Supervisor Enc. Invoice No. DM 2561 20 აუცილებელია შტატების (აშშ) და საგრაფოს (დიდ ბრიტანეთში) მითითება. რეფერენცია, მითითება (Reference) რეფერენცია ასრულებს ტრადიციული სარეგისტრაციო ნომრის (ინდექსის) ფუნქციას. საერთაშორისო მიმოწერაში ნომრის გარდა გამოიყენება ხელმოწერის (მენეჯერის) და მბეჭდავის (მდივნის) ინიციალები, გაყოფილი დახრილი ხაზით, რომელსაც ზოგჯერ ნომერიც ემატება: რეფერენციის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს შეკვეთის ნომერმა, თარიღმა და სხვ. სიმბოლო № ნაცვლად საერთაშორისო საქმისწარმოებაში ხშირად გამოიყენება სიმბოლო # (“კვადრატი”). თარიღი (Date) ევროპაში (დიდ ბრიტანეთში, რუსეთში და სხვ.) რეკომენდებულია თარიღის მითითება ე.წ. აღმავალი სტანდარტით (რიცხვი _ თვე _ წელი DD MM YY): თვის ჩაწერა ხშირად ხდება სიტყვებითაც გვარი თანამდებობა ფირმის სახელწოდება სახლის ნომერი ქუჩა ქალაქი საფოსტო ინდექსი შტატი (საგრაფო) ქვეყანა BL/RA BL/RA/543 31. 01. 96 31 january 1996 21 იაპონიაში გავრცელებული ე.წ. დაღმავალი სტანდარტი ემთხვევა საერთაშორისო სტანდარტს (YY MM DD) წერილის აშშ-ში გაგზავნისას თარიღში თვე იწერება სიტყვებით, სრულად, შემდეგ რიცხვი და წელი: სრული ჩაწერის ნაცვლად ზოგჯერ თვეს წერენ მოკლედ, ციფრებით: (ეს თარიღი ამერიკელისთვის ნიშნავს 8 ოქტომბერს, ინგლისელისთვის კი 10 აგვისტოს). საქართველოს სტანდარტით (6.2 _ 94) თარიღის ჩაწერის სამივე ფორმაა დაშვებული. მიმართვის ფორმები (Salutation) თარიღიდან ერთი სტრიქონით ქვევით, ბლანკის მარცხენა მხარეს იწერება თავაზიანობის შემდეგი ფორმები: თუ წერილი იწერება ორგანიზაციის, ფირმის სახელზე: ორგანიზაციას _”_ (აშშ) _”_ თუ არაა ცნობილი ხელმძღვანელი ქალია თუ მამაკაცი ევროპის ქვეყნებში ორგანიზაციის ხელმძღვანელთან მიმართვისას გავრცელებულია ხოლო აშშ-ში 96.01.31 October 8, 1996 October 8 th, 1996 8 October 1996 8 th October 1996 10.08.96 Dear Sirs, Gentlemen: Dear Sir or Madam Chairman President 22 თუ წერილი განკუთვნილია პერსონალურად ფირმის თანამშრომელზე, სახელი არ იწერება, გვარის წინ კი მიღებულია თავაზიანობის შემდეგი ფორმები (მაგალითები): მამაკაცს ქალს (გათხოვილს) _”_ (გაუთხოვარს) _”_ თუ არაა ცნობილი გათხოვილია თუ არა _”_ ქმრის გვარზე თუ ცნობილია თანამშრომლის მხოლოდ გვარი საქმიან მიმოწერაში მიღებულია მიმართვის შემდეგი ფორმაც: მეგობრებთან მიმართვის ფორმაა სახელი, მაგალითად: წერილის სათაური (მოკლე შინაარსი) (Subjekt line) სათაური იწერება შემდეგ სტრიქონზე, იგივე წესებით, რომელიც მოცემული იყო ზევით (იხ. საქმიანი წერილის რეკვიზიტები). იურიდიულ დოკუმენტებში ზოგჯერ გამოიყენება Re (ლათ. in re _ საქმის გამო): წერილის ტექსტი (Text of the letter) ტექსტის სტილი, ძირითადად, ემთხვევა ქართულ ენაზე შედგენილ საქმიანი წერილის სტილს (იხ. საქმიანი წერილების რეკვიზიტები). განსხვავება ტექსტის გაფორმებაშია. Dear Mr. Brown Dear Mrs. White Dear Miss White Dear M-s White Dear Mrs. Harold Green Dear Mr/Mrs. Brown Attention: Mr. George Brown Dear Jack My Dear Jack Re: Letter of credit No 12/14 23 ˆ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დოლარის ჩაწერის რამდენიმე ფორმა. მაგალითად, 25 დოლარი და 50 ცენტი შეიძლება ჩავწეროთ, როგორც ˆ აშშ და დიდ ბრიტანეთში ცენტებიდან დოლარის გამოყოფისას (და საერთოდ, თანხის ათწილადით ჩაწერისას) მიღებულია წერტილი. მაგალითად: ევროპის დანარჩენ ქვეყნებში თანხის ჩაწერისას წერტილის ფუნქციას, როგორც წესი, მძიმე ასრულებს. ˆ შემოსულ წერილზე ანგარიშის ქვეშ შესაძლოა, მიწერილი იყოს ტრადიციული სიმბოლო (Erors and Ommision Excepted _ შეცდომები გამორიცხულია). ˆ დოკუმენტებში სიმბოლო @ (at; to) ზოგჯერ გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით რაც ნიშნავს “6-დან 12 დოლარამდე”. @ გამოიყენება ელექტრონული ფოსტის მისამართშიც (იხ. თავი 2. ელექტრონული ფოსტა). თავაზიანობის დასკვნითი ფრაზები (Complementary Close) ეს ფრაზები ცალკე სტრიქონზე, მარცხენა მხარეს იწერება. ამ ფრაზის ფორმა დამოკიდებულია მიმართვის ფორმაზე. თუ ოფიციალურ წერილში მიმართვისას გვარი არ იყო გამოყენებული, შეიძლება ვიხმაროთ ან თუ მიმართვისას გამოყენებული იყო გვარი (ან მივმართავთ მეგობრებს) შეგვიძლია დავწეროთ $ 25. 50 $ 25:50 და $ 25 50/100 $ 61.79 = Sixty _ One and 79/100 Dollar $ 20, 000.00 = Twenty Thausand and 00/100 Dollars E & O.E $ 6 @ $ 12 Yours faithfully ღრმა პატივისცემით Yours truly თქვენი ერთგული Yours sincerly გულწრფელად თქვენი 24 ბოლო წლებში, განსაკუთრებით ფაქსით წერილების გაგზავნისას, გახშირდა უფრო ნაკლებად ოფიციალური ფორმები ხელმოწერები (Signature) კომპიუტერული (“ბლოკური”) სტილით წერილის გაფორმებისას ხელმოწერებიც (ტრადიციულად მარჯვენა მხარეს ნაცვლად) მარცხენა მხარეზე კეთდება. ხელმოწერის ქვეშ, ერთ ხაზზე იწერება გვარი, იქვე ფრჩხილებში Mrs ან Miss (Mr. ნაკლებად გავრცელებულია) და შემდეგ სტრიქონზე _ თანამდებობა (იხ. 1.3.1). თუ მენეჯერის მაგივრად ხელს აწერს თანაშემწე, მდივანი, იწერება P.P ( per - pro _ დავალებით). მაგალითად: დანართი (Enclosure) თუ წერილს თანდართული აქვს სხვა დოკუმენტები, ბლანკის მარცხენა მხარეს იწერება “დანართი” შემოკლებული ან ვრცელი ფორმით, ასლების და გვერდების რაოდენობის მითითებით. მაგალითად: თუ წერილი იგზავნება რამდენიმე მისამართზე, წერილის ბოლოში მითითებულია CC (Carbon copy): Best regards საუკეთესო სურვილებით Kind regards გულითადი (კეთილი) მოკითხვით Mary White P.P M. Green Director Encs. 1. Bill of Lading (1 copy) 2. Specification (2 copyes) ან Enc (2) 25 კონვერტის გაფორმება (Envelope) საერთაშორისო მიმოწერაში გამოიყენება კონვერტები გამჭვირვალე “ფანჯრით” (მისამართი ბლანკზეა დაბეჭდილი). თუ ასეთი კონვერტი არ გვაქვს, მისამართი იწერება კონვერტზე: მაგ.: ზოგიერთ ღია ბარათზე, კონვერტზე მითითებულია ქალაქის საფოსტო ინდექსის (კოდის) ადგილი საფოსტო ინდექსები (4-5 თანრიგით) გამოიყენება ზოგიერთ ქვეყნებში (აშშ, იაპონია, იტალია და სხ.). რუსეთი იყენებს 6-თანრიგიან საფოსტო ინდექსს. საჭიროების შემთხვევაში კონვერტზე მიეთითება “პირადად” _ personally. 4. კომერციული წინადადება (ოფერტი) _ Offers ხელშეკრულების დადებამდე ორგანიზაციები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მომავალი კონტრაქტის შესახებ. ეს ინფორმაცია აისახება კომერციულ დოკუმენტებში: მოთხოვნა (იხ. 1.2), პასუხი მოთხოვნაზე, ოფერტი, პასუხი ოფერტზე, შეკვეთა, კონტრაქტი, რეკლამაცია, პასუხი რეკლამაციაზე. მოთხოვნის საპასუხოდ გამყიდველი (ოფერენტი) (S) უგზავნის მყიდველს (B) კომერციულ წინადადებას, შეთავაზებას, ანუ ოფერტს (ლათ. offero _ წინადადება), რომელშიც გამყიდველი გამოთქვამს სურვილს მოახდინოს გარიგება კონკრეტულ პირობებში. მოთხოვნის ტექსტი უფრო მოკლეა, ვიდრე ოფერტი. საერთაშორისო პრაქტიკაში, წერილობითი ფორმის გარდა მიღებულია შეთავაზება ტელეფონით ან პირადი შეხვედრებით. პასიური შეთავაზების გარდა, ოფერტის გაგზავნა შეიძლება გამყიდველის ინიციატივითაც. CC Accounting Departament CC Mr. Harold Green Mr. George Brown Chairman Brown & Co LTD 27 Lake road London WR 4 United Kingdom Zip Code 26 ოფერტის რეკვიზიტებია: ˆ საქონლის (მომსახურების) დასახელება ˆ რაოდენობა ˆ ხარისხი ˆ შეფუთვის წესი ˆ ფასი ˆ მიწოდების ვადა ˆ გადახდის პირობები თავისუფალი ოფერტის შემთხვევაში რამდენიმე პოტენციურ მყიდველთან ერთდროულად იგზავნება პრეისკურანტი, კატალოგი. მტკიცე ოფერტის შემთხვევაში საქმიანი წერილი _ ოფერტი იგზავნება მხოლოდ ერთ მყიდველთან, კონკრეტული წინადადებით და ფიქსირებული ვადით. ეს ხელშეკრულების დადების პირველი სტადიაა (იხ. 1.4.1 და 1.4.2). 1.4.1 (წერილის ბლანკი ფირმის მისამართით) ⎡ალკოჰოლური სასმელების მიწოდების შესახებ⎤ ბატონებო! მადლობელი ვართ თქვენს (თარიღი) მოთხოვნაზე და გთავაზობთ: 1. თეთრი მშრალი ღვინო 0,7 ლ ტევ. 2. კონიაკი “ენისელი” 0,5 ლ ტევ. რაოდენობა: ღვინო: არაუმეტეს 200000 (ორასი ათასი) ბოთლი თვეში კონიაკი: არაუმეტეს 100000 (ასი ათასი) ბოთლი თვეში შეფუთვა: ღვინო: სტანდარტული ბოთლები ეტიკეტით 0,7 ლ ტევადობით, 12 ბოთლი ყუთში. ერთი TIR გადააქვს 12000 (თორმეტი ათასი) ბოთლი. კონიაკი: სტანდარტული ბოთლები ეტიკეტით 0,5 ლ ტევადობით, 12 ბოთლი ყუთში. ერთი TIR გადააქვს 16000 (თექვსმეტი ათასი) ბოთლი. პატივისცემით _ _ _ 27 1.4.2 ოფერტის მიღების შემდეგ მყიდველი: ˆ თუ თანახმაა შეთავაზებული წინადადების ყველა პუნქტზე, ადასტურებს (აქცეპტს უკეთებს) მას და გზავნის კონტრაქტს (იხ. 1.4.5) ˆ თუ არაა თანახმა რომელიმე პუნქტზე, აგზავნის კონტრწინადადებას (კონტროფერტს) საქმიანი წერილით (იხ. 1.4.6). ˆ უარს აცხადებს შემოთავაზებულ ოფერტზე (იხ. 1.4.7). (წერილის ბლანკი ფირმის მისამართით) ბატონებო! მადლობით ვადასტურებთ თქვენი (თარიღი) მოთხოვნის მიღებას_ _ თაობაზე. ჩვენ გთავაზობთ _ _ _ (საქონლის რაოდენობა) ა.წ. მეორე კვარტალში მიწოდებით. ფასი: _ _ _ აშშ დოლარი ფრანკო-ვაგონში _ _ _ საზღვარი. გადახდის პირობები: ინკასო კლირინგით შეფუთვა და მარკირება: შარშანდელი კონტრაქტის შესაბამისად ოფერტი ძალაშია ა.წ. _ _ _ მდე პატივისცემით _ _ _ 28 1.4.5 1.4.6 (წერილის ბლანკი) ⎡ _ _ _ მიწოდების შესახებ⎤ პატივცემულო ბატონებო! ამით ვადასტურებთ ჩვენს თანხმობას თქვენთან _ _ _ შესყიდვაზე შემდეგი პირობებით: რაოდენობა: _ _ _ ხარისხი: _ _ _ ფასი: _ _ _ მიწოდების ვადა: _ _ _ მარკირება: _ _ _ გადახდის პირობები: _ _ _ უახლოეს ვადაში გამოგიგზავნით ხელმოსაწერად ჩვენს კონტრაქტს. პატივისცემით _ _ _ (წერილის ბლანკი) ⎡(საქონელი) ოფერტის შესახებ⎤ პატ. ბატონებო! მადლობას გიხდით თქვენს წინადადებაზე _ _ _ მიწოდების თაობაზე. მისი განხილვის შემდეგ, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დადგენილი ფასი მნიშვნელოვნად აწეულია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ განიხილოთ მისი 3%-ით დაწევის შესაძლებლობა. თუ თანახმა იქნებით გადახედოთ ფასებს, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი ახალი წინადადება. პატივისცემით _ _ _ 29 1.4.7 5. კონტრაქტი _ Contract წარმატებით ჩატარებული მოლაპარაკების შემდეგ მხარეები დებენ კონტრაქტს. კონტრაქტი, ხელშეკრულება, გარიგება, შეთანხმება ორი ან რამდენიმე იურიდიული მხარის წერილობითი შეთანხმებაა მათ შორის სამეურნეო ან სხვა ვალდებულებებზე. ესაა სამოქალაქო უფლებების დადგენის ხელშეკრულება საქონლის (მომსახურების) ექსპორტზე, იმპორტზე, საქონლის გაცვლაზე და სხვა ოპერაციებზე. გარიგება შეიძლება შესრულდეს უცხოურ, საერთაშორისო, ეროვნულ ვალუტაში. კონტრაქტი შეიძლება დადებული იყოს გარკვეული ვადით, ხანგრძლივი (3-5 და მეტი წელი), ერთი წლით და ა.შ. პრაქტიკაში, კონტრაქტის შედგენისას მხარეები ცდილობენ ყოველი მუხლის გარკვეულად და დეტალურად ჩამოყალიბებას, რათა თავიდან აიცილონ უთანხმოება კონტრაქტის დადების შემდეგ. კონტრაქტის მუხლების რაოდენობა და მიმდევრობა არაა დადგენილი და დამოკიდებულია გარიგების ხასიათზე, საქონელზე, ურთიერთვალდებულებებზე. ქვემოთ მოყვანილია (საკუთრების უფლების გადაცემის (კერძოდ, ყიდვა- გაყიდვის) კონტრაქტის რეკვიზიტები. ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან პერიოდული მიწოდებით, საქონლის ფასის განაღდების ფულადი, სასაქონლო ან შერეული ფორმით: (წერილის ბლანკი) ⎡თქვენს (თარიღი) № _ _ _ ოფერტის შესახებ⎤ ბატონებო! მადლობელი ვართ წინადადებაზე _ _ _ მოწოდების შესახებ. თქვენი წინადადების განხილვისას დავასკვენით, რომ წარმოდგენილი პირობები ჩვენი შეხედულებით, არარეალურია. პატივისცემით _ _ _ 30 სათაური, კონტრაქტის დადების ადგილი, თარიღი და მხარეთა სახელწოდება შეადგენს კონტრაქტის შესავალ ნაწილს. სათაური “კონტრაქტი” და მისი ნომერი უნდა მიეთითოს ფურცლის შუაში. ადგილი და თარიღი კონტრაქტის დადებისას უნდა მიეთითოს ფურცლის მარჯვენა მხარეს. მხარეთა დასახელება მოცემულია ჩვეულებრივ, შემდეგი ფორმით: “_ _ _ სააქციო საზოგადოებამ, თბილისი, შემდგომ წოდებული გამყიდველი და _ _ _ სააქციო საზოგადოებამ, მოსკოვი, შემდგომ წოდებული მყიდველი, დადეს წინამდებარე კონტრაქტი შემდეგზე: _ _ _” ტერმინების “გამყიდველი” _ “მყიდველი” ნაცვლად ხმარობენ აგრეთვე “მიმწოდებელი” _ “შემკვეთი”, “შემსრულებელი” _ “შემკვეთი” ან ორგანიზაციის შემოკლებულ დასახელებას. შეიძლება ამ სიტყვების ბრჭყალების გარეშე ხმარება, მაგრამ აუცილებლად გამოყოფილი (მუქი ან მთავრული) შრიფტით. ხელშეკრულების საგანი _ ესაა საქონლის (მომსახურების) დასახელება, მახასიათებლები და ასორტიმენტი. საქონლის რაოდენობა გამოიხატება წონის, სიგრძის, ფართის და მოცულობის ერთეულებში. საერთაშორისო ვაჭრობაში პრაქტიკაშია მეტრული (დასავლეთ ევროპის ქვეყნები, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური და ლათინური ამერიკა) და (ბრიტანულ-ამერიკული) ზომა-წონის სისტემები (იხ. დანართი 11). საქონლის ხარისხი შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა გზით: უშუალო დათვალიერებით (ბაზრობა, აუქციონი), ნიმუშების, სტანდარტების საფუძველზე, საქონლის აღწერილობით. საქონლის ფასი და მიწოდების ღირებულება საქონლის ყოველ სახეობაზე, ხარისხზე, მარკაზე ცალ-ცალკე უნდა იყოს დადგენილი. საგარეო ვაჭრობაში აქ მითითებულია ფასის ბაზისი, ვალუტა, ფიქსირებული ფასი, ფასდაკლება, შენიშვნები. მიწოდების ვადა კონტრაქტში სხვადასხვა ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს: მიწოდების პერიოდის მითითებით (“არაუგვიანეს მეორე კვარტლისა”) ან რაიმე მოქმედების შესრულების მომენტიდან (“წინა პარტიის მოწოდებიდან 1 თვის შემდეგ”). შეფუთვა და დატვირთვა. შეფუთვა უზრუნველყოფს საქონლის დაცვას დაზიანებისგან გადაზიდვის პროცესში. კარგი შეფუთვა ერთდროულად საქონლის რეკლამაცაა. გადახდის პირობები და წესი. კონტრაქტში მითითებულია ანგარიშსწორების ფორმებიც. კომერციულ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ინკასო დაუყონებლივი გადახდით, საბანკო გადარიცხვა, აკრედიტივი და ჩეკით ანგარიშსწორება. აქვეა მითითებული ვალუტა და საბანკო რეკვიზიტები. საქონლის ჩაბარება და მიღების აქტის ხელმოწერა ხდება საქონლის ხარისხის და რაოდენობის შემოწმების შემდეგ. 31 სატრანსპორტო (მიწოდების) პირობები. კონტრაქტში მითითებულია მიწოდების საბაზისო პირობები (დაზიანების რისკის გადაცემის მომენტი და სხვ.). InCoTermის აღნიშვნები იხ. დანართში 6. ყოველი პარტიის გაგზავნის შემდეგ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს გაგზავნის (ჩატვირთვის) თარიღი, რკინიგზის ზედდებულის ნომერი, ვაგონის, ავტომანქანის ნომერი, გემის სახელწოდება და ა.შ. გარანტიები და სანქციები. საგარანტიო ვადის განმავლობაში გამყიდველი სრულ პასუხისმგებლობას იღებს საქონლის ხარისხზე. კონტრაქტით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევისას გათვალისწინებულია ჯარიმა. ფორს-მაჟორი: მხარეთა ვალდებულებები განსაკუთრებულ ვითარებაში (ხანძარი, ეპიდემია, წყალდიდობა, ომი და ა.შ.). არბიტრაჟის პირობები. ამ პუნქტში დადგენილია მხარეებს შორის წამოჭრილი დავის გადაჭრის წესი, (რომელიც ვერ დარეგულირდა მოლაპარაკების გზით). მხარეთა იურიდიული მისამართები _ ესაა მყიდველის და გამყიდველის მისამართი, რომელიც შეიცავს ორგანიზაციის, ქალაქის, ქუჩის სახელწოდებას, სახლის ნომერს. კონტრაქტის დანართი. ტექსტში ჩამოთვლილი უნდა იყოს ყველა დანართი: სპეციფიკაციები, ინსტრუქციები, ნახაზები და სხვ. ხელმოწერები უნდა შესრულდეს უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურდეს ბეჭდის დასმით. დასავლეთის ქვეყნების სამართლის ნორმებით ფირმებს შორის ფაქსების გაცვლა სავსებით საკმარისია და კონტრაქტზე ხელმოწერის ტოლფასია. კონტრაქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად. კონტრაქტის დამატება _ Annex (Supplement) ძირითადი კონტრაქტის გარდა ხშირად აფორმებენ დანართს, რომელიც კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია. კონტრაქტის დამატებას ცვლილებები შეაქვს შეთანხმების პირობებში, მაგალითად, რაოდენობა, ფასი, ხარისხი. დანართზე ხელს აწერს ორივე მხარე. ხელმოწერა შეიძლება გაფორმდეს კონტრაქტთან ერთად, გარიგების პროცესში ან გარიგების დასრულების შემდეგ (მაგალითად, საქონლის დამატებითი რაოდენობის მიწოდების შესახებ). კონტრაქტის დანართში მითითებულია გარიგების დამატებითი, დაზუსტებული პირობები, მაგალითად, მოთხოვნები შეფუთვაზე და სხვ. კონტრაქტის დამატების ნიმუში: 32 6. რეკლამაცია _ Claim რეკლამაცია კომერციული დოკუმენტია, რომელთაც წაუყენებენ პრეტენზიას ხელშეკრულების, კონტრაქტის დამრღვევ მხარეს. პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს: ˆ საქონლის ხარისხს ˆ საქონლის რაოდენობას ˆ მიწოდების ვადებს ˆ შეფუთვას და დატვიფვრას (წარწერებს) ˆ გადახდას ˆ ხელშეკრულების სხვა პირობებს რეკლამაციას აქვს შემდეგი სტრუქტურა: ˆ პრეტენზიის საფუძველი ˆ დასაბუთება (აქტები და სხვ.) ˆ კონკრეტული მოთხოვნები (საქონლის შეცვლა, დანაკლისის შევსება, ხელშეკრულების გაუქმება და სხვ.) რეკლამაციას თან ერთვის ყველა დამამტკიცებელი საბუთი (იხ. 1.6.1). 1.6.1 დამატება კონტრაქტზე № _ _ _ (კონტრაქტის თარიღი) _ _ _ ორგანიზაციას და _ _ _ ფირმას შორის (ქალაქი, თარიღი) მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ კონტრაქტში შეცვალონ საქონლის რაოდენობა, კერძოდ: გამყიდველი აწვდის მყიდველს 10 ტრაქტორს (მოდელი ÄÒ). სხვა პუნქტებში, რაც არაა გათვალისწინებული მოცემული დანართით მოქმედებს ზემოაღნიშნული კონტრაქტის პირობები. დანართი კონტრაქტის განუყოფელ ნაწილია. გამყიდველი მყიდველი 33 (წერილის ბლანკი) ⎡№ _ _ _ კონტრაქტით საქონლის ხარისხის შესახებ⎤ პრეტენზია № _ _ _ ბატონებო! № _ _ _ ექსპერტიზის აქტის და ლაბორატორული გამოცდის ოქმის თანახმად, _ _ _ კონსერვები, ჩატვირთული № _ _ _ ვაგონში, № _ _ _ რკინიგზის ზედნადებით, უვარგისი აღმოჩნდა მოხმარებისთვის. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ ჩაიბაროთ დაწუნებული საქონელი და აანაზღაუროთ ჩვენი ზარალი თანხით _ _ _ აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაირიცხოს № _ _ _ ანგარიშზე _ _ _ ბანკში. ველით თქვენს პასუხს. დანართი: 1. ექსპერტიზის აქტი № _ _ _ 2. რკ/გ ზედნადები № _ _ _ 3. ლაბორატორული გამოკვლევის ოქმი პატივისცემით _ _ _ 34 პასუხი რეკლამაციაზე პრეტენზია საქონლის ხარისხზე და რაოდენობაზე გამყიდველმა უნდა განიხილოს 60 დღის განმავლობაში. პასუხში შეიძლება მოცემული იყოს დასტური პრეტენზიის მიღებაზე, თანხმობა პრეტენზიის მთლიანად (ან ნაწილობრივ) დაკმაყოფილებაზე (იხ. 1.6.2) ან პრეტენზიის სრული უარყოფა. კონტრაქტის ორივე მხარე ცდილობს ყველა რეკლამაცია გადაიჭრას მეგობრულ, მშვიდობიან ვითარებაში. მაგრამ თუ ეს არ მოხერხდა და მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მიმართოს არბიტრაჟს (მოპასუხის ან ნეიტრალურ ქვეყანაში). 1.6.2 7. ოქმი და ოქმის ამონაწერი _ Minutes კოლეგიური ორგანოს სხდომაზე (კრებაზე) ხდება ოქმის შედგენა, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება. ოქმი იბეჭდება ორგანიზაციის საერთო ბლანკზე (დანართი 2) ან A4 ფორმატის ქაღალდის ფურცელზე. ის შეიძლება დაიწეროს მოკლე ან ვრცელი ანგარიშის ფორმით. უბრალო, მოკლე ოქმს, როგორც წესი, თან ერთვის კრებაზე (წერილის ბლანკი) ⎡№ _ _ _ კონტრაქტზე რეკლამაციის შესახებ⎤ ბატონებო! ვადასტურებთ თქვენი (თარიღი) № _ _ _ წერილის მიღებას, საქონლის წონის შეუსაბამობას რკ/გ № _ _ _ ზედნადებში მითითებულ წონასთან შედარებით. ექსპედიტორის უყურადღებობისთვის გიხდით ბოდიშს. საქონლის დანაკლისი გამოგზავნილი იქნება ამ კვირის ბოლოს. გამოგზავნის დღეს გაცნობებთ ფაქსით. პატივისცემით _ _ _ 35 გამომსვლელთა ტექსტები (ან სრული სტენოგრამა). ოქმის ფორმას განსაზღვრავს თვით შეკრების ხასიათი და მნიშვნელობა. * ნიმუშში 1.7.1 მოცემულია მოკლე ოქმის სქემა (მაკეტი). ოქმს წერს კრების მდივანი პირველ ან მესამე პირში. დღის წესრიგში უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული საკითხები (და არა “სხვადასხვა”). ამასთან ყოველ საკითხზე ოქმი იწყება სქემით: მოისმინეს _ გამოვიდნენ (კამათში მონაწილეობა მიიღეს, აზრი * განსაკუთრებული მნიშვნელობის სხდომების, ყრილობების და სხვ. ოქმები იწერება სრული სტენოგრაფიული ანგარიშის ფორმით. სტენოგრამა სიტყვების შემოკლებული (სპეც. ნიშნებით) ჩაწერის სისტემაა მაღალი სიჩქარით. 36 1.7.1 (ორგანიზაციის საერთო ბლანკი) ო ქ მ ი (ჩატარების თარიღი) (ნომერი წლის დასაწყისიდან) (ქალაქი) (კოლეგიური ორგანოს სახელწოდება) თავმჯდომარე _ (გვარი) მდივანი _ (გვარი) ესწრებოდნენ: 1. კოლეგიური ორგანოს წევრთა გვარები ალფაბეტის მიხედვით. 15 კაცზე ზევით ოქმს გვარების ჩამოთვლის ნაცვლად ერთვის სარეგისტრაციო ფურცელი 2. მოწვეულთა გვარები, თანამდებობა ალფაბეტის მიხედვით დღის წესრიგი: 1. (საკითხი, მოხსენება, გვარი, თანამდებობა) 2. “ 1. მოისმინეს: (გვარი _ მოხსენების მოკლე შინაარსი) გამოვიდნენ: (გვარი _ “ ) (გვარი _ ტექსტი თან ერთვის, დანართი №1) დაადგინეს: 1. (პირველ საკითხზე მიღებული დადგენილება სქემით საქმე _ შემსრულებელი _ ვადა) 2. (დადგენილების მე-2 პუნქტი იწერება ანალოგიურად) 2. მოისმინეს: (დღის წესრიგის მეორე საკითხი _ ანალოგიური სქემით) გამოვიდნენ: დაადგინეს: თავმჯდომარე _ (გვარი) მდივანი _ (გვარი) 37 გამოთქვეს) _ დაადგინეს (გადაწყვიტეს). თუ მომხსენებელმა წარმოადგინა ტექსტი, ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა. დადგენილება, რომელიც სხვადასხვა საკითხებს მოიცავს, ჩამოწერილია პუნქტებად. ვრცელ ოქმში სხდომის მონაწილეთა გამოსვლები და დადგენილებაც უფრო ვრცელი ფორმით უნდა ჩაიწეროს. ოქმს ზოგჯერ თან ერთვის გადაწყვეტილება (ცალკე, გადაწყვეტილების ბლანკზე). სწორედ გადაწყვეტილებებით (და არა ბრძანებებით) ხდება კოლეგიური ორგანოს მართვა. ოქმის ამონაწერი დედანის ან მისი რომელიმე ნაწილის ასლია. მას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ოქმს (იხ. 1.7.2). ამონაწერს ადასტურებს 38 1.7.2 ხელმოწერით არა ხელმძღვანელი პირი, არამედ ტექნიკური მდივანი (კანცელარიის გამგე, საქმისმწარმოებელი). ხელმოწერის წინ იხმარება “სწორეა” (“დედანთან სწორეა”). სხვა ორგანიზაციაში გაგზავნისას აუცილებელია ოქმიდან ამონაწერის დამოწმება მრგვალი ბეჭდით. 8. აქტი _ Statement (ორგანიზაციის საერთო ბლანკი) ოქმის ამონაწერი 01. 12. 96 №30 ქალაქი _ _ _ კოოპერატივის საერთო კრება თავმჯდომარე _ (გვარი) მდივანი _ (გვარი) ესწრებოდა _ 18 კაცი (სარეგისტრაციო ფურცელი თან ერთვის) დღის წესრიგი: 1. _ _ _ 2. _ _ _ 3. _ _ _ 2. მოისმინეს: _ _ _ _ _ _ დაადგინეს: _ _ _ _ _ _ თავმჯდომარე _ (გვარი) მდივანი _ (გვარი) სწორეა საქმისმწარმოებელი (ხელმოწერა, გვარი) 03.12.96 ბ.ა. 39 აქტი არის რამდენიმე პირის მიერ შედგენილი საბუთი, რომელიც ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს (მოვლენებს): საქმეების გადაცემას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების შეცვლისას (მიღება-ჩაბარების აქტი), სხვადასხვა სახის შემოწმებას, სამუშაოს შესრულებას, საბუთების მოსპობას, დაძველებული ინვენტარის ბალანსიდან ჩამოწერას და ა.შ. როგორც წესი, აქტს ადგენს კომისია. კომისიის წევრთა გარდა ხელს აწერენ დამსწრეები (იხ. 1.8.1). 1.8.1 (ორგანიზაციის საერთო ბლანკი) აქტი ვამტკიცებ 01.12.96 №30 დირექტორის მოადგილე ა. ივანიშვილი მოწყობილობის ჩამოწერა 02.12.96 საფუძველი: დირექტორის 01.11.96 №20 ბრძანება შედგენილია კომისიის მიერ, შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე _ მომარაგების განყოფილების გამგე (გვარი) კომისიის წევრები: (თანამდებობა, გვარები) ესწრებოდნენ: (თანამდებობა, გვარები) 12.01.96 _01.12.96 პერიოდში კომისიამ ჩაატარა სამუშაო ექსპლუატაციის ვადის გასვლასთან დაკავშირებით მოწყობილობის ვარგისიანობის დადგენისთვის. კომისიამ დაადგინა, რომ მოწყობილობები, თანახმად თანდართული ნუსხისა, ექვემდებარება ჩამოწერას შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისობის გამო (ფიზიკურად გაცვეთილია და აღდგენას არ ექვემდებარება). შედგენილია ორ ეგზემპლარად 1 ეგზ _ მომარაგების განყოფილებას; 2 ეგზ _ მთავარ ბუღალტერს. დანართი: მოწყობილობის ნუსხა 2 გვერდზე 3 ეგზ. კომისიის თავმჯდომარე: (გვარი) კომისიის წევრები: (გვარები) ესწრებოდნენ: (გვარები) 40 აქტში მითითებული უნდა იყოს საფუძველი (ბრძანება ან სხვა ნორმატიული დოკუმენტი), ამასთან ფაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ობიექტურად. რაც შეეხება დასკვნებს, ეს უკვე ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა ორგანიზაციების ფუნქციაა. აქტის გაფორმება შეიძლება ორგანიზაციის საერთო ბლანკზე ან სპეციალურ (აქტის) ბლანკზე. ასლების რიცხვს განსაზღვრავს კომისია. 9. ფინანსური ანგარიშსწორების ფორმები _ Financial Documents კონტრაქტის დადებისას მასში განსაზღვრული უნდა იყოს ანგარიშსწორების ფორმები. კომერციულ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ინკასო დაუყონებლივი გადახდით, აკრედიტივი, საბანკო გადარიცხვა, ანგარიშსწორების საჩეკო ფორმა. ინკასო დაუყონებლივი გადახდით ანგარიშსწორების ისეთი ფორმაა, როდესაც გამყიდველი თავის ბანკს აძლევს დავალებას მყიდველისგან გადასახდელების თანხის მიღებაზე (სათანადო საბუთების საფუძველზე). სასაქონლო საბუთების გარდა ამ შემთხვევაში გამოიყენება აგრეთვე საინკასო დავალება. აკრედიტივი ანგარიშსწორების ისეთი ფორმაა, როდესაც ბანკი იღებს ვალდებულებას მყიდველის მითითებით გადაუხადოს გამყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება. აკრედიტივი იხსნება გარკვეულ თანხაზე, დადგენილი ვადით. აკრედიტივი შეიძლება იყოს მოწვევითი (რომელიც შეიძლება გაუქმდეს ვადის გასვლამდე მყიდველის მითითებით). არსებობს აგრეთვე დადსტურებული, დაუდასტურებელი გადასაგზავნი და სხვა სახის აკრედიტივები (მაგ.: საგარეო ვაჭრობაში ხშირად გამოიყენება სასაქონლო აკრედიტივი). საბანკო გადარიცხვა ესაა ბანკის დავალება (წერილობითი ან ტელექსით გადაცემული) მეორე ბანკისადმი, მოახდინოს ანგარიშსწორება ან მისცეს ნებართვა ფულის მიმღებისათვის გარკვეული თანხის გადახდაზე. საბანკო გადარიცხვა სრულდება მყიდველის მოთხოვნით. ანგარიშსწორება საჩეკო ფორმით ხდება ჩეკის გამცემის მიერ თავისი ბანკისადმი განკარგულებით: გადაუხადოს გარკვეული თანხა ჩეკის მფლობელს ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. ჩეკის რეკვიზიტებია: სახელწოდება (“ჩეკი”), განკარგულება თანხის გადახდაზე, მონაცემები იმ პირის შესახებ, ვისაც უნდა გადაეხადოს, თარიღი, გაცემის და გადახდის ადგილი, ჩეკის მფლობელის ხელმოწერა. 10. სტატისტიკური ანგარიშგება და ორგანიზაციების 41 სახელმწიფო რეგისტრი _ Statistical Documents* მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღიარებულია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებსაც აწვდიან სტატისტიკურ ორგანოებს ფირმები, საწარმოები, უწყებები და ა.შ. წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას. ამასთან, სტატისტიკა მიჩნეულია როგორც ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების დამახასიათებელი ობიექტური და მიუკერძოებელი ინსტრუმენტი. “სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო სტატისტიკური ორგანოები ინფორმაციას მოიპოვებენ სტატისტიკური დაკვირვებების (სტატისტიკური ანგარიშგების) მეშვეობით. სტატისტიკური დაკვირვებების სფერო შეიძლება იყოს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. სტატისტიკურ დაკვირვებათა ნუსხა, პერიოდულობა, მაჩვენებლები და დაკვირვების ობიექტები განსაზღვრულია სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამით (რომელსაც ამტკიცებს პარლამეტი). ორგანიზაციებმა ყველა საჭირო მონაცემი უსასყიდლოდ უნდა გადასცენ სტატისტიკურ სამსახურებს. სტატისტიკური დაკვირვების მონაცემების გამოყენება კი შეიძლება მხოლოდ კრებსითი სახით _ სტატისტიკური ცნობების, მოხსენებების, ანგარიშების, ცნობარების და კრებულების შესადგენად, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. სტატისტიკური ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან შეგროვებული პირველადი მონაცემების კონფინდენციალობა. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ორგანიზაცია მოვალეა შეადგინოს და დადგენილ ვადაში წარუდგინოს სტატისტიკურ ორგანოებს სრულყოფილი და უტყუარი (დაუმახინჯებელი) სტატისტიკური ინფორმაცია. * დაწერილია ვ. ტუღუშის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეზიდენტ- იურიდიული პირების მიერ სტატისტიკური დაკვირვებების პირველადი მონაცემების გაყალბება ან დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში მათი წარუდგენლობა, საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, საბანკო ანგარიშის გახსნა და ფინანსური ოპერაციების წარმოება, რეზიდენტების პროფილის, მისამართის, დაქვემდებარებების და სხვა რეკვიზიტების შეცვლის შესახებ სტატისტიკის ორგანოებისთვის ცნობების მიუწოდებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 8-12 მინიმალური ხელფასის ოდენობით. 42 საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და კანონების “მეწარმეთა შესახებ” და “სტატისტიკის შესახებ” მოთხოვნების შესაბამისად 1995 წლის 1 მარტიდან ადგილობრივ სასამართლოებში დაიწყო კერძო და სამოქალაქო წესით შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაცია. ამ პროცესის პარალელურად სტატისტიკურ ორგანოებში ხდება ერთიანი სახელმწიფო რეგისტრის შექმნა, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს და აღირიცხოს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი და ახლადწარმოქმნილი ყველა საწარმო და ორგანიზაცია. ამ ობიექტებს სტატისტიკური ორგანოები ანიჭებენ უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც მუდმივი იქნება კონკრეტული საწარმოსათვის მისი არსებობის მანძილზე. საწარმოების და ორგანიზაციების ერთიანი სახელმწიფო რეგისტრი იქმნება იმისთვის, რათა სტატისტიკური დაკვირვების მიღმა არ დარჩეს არც ერთი ობიექტი, ამასთან იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს მეწარმესათვის საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც არაა ჩართული ერთიან სახელმწიფო რეგისტრში, საზღვარგარეთის პარტნიორებთან ვერ შესძლებს ვერავითარი გაცვლითი ოპერაციების წარმოებას. ერთიან სახელმწიფო რეგისტრში ჩართვის წინ სტატისტიკის ადგილობრივი სამსახურები (რომლებიც ფუნქციონირებს ქვეყნის ყველა რაიონსა და ქალაქში), საწარმოსთვის ავსებენ სპეციალურ სარეგისტრაციო ბარათს (იხ. დანართი 5). 43 ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვე ორგტექნიკა ინფორმაცია მენეჯერის ეფექტიანი მუშაობის ძირითადი რესურსი გახდა, ამიტომ ინფორმაციის მიღების, კომუნიკაციის საშუალებებს ოფისის მართვაში მზარდი როლი ენიჭება. მენეჯერის სამუშაო დროის დიდი ნაწილი კომუნიკაციაზე იხარჯება. ერთდროულად, მიღებული ინფორმაციის თითქმის ნახევარი ზედმეტია. როგორ უნდა ვიმუშავოთ, რომ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია მივიღოთ _ ეს უკვე მართვის ხელოვნებაა. კორესპონდენცია და შეტყობინება ორგანიზაციებს შორის საფოსტო კავშირის გარდა შეიძლება გადაიცეს ტელეგრამით, ტელექსით, ფაქსით, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. 1. შეტყობინება დეპეშით (ტელეტაიპოგრამით) _ Cable ორგანიზაციის მიერ კავშირგაბმულობის განყოფილებიდან ტელეგრამის გაგზავნისას სტანდარტული ბლანკების ნაცვლად გამოიყენება საბეჭდ მანქანაზე (კომპიუტერზე) ორი ინტერვალით ორ ეგზემპლარად დაბეჭდილი, ლაკონიურად შედგენილი ტექსტი (საქართველოს ფარგლებში _ ქართულ ენაზე) ქალაქის საფოსტო ინდექსის მითითების გარეშე. ტექსტი უნდა შედგეს სასვენი ნიშნების გამოყენების გარეშე, ისე რომ შინაარსი გაუგებარი არ იყოს. ამიტომ მნიშვნელოვან დოკუმენტებში წერტილის ადგილზე წერენ წრტ., მძიმის _ მძ., ნომრის _ ნრ. და სხვ. ტექსტი არ უნდა მთავრდებოდეს ციფრებით. ტელეგრამის ქვეშ იწერება ორგანიზაციის მისამართი, ხელმძღვანელის ხელმოწერა, დამოწმებული ბეჭდით. საფოსტო მისამართის გარდა ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს სატელეგრაფო მისამართი. მაგალითად ამჟამად, ტელეგრამის გადაცემისთვის გამოიყენება რულონური ტელეტაიპები ალფაბეტურ-ციფრული შრიფტით (5-თანრიგიანი კოდით), რომლებიც ჩართული არიან საერთო სარგებლობის, უწყებრივ ან სააბონენტო (ორგანიზაციები) სატელეგრაფო ქსელში. სააბონენტო ტელეგრაფი საშუალებას თავი 2 თბილისი _ 86 ელვა 44 იძლევა ვიმუშაოთ დიალოგურ რეჟიმში და გავაგზავნოთ ტელეგრამა მაშინაც კი, როცა აბონენტი ადგილზე არაა (ღამის საათებში, ავტოპასუხების საშუალებით). ტელეგრამაში (ტელეტაიპოგრამაში) ტექსტამდე მოყვანილი რიცხვები შემდეგი წესით გაიშიფრება: ˆ ტელეგრამის ნომერი _ 381/40 ˆ სიტყვების რაოდენობა _ 8 ˆ თარიღი (რიცხვი/თვე) _ 25/11 ˆ საათი და წუთი _ 12.15 ამჟამად კორესპოდენციის გაგზავნა ტელეგრაფით პრაქტიკულად შეიცვალა ფაქსით და ელექტრონული ფოსტით. 2. შეტყობინება ტელექსით _ Telex ტელექსი სააბონენტო ტელეგრაფის საერთაშორისო სპეციალიზებული (გამოყოფილი) ქსელია. ის ფუნქციონირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და 900 ათასამდე აბონენტს ემსახურება. საერთაშორისო კავშირგაბმულობაში გამოიყენება ლათინური ანბანი, სასვენი ნიშნებით (ტექსტის გაგზავნა შეიძლება ცხადია, ლათინური შრიფტით შედგენილი ქართული სიტყვებითაც). ტელეგრაფი გამოიგონა 1837 წელს ამერიკელმა მხატვარმა სემუილ მორზემ. ცნობილი მორზეს ანბანი მან ერთი წლის შემდეგ შექმნა. პირველი სატელეგრაფო ხაზი (ვაშინგტონ-ბალტიმორი) ამუშავდა 1844 წლის 24 მაისს. 381/40 8 25/11 12 15 საერთაშორისო კომერციულ ტელეგრამებში დროის და ხარჯების ეკონომიის მიზნით დიდი ხანია, რაც გამოიყენება ტექსტის შემოკლებული ფორმით, შიფრით (მარკონის კომერციული კოდით ) გაგზავნა. მაგალითად, JHSWV ნიშნავს _ გთხოვთ შემატყობინოთ, როდის არის გამოგზავნილი წერილი. 45 ტელექსით შეტყობინება საქმიანი წერილის ანალოგიურად იწერება: მისამართი _ სათაური _ ტექსტი _ დასკვნითი ფრაზა _ გამგზავნის მისამართი. მაგალითად, ტელექსის სააბონენტო ნომრის (თბილისი) ნიმუშია: ტელექსი დსთ ქვეყნებში რუსული ტექსტით იგზავნება. მაგალითად 23861 bmd bg (ვის) 43786 msk nl (ვისგან) tlx 345 (N) 22-2-96 (თარიღი) attn: Mr. Harold Green ref: deliveres (სათაური) please be informed that the goods as per contract no 13 have been devilered to forwarders for despatch to Bulgaria. Best regards G. Brown 23861 bmd bg (კოლაცია, გამეორება) 43786 msk nl საერთაშორისო ქსელში დსთ ტერიტორიაზე განლაგებული ქვეყნები შედიან 6 თანრიგიანი სააბონენტო ნომრით (აქედან ბოლო 3 თანრიგი ადგილობრივი ნომერია). გადაცემის სიჩქარე ტელექსით ისეთივეა, როგორც ტელეგრაფით _ 50 ბიტი/წმ. კომპიტერულ ტელექსს (ტელეტექსი), რომელიც იყენებს სატელეფონო ხაზებს, მეტი შესაძლებლობები, სიჩქარე და საიმედოობა აქვს. 212 169 BASA 46 ტელექსით იეროგლიფების გადაცემაზე დიდი დრო იხარჯება, ამიტომ აზიის ქვეყნებში ის მთლიანად გამოდევნა ფაქსმა. ფაქსის და ელექტრონული ფოსტის გავრცელებასთან ერთად ტელექსს სულ უფრო ნაკლები გამოყენება აქვს. 3. საქმიანი ტელეფონი _ Telephone Message ტელეფონი კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა (მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი აპარატია). რესპუბლიკა ამჟამად უშუალოდ (ტრანზიტის გარეშე) უკავშირდება აშშ-ს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს და თურქეთს. ტელეფონი კომუნიკაციის იმდენად გავრცელებული, მასობრივი საშუალებაა, რომ მისი სარგებლობისას აუცილებელია გარკვეული პროფესიული თუ ეთიკური წესების დაცვა. როდესაც გვირეკავენ, ესოდენ გავრცელებული ე.წ. ნეიტრალური რეაქცია “ალო” საქმიან საუბარში უნდა შევცვალოთ ინფორმაციული რეაქციით: ყურმილის აღებისთანავე ვასახელებთ დაწესებულებას (საქალაქო ტელეფონზე), განყოფილებას ან გვარს (შიდა ტელეფონზე). საერთოდ, ტელეფონით საუბარი უნდა დაიწყოს ურთიერთწარდგენით. ხშირია შეუფერებელ დროს (თათბირი, ინტერვიუ, საუბარი) აწკრიალებული ტელეფონი. საქმიანი ადამიანი ყურმილს პირველი არ უნდა იღებდეს. ეს მდივნის (თანაშემწის, რეფერენტის) მოვალეობაა. სასარგებლო წესია, 02 212 290 ЗНАНИЕ 02 111 218/2 ШУГА ЗДР МОСКВА 111218/1550 3 15 04 = ТБИЛИСИ ЗНАНИЕ КАРТВЕЛИШВИЛИ = ПРОШУ ЗАБРОНИРОВАТЬ ГОСТИНИЦУ С 15 ИЮНЯ НА 7 ДНЕЙ. ВРЕМЯ ВЫЛЕТА 23.30. ВСТРЕЧАЙТЕ 14-ГО = ИВАНОВ _ 02 111 218/2 ШУГА ПРД КУТИЛИНА 02 212 290 ЗНАНИЕ პატენტი ტელეფონის გამოგონებაზე ამერიკელმა მასწავლებელმა გ. ბელმა 1876 წ. მიიღო. ეს იყო “მოლაპარაკე ტელეფონი”, რომელსაც მხოლოდ 500 მეტრზე შეეძლო ბგერების გადაცემა. 47 როცა მდივანი პასუხობს “იქნებ თვითონ დაგირეკოთ, როცა განთავისუფლდება?” ასეთი გზით მენეჯერი თავისუფლდება “პირდაპირი” ზარებისგან. ამის ნაცვლად ხელმძღვანელს აქვს უკვე “გაფილტრული”, მხოლოდ აუცილებელი ტელეფონების სია. განსხვავებით პასიური საუბრისგან (როდესაც გვირეკავენ) აქტიურ საუბარს წინასწარი მომზადება სჭირდება, დაახლოებით ისეთი, როგორც საქმიანი წერილის შედგენას: ხელთ უნდა გვქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, წინასწარ მოვიფიქროთ შეკითხვები და პასუხები. თუ ვრეკავთ ნომრების გრძელი სიის მიხედვით, საჭიროა ეს სია რამდენიმე ერთგვაროვანი საქმის “ბლოკებად” დავყოთ. არ არის სწორი, (თუმცა კი გავრცელებულია) შეკითხვა “დაკავებული ხომ არ ხართ?” რადგან პასუხი გულწრფელი მაინც არ იქნება. უმჯობესია, დავაზუსტოთ, შეუძლია თუ არა დაგითმოთ რამდენიმე წუთი, ხომ არ აქვს თათბირი ან როდის შეიძლება ხელმეორედ მასთან დაკავშირება. თუ ტელეფონი საუბრის დროს გაითიშა, შემოიღეთ წესად, რომ რეკავს მხოლოდ საუბრის ინიციატორი (რათა ნომრების ერთდროული აკრეფით ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ). მოსაუბრის გუნება-განწყობა უკეთ რომ გავიგოთ (რასაც საქმისთვის ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს) ყურმილი მარცხენა ყურთან უნდა გვეჭიროს, (რადგან ის ემსახურება თავის ტვინში ემოციების ნახევარსფეროს). ერთდროულად თავისუფლდება მარჯვენა ხელი ჩანაწერებისათვის. ტელეფონოგრამა, ძირითადად, გამოიყენება ადგილობრივი სატელეფონო ქსელის ფარგლებში. ტელეფონოგრამის შინაარსი გადაიცემა კარნახით და ჩაწერით სპეციალურ ჟურნალში. მიმღები მთლიანად იმეორებს ტექსტს გადაცემის სიზუსტის დასადასტურებლად. ოფიციალური შეტყობინების გაფორმება ხდება შემდეგი სტრუქტურით: ვისთვისაა განკუთვნილი _ ვინ აგზავნის _ ტექსტი _ ვისი ხელმოწერით იგზავნება _ ვინ გადასცა _ მიმღების გვარი, დრო, ტელეფონოგრამის ნომერი. როგორც ნიმუში, დანართში 7 მოცემულია ზოგიერთი ქვეყნის და დსთ ქალაქების ავტომატური სატელეფონო კავშირის კოდები. საზღვარგარეთ ოფისიდან პირდაპირი (სატელიტური) კავშირისთვის საჭიროა ხელშეკრულების თბილისში საზღვარგარეთიდან ირეკება აბონენტის ნომრის წინ პრეფიქსის 00 (უმეტეს ქვეყნებში), ქვეყნის კოდის +995 (საქართველო), ქალაქის კოდის (კომუტაციის კვანძის) _ 32 (თბილისი) აკრეფით თბილისიდან საზღვარგარეთთან დაკავშირების კოდია 810. 48 გაფორმება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან “საქართველოს ტელეკომი”. უმავთულო, მობილური ტელეფონის ფიჭური (მიკროფიჭური)* ქსელებით ევროპაში უკვე 7 მილიონი აბონენტი სარგებლობს (მოსკოვში _ 10 ათასამდე კაცი). განსაკუთრებით პოპულარულია ფიჭური ტელეფონი შვედეთსა და ფინეთში. საერთო ევროპული GSM _ 900** ციფრული სტანდარტით, ფიჭური ტელეფონის აპარატით ქვეყნების საზღვრების გადაკვეთისას მენეჯერს შეუძლია პირდაპირი დაშიფრული კავშირი იქონიოს (იგივე ნომრით) თავის ქვეყანასთან (ე.წ. ავტომატური როუმინგი). ამისთვის გამოიყენება საბაზისო სადგურები (გამაძლიერებლები), რომლებიც სექტორებად დაყოფილი ტერიტორიის (ფიჭების) კუთხეებშია განლაგებული (მოსკოვში 450 მჰც სიხშირეზე მომუშავე 30-მდე ასეთი სადგურია). ფიჭური ტელეფონი, ჯერჯერობით მოქმედების მცირე რადიუსით, გავრცელებას იწყებს საქართველოშიც. თანამედროვე ავტომატიზებულ და მობილურ ტელეფონების ღილაკებზე გამოიყენება ძირითადად, შემდეგი სტანდარტული ნიშნები და შემოკლებები: ნომრის განმეორებით ავტომატური აკრეფაა ხმამაღალი (ყურმილის გარეშე) კავშირი მიკროფონის გამორთვა (“მუნჯი” რეჟიმი) გამოთიშვა, საწყის რეჟიმში გადაყვანა კვება ხმის დონის რეგულატორი 4. ფაქსი (ტელეფაქსი) _ Fax * მიკროფიჭურ ქსელებს მოქმედების მცირე რადიუსი აქვთ და, ძირითადად, გამოიყენება დიდ ფირმებში და უწყებებში კავშირისათვის. ** 900 მჰც სიხშირის ტალღები კარგად აღწევენ ლითონის კედლებში. არსებობს ფიჭური ტელეფონის სხვა სტანდარტებიც DAMPS (აშშ), NMT (სკანდინავიის ქვეყნები) და სხვ. R Rcl Redial ∞ # * Sp _ phone Mute Clr Pwr Vol 49 ფაქსიმილე (faximile _ ლათ. გააკეთე მსგავსი) ხელმოწერის ნიმუშია. სწორედ აქედანაა ტერმინი “ფაქსი”. ფაქსიმილური დოკუმენტები სულ უფრო დიდ როლს ასრულებენ საქმიან მიმოწერაში. ამჟამად მსოფლიოში 5 მილიონამდე ფაქსიმილური აპარატია. ფაქსი ტელეფონის და ტელექსის სინთეზია. ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ასლის გადაღების სისტემა, რომელიც ადრესატს აძლევს დოკუმენტის ასლს. შეტყობინების გადაცემა ხდება სატელეფონო ხაზებით, ამიტომ ფაქსის ნომერი, ფაქტობრივად, აბონენტის ტელეფონის ნომერს (თბილისში _ ექვსნიშნა) ემთხვევა. მაგალითად: ქალაქის ფარგლებში ფაქსის გადაცემა ხდება ცხადია, ქვეყნის და ქალაქის კოდის გარეშე. ფაქსის შემადგენელი ნაწილებია ტელეფონი, სკანერი, (წამკითხველი მოწყობილობა), პრინტერი (საბეჭდი მოწყობილობა), მოდემი (სატელეფონო ხაზისათვის). სკანერის საშუალებით ნებისმიერი (დაბეჭდილი ან დაწერილი) საწყისი დოკუმენტი გარდაიქმნება ციფრულ ფორმაში და გადაეცემა მიმღებ აპარატს, სადაც ხდება დოკუმენტის დუბლიკატის _ ფაქსიმილეს ქაღალდზე ფორმირება. პრინტერი შეტყობინებას (Fax message) ბეჭდავს, როგორც წესი, თერმომგრძნობიარე ქაღალდზე. 1 ძველი, ნელი აპარატებისგან განსხვავებით, თანამედროვე ფაქსები გვერდის გადაცემაზე 1 წუთზე ნაკლებ დროს ხარჯავენ. ასეთ სწრაფ ფაქსს “ტელეფაქსს” უწოდებენ. ფაქსით წერილების გაგზავნისთვის ორგანიზაცია ტიპოგრაფიული წესით ამზადებს ფაქსის ბლანკს ემბლემით და თავისი რეკვიზიტებით. ფაქსის ბლანკზე რეკვიზიტების განლაგების ერთიანი წესი არ არსებობს, ამიტომ მოგვყავს წერილის გაფორმების ორი სხვადასხვა ნიმუში (იხ. 2.4.1 და 2.4.2). * ამჟამად CANON FAX_B320 და FAX_L500 მოდელები იძლევიან ჩვეულებრივ A4 ფორმატის ქაღალდზე ბეჭდვის საშუალებას +995 _ (32) 37-38-49 ფაქსი შოტლანდიელმა მწერალმა ბეინმა ჯერ კიდევ 1854 წელს გამოიგონა. ფაქსიმალური აპარატები მეორე მსოფლიო ომის დროსაც გამოიყენებოდა რუკების გადასაგზავნად, მაგრამ ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში მას შემდეგ, რაც ინგლისურმა ფირმა “ტელეფაქსმა” მასობრივად გამოუშვა მცირეგაბარიტიანი, სწრაფი, მსუბუქი აპარატები. 50 დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაში, ფაქსით ელექტრონული ხელმოწერა (ფაქსიმილე) კონტრაქტების და მნიშვნელოვანი საბუთების გაგზავნისას სავსებით საკმარისია. ფაქსი პროგრამირებადი ხელსაწყოა. მისი გამოყენება მრავალ რეჟიმში შეიძლება. ერთ-ერთი რეჟიმი იძლევა ასლების გადაღების საშუალებას. პრაქტიკაშია აგრეთვე ელექტრონული ფოსტიდან ფაქს-მოდემის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების (mail-message) ფაქსით მიღება (იხ. 2.4.2). ფაქსის გაგზავნა საქართველოდან დსთ ქვეყნებში მარტივად ხდება (სათანადო ტელეფონის კოდების გამოყენებით). საერთაშორისო სატელიტური (თანამგზავრულ) ავტომატური კავშირისთვის კი აუცილებელია (ისევე როგორც ტელეფონზე) ხელშეკრულების გაფორმება (რეგისტრაცია) კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს შპს “საქართველოს ტელეკომი”. 51 2.4.1 5. ელექტრონული ფოსტა _ E-mail ელექტრონული ფოსტა კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ყველაზე ახალი საშუალებაა. E-mail ოფისის ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის უქაღალდო მეთოდით ინფორმაციის მიღება-გადაცემის და დამუშავების ქსელური სისტემაა, სადაც დოკუმენტის ფორმირება და შენახვა კომპიუტერის მეხსიერებაში ხორციელდება, ხოლო ქაღალდი კი გამოიყენება, როგორც კომპიუტერის მეხსიერებიდან მიღებული დოკუმენტის ასლი. ტელეფონით სარგებლობისას შეტყობინების 80% სხვადასხვა მიზეზით ვერ გადაეცემა (აბონენტი ადგილზე არაა და სხვ.). ელექტრონული ფოსტით კი დიალოგში კომპიუტერებია ჩართული, რომელთა მეხსიერებაც წაკითხული შეტყობინების (notification) და წაუკითხავი გზავნილების (message) შენახვის საშუალებას იძლევა. გამგზავნი პროგრამა_რედაქტორის საშუალებით აყალიბებს შეტყობინებას ადრესატების სიით. გაგზავნის შემდეგ ის მიღებული დოკუმენტების “საფოსტო ყუთში” ინახება, საიდანაც მიმღები შესაბამისი პროგრამით (“მოთხოვნამდე” რეჟიმით) ამოიღებს, დაამუშავებს, გააგზავნის არქივში და სხვ. კომპიუტერში (სერვერში) “საფოსტო ყუთს” მინიჭებული აქვს სახელი (მისამართი). ინფორმაციის გადაცემა ხდება სატელეფონო ქსელით, მონაცემთა გადაცემის დისკრეტული არხებით, თანამგზავრული (სატელიტური) არხებით (ერთდროულად ერთ ან რამდენიმე ადრესატს). ქსელის გადატვირთვისას შეტყობინება არ გადაეცემა (ფირმის სახელწოდება, ემბლემა, მისამართი, ტელეფონი) FAX MESSAGE To: (ვის) FAX NO: From: (ვისგან) FAX NO: Date: (თარიღი) Total Pages: (გვერდების რაოდენობა) No of Pages: (გვერდი) Subj: (წერილის შინაარსი, სათაური) 52 და ამით მცირდება შეტყობინების ღირებულება (დაახლოებით 10-ჯერ იაფია, ვიდრე ფაქსი ან ტელეფონი). ქსელური მისამართის ფორმირება ელექტრონულ ფოსტაში ე.წ. დომენების სისტემით ხდება: მარცხნიდან მარჯვნივ მოცემულია აბონენტის იდენტიფიკატორი (ან სახელი, გვარი, მამის სახელი შემოკლებით), @ სიმბოლო, კომპიუტერის შიფრი ფოსტაში, ორგანიზაცია, ქალაქი, ქვეყანა. მაგალითად: საქმიან წერილს ელექტრონული ფოსტით შემდეგი ფორმა აქვს (გამოგზავნილია დიდი ბრიტანეთიდან): წერილების გადაცემის გარდა ელექტრონული ფოსტა გამოიყენება ბანკებს შორის და ბანკსა და კლიენტს შორის ანგარიშსწორებისთვის, სტატისტიკური და სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის მიღება-გადაცემისთვის და სხვ. ეს სისტემა სათანადო სკანირების პროგრამის გამოყენებით კომბინირებული შეტყობინების გაგზავნის საშუალებასაც იძლევა (ტექსტი, გრაფიკა, ფაქსიმილე). adm @ iberiapac. ge aspet @ lcta 13. jinr. dubna. su Message 5. Lines _ 30 from: pughm@ jkx _ oil _ gas.co.uk 6:00 pm Mon 06/03/96 Subject: GEORGIA IN FIGURES To: Socecinf. Dear Sir, I have read a copy of your publication _ GEORGIA IN FIGURES 1994. I would be grateful if you could let me know where I can obtain a copy of the figures for 1995. Thank you in advance, Yours sincerely, Michael Pugh 53 საქართველოში ელექტრონული ფოსტის სააბონენტო მომსახურება ტერიტორიული ქსელის IBERIAPAC (9 კვანძით) და სხვა ორგანიზაციების საშუალებით ხდება. IBERIAPAC საერთაშორისო ქსელებს ელექტრონული ფოსტის რუსეთის სააქციო საზოგადოების (RELCOM) ქსელით უკავშირდება. 6. ორგტექნიკის ზოგადი მიმოხილვა _ General Review of office Tehnique პერსონალური (პირადი) ორგტექნიკა აადვილებს და აწესრიგებს მენეჯერის მუშაობას, სათანადო საქმიან ატმოსფეროს და იმიჯს ქმნის საქმიანი შეხვედრებისას. პერსონალური ორგტექნიკიდან საქმიანი ადამიანისთვის ყველაზე აუცილებელია ელექტრონული თანაშემწე _ ნოუტბუკი (Notebook). ესაა მსუბუქი, პორტატული (leptop კლასის) კომპიუტერი. არსებობს ნოუტბუკის სხვადასხვა მოდელები შესაბამისი ფასებით. საუკეთესო მოდელები შესრულებელია 486DX და Pentium მიკროპროცესორის ბაზაზე, ფერადი უინერციო ეკრანით, პორტატული ვინჩესტერული დისკებით, ფაქს-მოდემით (ტელეფონის ქსელისთვის), სკანერით, ჩამონტაჟებული პრინტერით. ნოუტბუკს შეუძლია კომპიუტერულ ქსელში მუშაობაც. ამჟამად ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ Compaq, Toshiba, IBM ფირმების და “მაკენტოშის” კლასის ნოუტბუკებს. ისევე, როგორც ფაქსმა და მობილურმა საერთაშორისო კომპიუტერული ქსელი INTERNET 60 მილიონამდე კომპიუტერს აერთიანებს. ეს რიცხვი უახლოეს წლებში 200 მლნ მიაღწევს. თბილისში უკვე მოქმედებს INTERNETში უშუალოდ ჩართული ტელეკომუნიკაციური კვანძი, რომელიც თანამგზავრული სადგურით აშშ უკავშირდება. მალე ამოქმედდება მეორე კვანძიც, გერმანიასთან თანამგზავრული კავშირით (მეცნიერებათა აკადემიის და უმაღლესი სკოლისათვის). ბურთულა (პასტიანი) ავტოკალამი უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო ბირომ გამოიგონა 1938 წელს. ყველაზე უფრო ის მფრინავებს სჭირდებოდათ (არ ჟონავს). ეს ავტოკალმები პირველად ნიუ-ორკში (1945 წელს) დიდი აჟიოტაჟით გაიყიდა. 54 ტელეფონმა, ნოუტბუკმა წაშალა ზღვარი სამსახურსა და შინ მუშაობის საათებს შორის. ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და შესაბამისად, იაფიცაა ჯიბის (palmtop) ელექტრონული ბიზნეს-ბლოკნოტები (ელექტრონული მდივნები). ბიზნეს- ბლოკნოტი ინახავს დღის გეგმას (Time manager), ფასებს, დოკუმენტის ნომრებს, მსოფლიოს ქალაქების ადგილობრივ დროს, აქვს მაღვიძარა, ტაიმერი, შებრუნებული თვლის სიგნალი, კონფინდენციალური ჩაწერის (პაროლით) რეჟიმი. ცალკე ჯგუფად უნდა გამოიყოს სხვადასხვა მოდელის ელექტრონული თარჯიმნები, ერთდროულად რამდენიმე (6-10) ენაზე თარგმნით, 100 ათას სიტყვამდე ლექსიკონით. ჯიბის და სამაგიდო კალკულატორებიდან, განსაკუთრებით მასობრივადაა გავრცელებული იაპონური კომპანია CMB კალკულატორები CITIZEN, BISTEC (სინგაპურის და ტაილანდის წარმოება), 12-16 თანრიგიანი საბუღალტრო კალკულატორები, სპეციალური კალკულატორები დისპლეიზე გრაფიკული ამოხსნით, ქაღალდზე ბეჭდვით და სხვ. საქმიან სფეროში ორგანაიზერი ჩვენს ქვეყანაში ისე არაა გავრცელებული, როგორც უცხოეთში (ORGANIZERS _ ორგანიზაციის საშუალებები, ნივთები). ესაა სათანადო დიზაინით შესრულებული სპეციალური “საქაღალდე” (ზოგჯერ ჩანთით) საქმიან ურთიერთობაში საჭირო საგნების სრული კომპლექტით: ბლოკნოტები (ტელეფონები, მისამართები, დღიური გეგმა, კალენდარი და სხვ.), კალკულატორები, მარკერი, ფლომასტერები, პატარა ფერადი ფურცლები და სხვ. ოფისში მუშაობის კულტურას ხელს უწყობს ბარათების ალფაბეტური რეგისტრატორი, სპეციალური კარტოთეკები, პლასტიკატის საქაღალდე, საქაღალდე-ფაილი, პლასტიკატის ყუთები დოკუმენტაციისთვის (“ბოქსები”), სავიზიტო ბარათების შესანახი ალბომი და სხვ. მობილური ტელეფონის გარდა მენეჯერის თავისუფლების ხარისხის გაზრდას ემსახურება პერსონალური რადიოგამოძახების სისტემა _ პეიჯერი (Page _ გამოძახება). ესაა ალფაბეტურ-ციფრული ფაქსი ჯიბეში, ინფორმაციის ცალმხრივი გადაცემით. ტელეფონით პეიჯინგურ ტერმინალთან დარეკვის შემდეგ რამდენიმე წუთში პეიჯერის ეკრანზე გამოჩნდება საჭირო ინფორმაცია. პეიჯინგური ქსელი ფიჭურზე იაფია, ამჟამად მოქმედებს თბილისში და მალე საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდება. საზღვარგარეთ გამოჩნდა სრულიად ახალი ინტეგრირებული სისტემა: პერსონალური ციფრული თანაშემწე _ ავტოკალმის ფორმის მობილური ტელეფონი ერთდროულად კომპიუტერის ფუნქციებით. 55 საქმიანი წერილის შედგენის ხანგრძლივობას ძალზე ამცირებს დიქტოფონის გამოყენება (20 წუთიდან 5 წუთამდე). დიქტოფონზე ჩაწერილ ტექსტს მდივანი უკვე დამოუკიდებლად ბეჭდავს. პირად ორგტექნიკას მიეკუთვნება პლასტიკური ბარათების (ელექტრონული ფული) ის ჯგუფი, რომელიც ინდივიდუალური მფლობელის განკარგულებაშია. პლასტიკური ბარათების მრავალი სახე არსებობს: საბანკო (საკრედიტო და სადებიტო), კორპორაციული, პირადი (“ოქროსი” და სხვ.), დაზღვევის, ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების, გადასახდელების (ტურიზმის, გართობის და სხვ.), მაგნიტური, ელექტრონული (მიკროპროცესორით) და სხვ. ბარათების გაყალბების წინააღმდეგ მფლობელს აქვს შიფრი _ პერსონალური იდენტიფიკაციის (PIN) კოდი. საოფისე ორგტექნიკა პირად და საოფისე ორგტექნიკას შორის განსხვავება ტექნიკის სწრაფი განვითარების გამო მეტ-ნაკლებად პირობითია, ვინაიდან საოფისე ტექნიკა გაიაფების და ზომების შემცირების შემდეგ ხშირად პირად ორგტექნიკაში გადადის (როგორც ეს მოხდა კომპიუტერის და ფაქსის მაგალითზე). ოფისის მართვაში ტრადიციული პრობლემაა საქმიანი დოკუმენტების გაფორმება საბეჭდი (საწერი) მოწყობილობებით. საწერი მანქანების შემდეგი სახეები არსებობს: პორტატული (15 კგ-მდე), საკანცელარიო (მექანიკური და ელექტრონული _ 30 კგ-მდე), ელექტრონული (კომპიუტერული), სტენოგრაფიული. ელექტრონული მანქანები იყოფიან მარტივი, საშუალო (8 K მეხსიერებით) და რთული კლასის (საგამომცემლო) სისტემებად. ელექტრონული ფული გამოიგონა XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა სამინისტროს ჩინოვნიკმა (შემდგომში რეპორტიორმა) როლან მორენომ (ის ახლაც პარიზში ცხოვრობს). პირველი ბარათები გამოჩნდა 1914 წელს, აშშ-ში. პირველი საბეჭდი მანქანა 1914 წელს შეიქმნა. ამჟამად მანქანაზე ბეჭდვის საშუალო სიჩქარეა 150 ნიშანი/წთ. ტექსტის კარნახისას სიჩქარე აღწევს 400 ნიშანი/წთ, ხოლო რეკორდულია 700 ნიშანი/წთ. 56 ოფისში მუშაობას ხელს უწყობს ტექსტების დაბეჭდვისას შეკვეთის ბლანკით სარგებლობა (დანართი 9). საჭიროა განვასხვავოთ ასლების გადაღების და გამრავლების ტექნიკა. ასლის გადაღების ტრადიციული მეთოდებია შუქგადაღება, ფოტო, ჰექტოგრაფი, სტეკლოგრაფი, ტრაფარეტული ბეჭდვა. ამჟამად დიდი მიღწევები აქვს ელექტროგრაფიას და თერმოგრაფიას. ელექტროგრაფია (ქსეროგრაფია) ქაღალდზე გამოსახულების მიღების ოპტიკური მშრალი მეთოდია (მასშტაბის 20 _ 1000% შეცვლით). ქსეროგრაფიის იდეა მარტივია: ნახევარგამტარი სიბნელეში იზოლატორი, სინათლეზე კი ელექტრონული მუხტის გამტარია. თერმოგრაფისგან გნსხვავებით, ამ გზით მიღებულ ასლებს შენახვის დიდი ხანგრძლივობა აქვთ. დიდი პოპულარობა მოიპოვა ფირმა XEROX, AGFA, RANK XEROX, CANON, RICOH მიერ გამოშვებულმა შავ-თეთრმა და ფერადმა ელექტროგრაფიულმა აპარატებმა. ოფისში ასლების გამრავლება (დოკუმენტის ფაქსიმილური რეპროდუქცია) ოპერატიული პოლიგრაფიის მეთოდით ხდება. ე.წ. მაღალი ბეჭდვისგან განსხვავებით ამჟამად ფართოდ გავრცელდა ოფსეტური (ბრტყელი) ბეჭდვის ტექნოლოგია. ამ მხრივ საინტერესოა იაპონური ფირმა RISO მიერ გამოშვებული ფერადი რიზოგრაფი, რომლის ასლს “ქსეროქსზე “ 10-ჯერ უფრო ნაკლები ღირებულება აქვს. რიზოგრაფი 130 ფურცელი/წთ სიჩქარით მუშაობს. რეკორდულია მისი დოლის რესურსიც _ 8 მლნ ასლი. რიზოგრაფის მაქსიმალური ეფექტურობა 500-3000 ტირაჟის ინტერვალშია. საერთოდ, ოპერატიული პოლიგრაფიის რენტაბელობა რამდენიმე ათასი ტირაჟის ფარგლებშია. უფრო მაღალი ტირაჟის დროს იყენებენ უკვე პოლიგრაფიის თანამედროვე საშუალებებს. მაგალითად, ფირმა RANK XEROX მიერ შემუშავებულ სრულად კომპიუტერიზებულ წიგნების საგამომცემლო სისტემას DocuTech (დოკიუტეკი) დღეში 80 ათასი ასლის წარმადობა აქვს. Desktop კლასის კომპიუტერები კი შლიან ტრადიციულ ზღვარს გამომცემლობას და ტიპოგრაფიას შორის: გვერდის მაკეტი კომპიუტერის ეკრანზე კეთდება, აკრეფილი ტექსტი შედის ფოტოლინოტიპზე და იღება ფირზე. ტექსტის და ნახაზების განაწილება _ დაკაბადონება ავტომატურად, პროგრამულად ხდება. ორგანიზაციაში გადასახადების კონტროლისათვის გამოიყენება სალაროს აპარატები წაუშლელი მეხსიერებით. თანამედროვე აპარატები 16 თანრიგიანია, შტრიხ-კოდური სისტემით, თერმობეჭდვით. ბანკებში ფულის ბანკნოტების შესაფუთად და დასათვლელად ავტომატური ხელსაწყოები გამოიყენება. ზოგიერთი მთვლელი ერთდროულად ყალბი სალაროს აპარატი გამოიგონა 1878 წელს ამერიკელმა ჯეიმს რიტიმ, რომელმაც მიიღო პატენტი “მოუსყიდავ მოლარეზე.” 57 ვალუტის ტესტერის (დეტექტორის) ფუნქციებსაც ასრულებს. შემოწმების ტექნოლოგია სხვადასხვაა, მაგრამ ძირითადად ეყრდნობა ულტრაიისფერი სხივების მეთოდს. საოფისე ორგტექნიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში დიდი ხანია გასცდა ოფისის ჩარჩოებს და ტრანსპორტზეც გადაინაცვლა. მაგალითად, “ბოინგის” უკანასკნელ მოდელებში (777 და სხვ.) თვითმფრინავში მოწყობილია ტერმინალები საქმიანი ადამიანისათვის (ფაქსი, ტელევიზორი, ტელეფონი, მაგნიტოფონი, საკრედიტო ავტომატი, საერთაშორისო კომპიუტერული ქსელები) უკვე რუსულ ავიაკომპანიებშიც გამოჩნდა. მმართველობითი საქმიანობის ავტომატიზაცია კომპიუტერის საშუალებით, საერთო და სპეციალური საქმისწარმოების უქაღალდო ტექნოლოგია განვითარებულ ქვეყნებში სათანადო სიმაღლეზეა (პროგრამა Microsoft Office და სხვ.). საქართველოში დანერგილია სპეციალური საქმისწარმოების კომპიუტერული პროგრამები (საბუღალტრო, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, ბანკთაშორისი ოპერაციების და სხვ.), ისიც ცალკეულ ორგანიზაციებში. მასობრივად კი ოფისის მმართველობითი საქმიანობა ისევ ტრადიციულ (ხელით) დამუშავების დონეზეა. 7. ბეჭდები და შტამპები _ Stamps ახლადშექმნილ ორგანიზაციას (იურიდიულ პირს) სჭირდება ბეჭედი* და კუთხური შტამპი. საჭიროა განვასხვავოთ ძირითადი ბეჭედი და დამატებითი ბეჭდები, კუთხური შტამპი და დამატებითი შტამპები. ძირითადი, მრგვალი, კაუჩუკის ბეჭდის ესკიზი შეიძლება გაკეთდეს სტანდარტული, A4 ფორმატის (იხ. დანართი 1) ქაღალდზე ფანქრით და შავი ავტოკალმით: ფარგლით დახაზულ კონცენტრულ წრეებში იწერება შემდეგი რეკვიზიტები (ერთ, ორ ან სამ ენაზე): ˆ სახელმწიფო (საქართველო) ˆ უწყებრივი დაქვემდებარება (სახელმწიფო დაწესებულებაში) ˆ ორგანიზაციის სახელწოდება ˆ სტრუქტურული ქვედანაყოფი ˆ საიდენტიფიკაციო კოდი (9 თანრიგიანი, “საგადასახადო” რეესტრის მიხედვით) ˆ სახელმწიფო გერბი (ემბლემა, საქონლის ნიშანი) * საქართველოს რესპუბლიკის კანონში “მეწარმეთა შესახებ” არაა განსაზღვრული ბეჭდის გამოყენების საკითხები. 58 ბეჭდის ესკიზზე წრეწირზე სიტყვების გადაკვეთის ადგილზე გამოიყენება ნიშანი *: სახელმწიფო გერბის გამოყენება ბეჭედზე დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების ძირითად ბეჭედზე. სხვა ორგანიზაციები ბეჭდის ცენტრში ათავსებენ ემბლემას, საქონლის ნიშანს, სახელწოდებას, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციის ნომერს და სხვ. ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდეგ ბეჭდის ესკიზი გადაეცემა პოლიციას რეგისტრაციისთვის, ხოლო შემდეგ _ სახელოსნოს დასამზადებლად. დიდ ორგანიზაციებში ძირითადი ბეჭდის გარდა გამოიყენება კაუჩუკის დამატებითი მრგვალი ბეჭდები: “კანცელარია”, “კადრები”, “ცნობისათვის” და სხვ. აგრეთვე ლითონის ბეჭედი (20 მმ დიამეტრით) სეიფების და კონვერტების დასალუქად (ორგანიზაციის მოკლე დასახელებით და რამდენიმე ციფრით), მაგ.: ძირითადი ბეჭდის (2-3 ენაზე) დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 40-45 მმ, დამატებითი ბეჭდის კი _ 30-35 მმ. საჭიროა დავიცვათ ბეჭდის ხმარების წესი _ ბეჭედი უნდა მოიცავდეს თანამდებობის დასახელებას და ხელმოწერას ერთდროულად: დირექტორი არ შეიძლება ბეჭდის ხმარება სუფთა ფურცელზე, რომლის ფონზეც არაა ბ.ა. (ბეჭდის ადგილი), ხელმოწერა ან დაბეჭდილი სიტყვა. პასუხისმგებლობა ბეჭდის შენახვაზე და ხმარებაზე ეკისრება ორგანიზაციის პირველ პირს. ახალი ორგანიზაციის (იურიდიული პირის) რეგისტრაციაში გატარებისთვის აუცილებელია კუთხური შტამპის ესკიზების შექმნა. ეს ესკიზები იგივე წესით ფორმდება, როგორც ბეჭედი. კუთხურ შტამპში იგივე რეკვიზიტებია, რაც ბეჭედში, რომელსაც ემატება თარიღის, წერილის ნომრის და მისამართის (ტელეფონის) რეკვიზიტები. კუთხური შტამპის ზომებია 55x60 მმ. პრაქტიკაში კუთხური შტამპი გამოიყენება მცირე ორგანიზაციებში (200 დოკ/წელი ნაკლები დოკუმენტბრუნვით). ორგანიზაციებში დიდი დოკუმენტბრუნვით კუთხური შტამპის ნაცვლად იყენებენ მზა მიმართვის (წერილის) ბლანკებს (იხ. დანართი 2). დიდ ორგანიზაციებში კუთხური შტამპის გარდა საჭიროა დამატებითი შტამპები: ˆ ორგანიზაციის მოკლე სახელწოდებით, ზომით 30x10 მმ, მაგალითად: თსუ 381 59 ˆ წერილის რეგისტრაციისთვის, ზომით 50x30 მმ: ˆ წერილის ვადაზე შესრულების კონტროლისათვის, ზომით 30x10მმ ˆ მივლინებებისთვის (მრგვალი ბეჭედის “კანცელარია” ნაცვლად), და ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა შტამპები. 8. შტრიხული კოდირების სისტემა (ზებრა) _ “Zebra” პროდუქციის შტრიხული კოდირების სისტემა მოიცავს ასეულ მილიონ საქონელს, რომლის დაშიფვრა ხდება მრავალთანრიგიანი კოდით, იქვე მიწერილი ვიზუალური ნიშნებით. საქონლის ერთიანი კლასიფიკატორი ამარტივებს სააღრიცხვო ოპერაციების ავტომატიზაციას, კონტრაქტებს, საბაჟო და საგადასახადო ოპერაციებს, სტატისტიკური მონაცემების შედარებას, ზრდის სიზუსტეს, და საერთოდ ხელს უწყობს წარმოების და ვაჭრობის სფეროს ცივილიზებულ განვითარებას. 1988 წლიდან მოქმედებს საერთაშორისო კონვენცია საბაჟო თანამშრომლობაზე. 1991 წლიდან მას შეუერთდნენ “დსთ” ქვეყნები (9 თანრიგიანი კოდით, რომლის 6 თანრიგი ემთხვევა საერთაშორისოს). კონვენციაში ჩართული ქვეყნების რიცხვი სწრაფად იზრდება და 100 გადააჭარბა. უკვე შედგენილია რამდენიმე ელექტრონული ცნობარი: “საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა”, “ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის კომბინირებული სატარიფო-სტატისტიკური ნომენკლატურა” და სხვ. ცნობარებში მთელი არსებული საქონელი დაყოფილია 21 განყოფილებად, შესაბამისი ჯგუფებით და სასაქონლო პოზიციებით. შტრიხ-კოდი (ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურა, “ზებრა”) მაქსიმუმ 14 თანრიგისგან შედგება. შპს აია შპს აია რეგ. № “ “ ხელმოწერა 60 ადგილობრივი, ნაციონალური სისტემებისათვის საჭიროა მინიმუმ 7 თანრიგი. მცირე ზომის საქონელზე, როგორც წესი, 8 თანრიგიანი (EA-8) კოდია, დიდი გაბარიტების საქონელს კი “ზებრის” ცალკე ბარათი მოყვება. შტრიხ-კოდის საერთაშორისო სისტემის (EAN) გარდა საქონელზე შესაძლოა გამოსახული იყოს რეგიონალური სისტემებიც (UPC _ სამხრეთ ამერიკის ასოციაცია). ტექნიკურად, შტრიხ-კოდის წამკითხველი აპარატი ფაქტობრივად ცვლის სალაროს აპარატს. მისი ძირითადი ნაწილია მინის “ჯვარი“ ცენტრში ლაზერის სხივით. ხაზების სხვადასხვა სისქით და ზოლებს შორის ინტერვალით კომპიუტერისთვის საქონლის კოდია ჩაწერილი (იქვეა ვიზუალური ნიშნებიც საჭირო შემთხვევაში ხელით ასაკრეფად). არსებული სტანდარტებით, ზოლების წინ და უკან უნდა იყოს სუფთა (ე.წ. სტაბილიზაციის) ზონა. ამოკითხვა იწყება პირველი (“სტარტი”) და მთავრდება ბოლო ხაზით (“სდექ”). თუ წაკითხვა შეიძლება ორივე მიმართულებით, ეს აღნიშნულია სათანადო ისრებით. ამრიგად, აპარატზე გატარების შემდეგ კომპიუტერი იძლევა სიგნალს და ერთდროულად საჭირო ინფორმაციას ინდიკატორზე (ეკრანზე). ეს ინფორმაცია თანრიგების მიხედვით ასეა განაწილებული: ქვეყანა (2-3 თანრიგი), წარმოება (4-5 თანრიგი), საქონლის ხარისხი, ზომა, ფერი, მასა (5 თანრიგი), საკონტროლო თანრიგი (1 თანრიგი) კომპიუტერული კონტროლისათვის. ქვეყნის გაშიფვრა ადვილია ვიზუალურადაც (ათვლა იწყება მარცხენა ცალკე მდგომი თანრიგიდან): 86 _ თურქეთია, 38 _ ბულგარეთი, 49 _ იაპონია და ა.შ. საქართველოში შტრიხ-კოდის დანერგვა ჯერ კიდევ 1993-95 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირველ ინდიკატურ გეგმაში იყო შეტანილი. ამჟამად მიმდინარეობს სათანადო სამუშაოები, რათა საქართველო გაწევრიანდეს შტრიხული კოდირების სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთოდ, ჩაერთოს ეკონომიკური ინფორმაციის გაცვლის მსოფლიო ქსელში. 9. ზონარგაყრილი წიგნი _ Book with Lace მკაცრი აღრიცხვის ზოგიერთი დოკუმენტი სავალდებულოა ინახებოდეს ზონარგაყრილი წიგნის ფორმით. ის შეიძლება გაკეთდეს ჟურნალისგან, საერთო რვეულისგან, მაგრამ ყველაზე მარტივად მზადდება სწრაფმკერისგან, რომლის ორივე ხვრელში გაყრილია წვრილი ზონარი (ან მკვრივი ძაფი). ზონარის ბოლოები სწრაფმკერის უკანა ყდის შიდა მხარეს დაწებებულია თხელი ქაღალდით: 61 სწრაფმკერში (რვეულში) ყველა გვერდი ინომრება. დაწებებულ ქაღალდს აწერენ, მაგალითად, “მოცემულ წესდებაში დანომრილი და ბეჭდით დამოწმებულია 20 (ოცი) ფურცელი”. პასუხისმგებელი პირების ხელმოწერის შემდეგ ამ ფურცელს დაესმის ორგანიზაციის ბეჭედი. მართვის კომუნიკაციური კულტურა 1. კულტურის კონცეფცია მენეჯმენტში _ Culture Conception in Management ეკონომიკური რეფორმების და საერთოდ, ყველა პროგრესული ცვლილებების მთავარი საყრდენი (და ერთდროულად, შემაფერხებელი) ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანის ცნობიერება და კულტურაა. მართლაც, განათლებული, მაღალპროფესიული, კულტურული კადრების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ეკონომიკის განვითარების ახალ საფეხურზე ვერ გადავა. ამიტომაა რომ 80- იანი წლებიდან საზღვარგარეთის ფირმები დიდ ყურადღებას უთმობენ მართვის მძლავრ ინსტრუმენტს _ ორგანიზაციულ კულტურას. თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა სწორედ კულტურის კონცეფციას ეყრდნობა. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, იაპონია, ომის შემდგომ წლებში მოშიმშილე სამხრეთ კორეა დღეს განვითარებული ქვეყნებია. იაპონიამ ომის შემდგომი აღდგენა ახალგაზრდა თაობის განათლებით დაიწყო. საყოველთაოდ ცნობილია შრომის ორგანიზაციის გერმანული კულტურა. დიდი ყურადღება ექცევა განათლებას სამხრეთ კორეაშიც. მუშაობის კულტურის ძველმა თავი 3 62 ტრადიციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ქვეყნების ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. ხუთიოდე წლის წინათ აშშ-ში ბიზნესის სკოლების ბუმი იყო. უნივერსიტეტებში პრესტიჟულად ითვლებოდა ასეთი სკოლის შექმნა. სწორედ ამ სკოლებმა “კონვეიერული წესით” მოამზადეს მსოფლიოს ბიზნესის სკოლების 25% (75 ათასი დიპლომი წელიწადში). ინტენსიურია სწავლების პროგრამა, საკმაოდ მაღალია სწავლის ღირებულებაც, მაგრამ კურსდამთავრებულს ისეთი მაღალი ხელფასი აქვს, რომ პრესტიჟულ სასწავლებლებში (სტენფორდის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) კონკურსი ადგილზე 10-15 კაცს აღწევს. ბევრ კომპანიას მენეჯერთა სათანადო მომზადების საშუალება არ აქვს. მენეჯერთა არაკომპეტენტურობის გამო ყოველწლიურად ამერიკაში კომპანიების დაახლოებით ათი პროცენტი იხურება. ბიზნესის სკოლისადმი ყურადღება, განსაკუთრებით ინტენსიურია ევროპაში, სადაც უახლოეს წლებში მოსალოდნელია მაგისტრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულთა რიცხვის გაორმაგება. ამ მხრივ დიდი გეგმები აქვს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (დიდი ბრიტანეთი). დიდ თანხებს ხარჯავენ ევროპის ფირმები მენეჯერთა კადრების გადამზადებაზე. როგორია სწავლების პროგრამა ამ სკოლებში? აქ ასწავლიან მენეჯმენტს (“მართვას საერთოდ”), ინფორმაციულ სისტემებს, საბანკო საქმეს, გამოყენებით ეკონომიკას, ბიზნესის მათემატიკას, ფინანსების მართვას, ბიზნესის სამართალს, მეცნიერებას ადამიანის ქცევის შესახებ (ბიქევიორისტიკა), მარკეტინგს, ოპერაციათა გამოკვლევას და სხვა საგნებს. ძირითადი კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი ირჩევს სპეციალობას. ცხადია, ყველა სკოლას განსხვავებული პროგრამა აქვს. მაგალითად, ჰარვარდში და ლონდონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის ეთიკის პრობლემებს. თეორიულ საგნებს მაინც დამატებითი ადგილი უკავიათ, ვინაიდან ბიზნესი უპირველეს ყოვლისა _ პრაქტიკაა. ამიტომ, სწავლებას სქოლასტიკური ხასიათი რომ არ ჰქონდეს, იქვე აუდიტორიებში ხდება შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომაა რომ სემინარულ მეცადინეობებს ატარებენ ისეთი მსხვილი კომპანიების მმართველები (ძირითადად, განყოფილების გამგეები), როგორიცაა “იბმ”, “ბელი”, “კოდაკი” და სხვ. ბიზნესის სკოლების 80%-ში სწავლება აქტიური ლექციების, საქმიანი (როლებრივი) თამაშების და “კონკრეტული სიტუაციების ანალიზის” მეთოდებით ტარდება. ამ მეთოდების ცენტრალური ცნებაა იმიტაცია _ გამოცდილების დაგროვების იაფი საშუალება. საქმიან თამაშებში სულ უფრო მზარდი ადგილი უკავია კომპიუტერულ პროგრამებს, როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ რეჟიმში. 63 იაპონიაში მენეჯერებს ცხოვრებასთან უფრო ახლოს, უშუალოდ წარმოებაში ამზადებენ. ამიტომ იაპონიაში ბიზნესის სკოლების რიცხვი ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ახალი ტიპის მმართველთა მომზადებისთვის სულ უფრო მეტი იაპონელი სწავლობს დასავლეთის სკოლებში. საქმიანი მართვის მაგისტრის დიპლომის ეფექტიანობის ვადა, 7 წელს არ აღემატება. და ბოლოს ხანგრძლივი, ზოგადი კურსები სულ უფრო უთმობენ ადგილს კონკრეტულ, ამა თუ იმ ფირმაზე გათვლილი პროგრამით შედგენილ 3-4 დღიან კურსებს. 2. სწრაფი კითხვა _ Rate Read საქმიანი ადამიანის სამუშაო დღის მესამედი შემოსული კორესპონდენციის, სხვადასხვა ორგტექნიკიდან “ამოღებული” დოკუმენტაციის, სპეციალური ლიტერატურის კითხვას ხმარდება. როცა ყოველ წუთს ფასი აქვს, ეს საკმაოდ დიდი დროის დანაკარგია. მისი შემცირება შეიძლება სწრაფი კითხვის ჩვევების გამომუშავებით. საშუალოდ, ადამიანი წუთში 200 სიტყვამდე კითხულობს. ამ სიჩქარის ჩამოყალიბება საშუალო სკოლაში (მე-4 კლასში) ხდება და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში თითქმის არ იცვლება. ადამიანი, რომელიც შეეჩვია შენელებული ტემპით კითხვას, დარწმუნებულია, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია სიჩქარის მნიშვნელოვნად გაზრდა, მაშინ როდესაც კითხვის სიჩქარე _ ეს მხოლოდ ჩვევაა. ამ ჩვევის შეცვლა შეიძლება სპეციალურ კურსებზე, სადაც სათანადო ვარჯიშებით სიჩქარე შეიძლება 2-3-ჯერ გავზარდოთ (400 - 600 სიტყვა წუთში). კითხვის მეთოდიკას სოლიდური სამეცნიერო ბაზა აქვს. ეს მეთოდიკა საშუალებას იძლევა ჩავატაროთ თვალის მოძრაობის ფოტოგრაფია, ავსახოთ გრაფიკულად მზერის ყოველი შეჩერება, კითხვის დრო და სხვ. საქმიანი თამაში (“კალათა”): მსმენელმა მოკლე ვადაში უნდა წაიკითხოს, დაამუშავოს და რეზოლუცია დაადოს 10-15 საქმიან წერილს. ჩვენი კითხვის სიჩქარეა მხოლოდ 200 სიტყვა წუთში. ადამიანის მაქსიმალური სიჩქარეა 1200 სიტყვა/წთ. ასეთი ტემპით კითხულობდა, მაგალითად, აშშ პრეზიდენტი ჯონ კენედი. 64 ქვემოთ მოყვანილია ტრენინგები სწრაფი კითხვის დამოუკიდებელი გზით შესწავლისათვის. პრაქტიკისთვის ყველაზე კარგია საშუალო სირთულის ტექსტი (პოპულარული ჟურნალიდან). დაინიშნეთ დრო და შეამოწმეთ, რამდენის წაკითხვას მოასწრებთ, ვთქვათ, 10 წუთში. ეცადეთ, მეორე დღეს ამავე დროში წაიკითხოთ უფრო მეტი. თავდაპირველად გაგიჭირდებათ აღიქვათ ტექსტის შინაარსი, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია განთავისუფლდეთ კითხვის ძველი ჩვევებისაგან. კითხვის დაბალი სიჩქარის საყოველთაოდ გავრცელებული მიზეზია მზერის უკვე წაკითხულ სტრიქონზე უკან დაბრუნება, თითქოსდა გაუგებარი შინაარსის გამო (ამ ეფექტს რეგრესიას უწოდებენ). რეგრესიის ჩვევის მოსაშლელად რეკომენდებულია წინა (ზედა) სტრიქონზე დაფარებული ფურცლით კითხვა, სულ ცოტა სამი კვირის განმავლობაში. სწრაფ კითხვას ხელს უშლის აგრეთვე ე.წ. ვოკალიზაცია _ ყოველი სიტყვის “მოსმენა”. ზოგიერთი ადამიანი კითხვისას მექანიკურად, უხმოდ (ზოგჯერ ჩურჩულით) იმეორებს ტექსტს ტუჩების, ენის, ყელის იოგების უმნიშვნელო მოძრაობით. ვოკალიზაციის “მოსახსნელად” საჭიროა ყურადღების გამახვილება არა ყოველ სიტყვაზე, არამედ მთლიანად ტექსტზე, აგრეთვე კითხვისას ერთდროულად რაიმე რითმის კაკუნი (მაგ.: . . . _ _ _ ). თუ ადგილი აქვს შინაგან “მოსმენას” ან ტექსტს ვერ წაიკითხავთ, ან რითმი აგერევათ. სწრაფი კითხვის შემდეგი რეზერვია, ე.წ. ფიქსაცია. როგორც ექსპერიმენტმა გვიჩვენა, თვალის სტრიქონზე მოძრაობის 95% დრო მზერის შეჩერებაზე, ფიქსაციაზე მოდის. ეს ხდება საშუალოდ 4-ჯერ წამში. ფიქსაციის მიზეზია ხედვის ვიწრო, პატარა კუთხე. ამ დროს სტრიქონში მზერის რამდენიმე ნახტომი _ ფიქსაცია გვაქვს. ხედვის ფართო კუთხისას (პერიფერიული ხედვა) რამდენიმე სიტყვას ერთდროულად აღვიქვავთ, შინაარსსაც უკეთ ვიგებთ. ამ ჩვევის წინააღმდეგ საჭიროა ყოველი სტრიქონის დამზერა არა პირველი, არამედ მეორე-მესამე სიტყვიდან. უფრო მეტიც, უნდა ვეცადოთ ერთი ასოთო (ერთი მარცვლით) აღვადგინოთ მთელი სიტყვა. ხედვის კუთხის განსაზღვრა და გაზრდა შეიძლება შემდეგი ტესტით: 65 0 9 8 7 6 5 4 3 2 1 2 3 4 5 6 7 8 9 0 მზერა საჭიროა გავამახვილოთ ცენტრში “1”-ზე. დაუკვირდით, რამდენ ციფრს ხედავთ ერთდროულად ორივე მხარეს. გაუვარჯიშებელი ადამიანი ხედავს მხოლოდ 5-6 ციფრს, ამიტომ ორივე მხარეს (ისე რომ დაფაროს ციფრი 6) დააფარეთ სუფთა ფურცლები და ივარჯიშეთ ხედვის კუთხის გაზრდაში, ვიდრე ფურცლების თანმიმდევრული გადაადგილებით არ მიაღწევთ “0”-ს, მაქსიმალურ ხედვის კუთხეს. კითხვის სიჩქარეს ზრდის აგრეთვე ე.წ. “სლალომის” მეთოდის გამოყენება: მზერა სტრიქონის მარცხენა კუთხიდან გადადის არა იგივე, არამედ მომდევნო სტრიქონის მარჯვენა კუთხეში, შემდეგ ისევ მარცხენაზე და ა.შ. გაზეთის ან წიგნის ტექსტის შუაში, ვერტიკალურად ფანქრით გაავლეთ ხაზი, რომელზეც კითხვისას გაამახვილებთ მზერას. ივარჯიშეთ ასე დღეში 5 წუთი მაინც. და კიდევ ერთი მეთოდი: ჩაიწერეთ მაგნიტოფონზე ტექსტი ჩვეულებრივზე 1,5-ჯერ მეტი ტემპით (სიმჭიდროვით). პრაქტიკულად, ეს ნიშნავს 400 სიტყვიანი საერთო ხასიათის (პოპულარული ჟურნალის) ტექსტის ისე ჩაწერას, რომ მისი ხანგრძლივობა ერთი წუთის ფარგლებში იყოს. ასეთი “დაჩქარებული” ჩანაწერების რეგულარული მოსმენით მსმენელი ეჩვევა სწრაფ აზროვნებას და შედეგი რამდენიმე ტრენინგის შემდეგ უკვე იგრძნობა. ყველა ჩამოთვლილი ტრენინგი, ბუნებრივია, გულისხმობს, რომ სწრაფ კითხვასთან ერთად ტექსტის შინაარსსაც ვიგებთ. 1-2 თვის შემდეგ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად გაიზარდა თქვენი სიჩქარე: წამმზომიანი საათით წინასწარ ჩაინიშნეთ 500 სიტყვიანი მარტივი ტექსტის დაწყების და დამთავრების დრო (2 წუთი _ ნელი, 1,5 წთ _ საშუალო, 1 წთ _ საშუალოზე მეტი სიჩქარე). 3. საქმიანი საუბარი და მოლაპარაკება _ Business Negatiations საქმიანი საუბრის, მოლაპარაკების კონცეფცია მოიცავს თანამოსაუბრის დაინტერესებას, ნდობის ატმოსფეროს შექმნას და ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას. ამდენად მოლაპარაკების წარმატებით წარმართვა იოლი არაა და გარკვეულ ცოდნას, უნარს და გამოცდილებას მოითხოვს. საქმიან საუბარში შეიძლება ხუთი ფაზის (ეტაპის) გამოყოფა: დასაწყისი, ინფორმაციის გადაცემა, დასაბუთება, მოსაუბრის არგუმენტების უარყოფა, გადაწყვეტილების მიღება. საქმიანი მოლაპარაკების დასაწყისში, ოფიციალურ ნაწილზე გადასვლამდე, საჭიროა “თავისუფალი” ატმოსფეროს შექმნა. ყურადღების მიქცევისათვის, დაინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას, პირველ 66 სიტყვებს: ამიტომ არ შეიძლება საუბრის დაწყება აგრესიით, ყოყმანით, მობოდიშებით (“აქეთ ვიყავი და შემოვიარე”), ან სადისკუსიო საკითხით (“მე სხვა აზრი მაქვს”). პირიქით, რამდენიმე თბილი სიტყვა, ხუმრობა, სახელით მიმართვა და, საერთოდ, პატივისცემის გამოხატვა (მიმიკით და სხვა) ხსნის მოლაპარაკების დაწყების საერთო დაძაბულობას. ინფორმაციის გადაცემის ფაზაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეფლექსიას, რაც გულისხმობს თანამოსაუბრის როლში გადასვლას, მის გაგებას _ მოლაპარაკების შედეგი ხომ ორივე მხარისთვის უნდა იყოს მომგებიანი. საქმიან საუბარში მონაწილეთ აქვთ თავიანთი ინტერესები (ჭეშმარიტი პოზიციები), გამოთქმული პოზიცია კი ყოველთვის როდი ემთხვევა ჭეშმარიტ პოზიციას. შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოინახება ინტერესების გადაკვეთის სფერო. საქმიანი ადამიანი კარგი მსმენელიც უნდა იყოს. თანამედროვე პირობებში ადამიანი ისეა გადატვირთული ინფორმაციით, რომ თუ ენას სათანადო ემოციური დატვირთვა არა აქვს, შეიძლება ვერც გაგვიგონ. ტონს, ტემბრს და ინტონაციას ინფორმაციის 40 პროცენტი გადააქვს. საუბრის დასაწყისში რიტმი ისეთივე ინტენსიური არ უნდა იყოს, როგორც დასასრულს. საუბრის ეფექტურობა და შთაბეჭდილება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მენეჯერის მეტყველების კულტურაზე, მის სიტყვათა მარაგზე. დასაბუთების (არგუმენტირების) ფაზაში საუბარი უფრო დამაჯერებელი იქნება, თუ სიტყვიერ ინფორმაციას განვამტკიცებთ ციფრებით, გრაფიკებით, ოფიციალური მასალებით. არგუმენტირება ძნელი პროცესია. იგი მოითხოვს ცოდნას, ყურადღების კონცენტრაციას, კორექტულ გამოთქმებს. დასაწყისში უმჯობესია ძლიერი არგუმენტების მოშველიება. ეს თავიდანვე განგიმტკიცებთ პოზიციას. ძლიერია წინასწარ მოფიქრებული შეკითხვების მეთოდიც:კითხვები ისე უნდა იყოს დასმული, რომ შეიცავდეს სიტყვებს: რატომ, როდის, როგორ, სად? მაშინ მოსაუბრეს გაუჭირდება ნეიტრალური, მონოტონური პასუხის გაცემა. საუბრის ამ ფაზაში გავრცელებულია ისეთი ხერხები, როგორიც არის მოსაუბრის სუსტ ადგილებზე “თავდასხმა”, “ჰო, მაგრამ” (მოსაუბრის არგუმენტებზე დათანხმება და შემდგომ “მაგრამ”), შედარება და სხვა. ცხადია, საქმიან საუბარში უნდა შევიკავოთ თავი არგუმენტაციების ხალხური (ე.წ. სპეკულაციური) მეთოდებისგან: ავტორიტეტული სახელის ხსენება, სახუმარო ტონი მოსაუბრის დაბნევის მიზნით, ფრაზის იზოლაცია და საწინააღმდეგო მნიშვნელობის მიცემა, მოსაუბრის აზრის დემაგოგიური დამახინჯება, საქმიდან თანაგრძნობაზე და “მორალზე” გადასვლა, და ბოლოს (ყველაზე “აკრძალული ილეთი”) მოსაუბრის პიროვნული შეურაცხყოფა. პარტნიორების არგუმენტების უარყოფა (შენიშვნების ნეიტრალიზაცია) საქმიანი საუბრის მეოთხე ფაზაა. ეს არგუმენტები შეიძლება იყოს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური, ირონიული ან სულაც გამოუთქმელი. უფრო დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ახდენს ლაკონიური (ოღონდ აუჩქარებელი) პასუხები, ვინაიდან ვრცელ პასუხში უფრო შეიმჩნევა ჩვენი ყოყმანი. სულაც არ 67 არის აუცილებელი ყოველ შენიშვნაზე რეაგირება. დაეთანხმეთ პარტნიორს წვრილმანებში, რათა ძირითად საკითხში თქვენ დარჩეთ მოგებული. წამგებიანია დამნაშავე ადამიანის პოზაც, რომელიც მხოლოდ თავს იცავს. გადაწყვეტილების მიღება _ საქმიანი საუბრის დამამთავრებელი ფაზაა. ყველაზე ხანგრძლივად მოსაუბრეზე ბოლო სიტყვები მოქმედებს, ამიტომ დაიტოვეთ თადარიგში ყველაზე ძლიერი არგუმენტი. მოლაპარაკებისას სიტუაცია ზოგჯერ სტრესულია: ძნელდება გადაწყვეტილების სწრაფი მიღება, საკუთარი უნარის გამოვლენა, სიტუაციის ადეკვატური აღქმა. ამიტომ საჭიროა წინასწარ გაიაზროთ გადაწყვეტილებათა შესაძლო ვარიანტები, დასკვნითი ფრაზების რამდენიმე ვარიანტის წინასწარი მომზადება და მათი გამოყენება სიტუაციის მიხედვით. ზოგადი რეკომენდაციები: ˆ ცალკეული “ვიწრო” სპეციალისტების ინფორმაცია ყოველთვის ცალმხრივია და, პირიქით, საუბარში ზედმეტი გულახდილობა ხშირად მხოლოდ საზიანოა. საჭიროა განვასხვავოთ ფაქტები და მოსაუბრის პირადი შეხედულებები:უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტების “მარცვლების” ამოკრეფა არაზუსტი და ზოგჯერ საერთოდ მცდარი ინფორმაციიდან. ˆ ნუ აღვიქვამთ ტრაგედიად მოსაუბრის სიფიცხეს, მიეცით მას საშუალება “გამოუშვას ორთქლი”, შეიკავეთ თავი. პარტნიორისადმი პატივისცემა საჭიროა მაშინაც კი, როცა იგი უტაქტოა, დააფასეთ მისი ყველაზე სუსტი არგუმენტებიც კი. ხმამაღლა და სწრაფი საუბრით პარტნიორს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მისი დაყოლიება უნდათ. მსმენელზე მაშინ ახდენთ ეფექტს, როცა თავაზიანი ხართ მოსაუბრესთან, იმავდროულად მტკიცე, როცა საქმე პრობლემებს ეხება. ˆ უცხოელ ექსპერტთა მონაცემებით, საუკეთესო დრო საქმიანი საუბრისთვის არის ოთხშაბათი და ხუთშაბათი, 14-16 საათებში. ˆ ჩვენი კაბინეტის მაგიდების “კლასიკური” (T - მაგვარი) განლაგება საუკეთესო როდია საქმიანი საუბრისთვის. მაგიდის ფართო ზედაპირი კიდევ უფრო ზრდის დისტანციის გრძნობას. ექსპერტთა რეკომენდაციით, იდეალურია მოსაუბრეთა განლაგება, როდესაც პარტნიორი ჩვენგან ხელმარჯვნივ, მაგიდის უახლოეს კუთხესთან ზის, ისე რომ ფანჯრისკენ ზურგით არ იყოს. 4. საქმიანი თათბირი _ Delibaration ცნობილია, რომ თათბირების უმეტესობას მეტად დაბალი ეფექტი აქვს. ამის მიზეზია ხელმძღვანელის, თათბირის თავმჯდომარის დაბალი ორგანიზაციული კულტურა. როგორ ჩავატაროთ თათბირი, რომ ის ეფექტიანი იყოს? უწინარეს ყოვლისა, “ყველაზე უკეთ ორგანიზებულია ის თათბირი, რომლის ჩატარებაც არაა საჭირო”. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე თათბირს მოიწვევდეთ, უნდა ეცადოთ საქმე ტელეფონით მოაგვაროთ, სელექტორული თათბირით, ან თქვენი წარმომადგენლის ადგილზე 68 გაგზავნით. თუ თათბირის გამართვა მაინც გადაწყდა, მოიწვიეთ მხოლოდ აუცილებელი პირები. თათბირი რომ შედეგიანი იყოს, მონაწილეთა რიცხვი შვიდს არ უნდა აღემატებოდეს (დიდ თათბირებში გაძნელებულია კონტაქტების დამყარება). საქმისათვის უმჯობესია, თუ ნაკლებად საჭირო თანამშრომლები სამუშაო ადგილზე, ტელეფონთან იქნებიან, ხოლო ის, ვისი საკითხიც განიხილეს, დატოვებს სხდომას. სწორად უნდა შეირჩეს თათბირის დღე და საათი. თათბირი უკეთ იქნება მომზადებული, თუ დღის წესრიგი წინასწარ (რამდენიმე დღით ადრე) დაურიგდება მონაწილეებს. დიდი ფსიქოლოგიური (და აღმზრდელობითი) მნიშვნელობა აქვს თათბირის ზუსტად დანიშნულ დროს დაწყებას, რეგლამენტის დაცვას. ყველაზე დიდი და გავრცელებული შეცდომაა თათბირის გამართვა ოქმის შეუდგენლად. ოქმების უმეტესობა, მდივნების არაკომპენტენტურობის გამო, ცუდად არის შედგენილი, ამიტომაც დაკარგა მან მაორგანიზებელი როლი და უბრალო ფორმალობად იქცა. აქ სასურველია ვისარგებლოთ ამერიკელთა გამოცდილებით, სადაც ოქმს ძალზე მარტივი ფორმა აქვს: გადაწყვეტილება _ პასუხისმგებელი _ ვადები. თათბირის ჩატარების ზოგადი წესები ზოგადი შესავალის შემდეგ პირველად სიტყვა უნდა მივცეთ ახალბედა, ნაკლებადავტორიტეტულ თანამშრომლებს, ხელმძღვანელი კი თავის აზრს გამოთქვამს ყველაზე ბოლოს. მონაწილეთა გამოსვლები იძლევა ერთგვარ საინფორმაციო მოდელს, რომლის ბაზაზეც თათბირის თავმჯდომარე ჩამოაყალიბებს კონცეპტუალურ მოდელს, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება. მენეჯერისთვის აუცილებელია ერკვეოდეს თათბირის მონაწილეთა თეორიულ მოდელებში (ტიპებში). ბევრს უნარი აქვს გამოთქვას კონსტრუქციული აზრები, შეაჯამოს საუბარი, შეიტანოს სიცხადე დისკუსიაში, მოხსნას დაძაბულობა. ხელმძღვანელი მზად უნდა იყოს უარყოფით ტიპებთან თანამშრომლობისთვისაც; რთულია ურთიერთობა თათბირის მონაწილესთან, რომელიც: 1. აკრიტიკებს ყველაფერს, მოუთმენელი და აღგზნებული მოკამათეა. დაწესებულების დერეფანში, ქუჩაში რამდენიმე ამხანაგის შეკრებისას, ისინი ჩვეულებრივ, წრიულად განლაგდებიან. ყოველი ახალი პირის შემოერთებისას გრძელდება თავისუფალი საუბარი, მაგრამ როგორც კი მოსაუბრეთა რიცხვი 7-ს გადააჭარბებს, ატმოსფერო იძაბება და წრე ორ ქვეჯგუფად იყოფა. 69 2. არავის არ ეთანხმება, ჯიუტობს. 3. არ მონაწილეობს საერთო საუბარში. 4. ამბიციურია, ხაზს უსვამს თავის სტატუსს. 5. ძალაუფლების და სხვათა მანიპულაციის მოყვარულია. 6. უსაქმოდ და უტაქტოდ ლაპარაკობს თავის გრძნობებზე. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ტიპებიდან ყველა დარწმუნებულია თავისი ქცევის ბუნებრიობაში, მაშინ, როცა არც ერთი მათგანის გამართლება არ შეიძლება. თათბირის მონაწილეთა განლაგების ყველა შესაძლო ვარიანტებიდან უცხოელი ექსპერტები უპირატესობას ანიჭებენ მრგვალ მაგიდას, რომელიც ხელს უწყობს თანაბარუფლებიან დიალოგს, ხოლო სლაიდების და სქემების დემონსტრაციისას _ П - მაგვარ განლაგებას. თათბირების და სხდომების ჩატარების “კლასიკური” წესი (ტრიბუნა დარბაზის წინ) სრულებით არ განაწყობს ადამიანს ეკამათოს მომხსენებელს ან თათბირის სხვა მონაწილეს. დაახლეობით 50 წუთის შემდეგ თათბირის ეფექტურობა ეცემა, ამიტომ დავალებათა განაწილება დროის ამ მონაკვეთში უნდა მოხერხდეს. იმისათვის, რომ დაგეგმილ თათბირზე მონაწილენი უფრო მომზადებული მოვიდნენ, კარგი იქნება მოკლე, 5 _ წუთიანი თათბირის გამართვა წინა დღეს. 5. ბიზნეს-რეფერენტი _ Business Secretary განვითარებულ ქვეყნებში ხელმძღვანელის სამუშაოს 80% ასრულებს მისი თანაშემწე, ე.წ. ბიზნეს-რეფერენტი (სხვა ტერმინოლოგიით სუპერ-რეფერენტი, მდივან-რეფერენტი). კარგი თანაშემწე ორჯერ ზრდის მენეჯერის შრომის ნაყოფიერებას. ამიტომ არის, რომ აშშ ზოგიერთ ფირმებში მათი ხელფასი თვეში 3000-5000 დოლარია. ასევე პრესტიჟული და პოპულარულია ბიზნეს-რეფერენტის პროფესია სხვა ქვეყნებშიც. მოსკოვში უცხო ენებისა და კომპიუტერის მცოდნე მდივან-რეფერენტის ხელფასი 400-700 დოლარია. მაღალია ასეთი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის შრომის ანაზღაურება თბილისშიც. ბიზნეს-რეფერენტმა თავისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებისთვის უნდა იცოდეს საქმისწარმოება, უცხო ენა, კომპიუტერი, ორგტექნიკა, საქმიანი საუბარი, სტენოგრაფია, საბაჟო, სამეწარმეო და საბუღალტრო კანონმდებლობა, ერკვეოდეს შრომის ორგანიზაციის და საგარეო- ეკონომიკურ (სავალუტო) ურთიერთობათა საკითხებში. პირადი თვისებებიდან აღსანიშნავია საერთო კულტურა, პუნქტუალობა, შრომისმოყვარეობა, მეხსიერება, თავშეკავებულობა, ინიციატივა (იმავდროულად შემსრულებლობა), დახვეწილი მანერები, ადამიანთან ტაქტიანი ურთიერთობის დამყარების, კომერციული საიდუმლოების შენახვის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. 70 ინფორმაციის სწორი დახარისხება-ფილტრაციით ბიზნეს-რეფერენტი დიდ სამსახურს უწევს მენეჯერს. ის კარგად უნდა ერკვეოდეს ორგანიზაციის სტრუქტურაში, თანამშრომელთა კომპეტენციაში და ოფისში თავისებური დისპეტჩერის როლს ასრულებდეს. მენეჯერისთვის თანამედროვე პირობებში უკვე ძნელია დამოუკიდებლად, სამდივნოს გარეშე გაანალიზოს შემოსული ინფორმაცია. ცნობილია, რომ ვისაც არ შეუძლია დავალების მიცემა (უფლებათა დელეგირება), მას არც ხელმძღვანელობის უნარი აქვს. მართვის თეორიაში დელეგირება ნიშნავს ამოცანის და უფლება-მოსილების გადაცემას პირისთვის, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მისი შესრულებისთვის. მიუხედავად ფუნდამენტური მნიშვნელობისა, დელეგირება ყველაზე ნაკლებად გაგებული კონცეფციაა მართვაში. დელეგირებისას მენეჯერის ყურადღება საქმის “თვითშესრულების” ფუნქციიდან ხელქვეითის კონტროლზე გადააქვს. დელეგირება სასარგებლოა არა მხოლოდ მენეჯერისთვის (მას მეტი დრო რჩება საქმის შემოქმედებითი ნაწილისთვის), არამედ თანაშემწისთვისაც _ მდიდრდება მისი გამოცდილება, მატულობს კომპეტენტურობა, საკუთარი თავის რწმენა. იმავდროულად არ ხდება მმართველობითი პასუხისმგებლობის დელეგირება. კლასიკური მაგალითია მედდა, რომელიც ეხმარება ქირურგს ოპერაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქირურგი მას მნიშვნელოვან ფუნქციებს აკისრებს, თუ მედდის შეცდომის გამო ავადმყოფი გარდაიცვალა, პასუხისმგებელი მაინც ქირურგია. ცხადია, არ შეიძლება ყველაფრის დელეგირება (არსებობს ე.წ. დელეგირების საზღვარი). პირველ რიგში, საჭიროა რუტინული, სპეციალური ან მოსამზადებელი სამუშაოს (პროექტის), აგრეთვე კრებებზე, თათბირებზე დასწრების დელეგირება. მაგრამ, დელეგირების “დანერგვას” ხელს უშლის შინაგანი წინააღმდეგობები: მენეჯერმა არ იცის, თუ როგორ უნდა დელეგირება, ან თავს იკავებს უფლებების გადაცემისგან, ვინაიდან მუშაობს პრინციპით “მე უკეთ გავაკეთებ”, უჭირს საქმის დავალება, ნაკლებად ენდობა ხელქვეითს, არ ძალუძს ეფექტიანი უკუკავშირი (კონტროლი), ეშინია რისკის და საერთოდ იმისა, რომ ის “არ ეყვარება ხალხს”. თავის მხრივ, ხელქვეითი ერიდება პასუხისმგებლობას, როდესაც მას ეშინია გადაწყვეტილების მიღების, კრიტიკის, როდესაც არა აქვს მოსკოვში, სუპერ-რეფერენტების 9-თვიან კურსებზე (ფირმების შეკვეთით) ქალიშვილებთან ერთად ვაჟებიც სწავლობენ. ჩამოთვლილი საგნების გარდა აქ ასწავლიან ისტორიას, ლიტერატურას, მეორე უცხო ენას, ფსიქოლოგიას, ქცევის მანერებს, კოსმეტიკას. 71 ცოდნა, საკუთარი თავის რწმენა, და ამდენად, ძალზე დამოკიდებულია ხელმძღვანელზე ან, უბრალოდ, ისედაც ბევრი მიმდინარე საქმე აქვს. ასეთ შემთხვევებში საქმეების გადაცემა ხდება პირიქით, “ქვევიდან ზევით” რაც კიდევ უფრო ტვირთავს მენეჯერს. ეს კეთდება თანაშემწის, ერთი შეხედვით, უწყინარი შეკითხვით: “თქვენ როგორ ფიქრობთ?” მენეჯერის აზრი კი აღიქმება როგორც საბოლოო გადაწყვეტილება და ბრძანება. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი, საზოგადოებისთვის სასარგებლო, კარგი საქმის “ჩაშლის” ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დელეგირების საერთო დაბალი კულტურაა. დელეგირების “რეჟიმში” მუშაობისას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მენეჯერს და თანაშემწეს შორის ინფორმაციის გაცვლის სიზუსტეს. ხშირად თანაშემწის ცუდი მუშაობის მიზეზია მენეჯერისგან სიჩქარეში არაზუსტად მიღებული ინფორმაცია. როგორც წესი, ხელქვეითსაც ეჩქარება (ან ვერ ბედავს დავალების დაზუსტებას), საქმე ცუდად სრულდება და ორივე უკმაყოფილოა. საქმე, რომლის დელეგირებასაც ვაპირებთ, საჭიროა წინასწარ დავგეგმოთ, ამასთან თანაშემწეს ავუხსნათ არა საქმის ნაწილი, არამედ მთელი ამოცანა, მისი არსი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მან სწორად გაიგო ჩვენი მითითებები. მეტი ყურადღების ღირსია დავალების წერილობით “ფიქსაციის” მეთოდი, და, რაც მთავარია, არ უნდა ჩავერიოთ საქმის შესრულების პროცესში. ბიზნეს-რეფერენტი სინქრონიზაციას უნდა უწევდეს მენეჯერის მუშაობას. ამას ხელს უწყობს ყოველ დილით მათი ხუთწუთიანი თათბირი, რომლის შემდეგ თანაშემწე “გადაერთვება” ავტონომიურ რეჟიმზე. ინფორმატიკის ტერმინებით რომ ჩამოვაყალიბოთ, ხელმძღვანელი ადგენს სამუშაო დღის ალგორითმს, თანაშემწე კი მის ეფექტურ რეალიზაციაში ეხმარება. კვალიფიციური ბიზნეს-რეფერენტი უფრო მეტად უნდა ერკვეოდეს მართვაში, ვიდრე მენეჯერი, რადგან ის უკეთ გრძნობს ხელქვეითთა განწყობას და მენეჯერზე უკეთ აქვს განვითარებული “დროის გრძნობა”. ამასთან, მენეჯერთან ყოველდღიური მუშაობა მას ბევრს აძლევს. რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია დამწყებ ბიზნეს-რეფერენტებს: 1. კარგი ორგანიზატორი ფლუგერივით “ქარზე” არ უნდაირხეოდეს. არარეალურ ვადებში რაიმეს დაგეგმვისას საჭიროა, რომ ეს მენეჯერს შევახსენოთ. სწორედ მაშინ გამოიცდება თანაშემწის ნებისყოფა. 2. ბიზნეს-რეფერენტის მიერ დოკუმენტის ტექსტის (პროექტის) შედგენის შემდეგ საჭიროა მენეჯერთან მისი დასაბუთება. აქ აუცილებელია დარწმუნების უნარი, საკუთარი აზრის დაცვა. უფრო ადვილია მენეჯერის საქმეში ჩარევისგან დაცვა და მისი დარწმუნება, როცა თავი გვიჭირავს უბრალოდ და იუმორით. სამუშაოს “ჰუმანიზაციის” ამ მეთოდს (ღიმილი, იუმორი) ხშირად მიმართავენ გამოცდილი თანაშემწეები გადაღლის თავიდან ასაცილებლად. 3. დაუკვირდით რამდენი დრო გავიდა ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიღებიდან მის შესრულებამდე. ეს დრო გადამწყვეტია ფირმის წარმატებისთვის, ვინაიდან განსაზღვრავს მის “სიჩქარეს”. 72 4. დანერგეთ თქვენს მუშაობაში თანამედროვე პირადი ორგტექნიკა: ნოუტბუკი (სამაგიდო ელექტრონული მდივანი), ორგანაიზერი (მენეჯერის სპეცსაქაღალდე), პლასტიკის ფაილები (დიდი საქაღალდე), სავიზიტო ბარათების ალბომები, მარკერი, დიქტოფონი, მობილური ტელეფონი, პეიჯერი, პერსონალური კომპიუტერი და სხვა. საოფისე ორგტექნიკასთან ერთად (ფაქსი, ტელექსი და სხვა) თანამედროვე პირადი ორგტექნიკა მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს ტრადიციულ (სამწუხაროდ, არაპრესტიჟულ) წარმოდგენებს მდივნის პროფესიაზე. 6. სარეკლამო საქმე _ Publicity რეკლამა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კულტურის ნაწილი გახდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის განსხვავდება კომუნიკაციის სხვა საშუალებებისგან (მარტივი შეტყობინებისგან), განმეორადობით და კონკრეტულ გარემოში აღქმით, მიზანდასახული აქტივობით. რეკლამა მარკეტინგის ყველზე ნაკლებად შესწავლილი საკითხია. ეს საქმე სავსეა გაურკვევლობით. მისი მიზანი და როლი დღემდე არაა გაგებული თვით უძლიერესი ფირმების მიერ, ხოლო მომხმარებელზე ზემოქმედების მეთოდებში ბოლომდე ვერვინ გარკვეულა. აქედანაა მოარული ფრაზა “ჩემი სარეკლამო თანხის ნახევარი ფუჭად იხარჯება, მაგრამ ვერ გამირკვევია, რომელი ნახევარი”. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა ევროპაში ჩვენს ერამდე არსებობდა, მისი ისტორია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც რეკლამა გამოეყო ვაჭრობას და შეიქმნა სარეკლამო სააგენტოები. მათი პირველი თანამშრომლები ჟურნალისტები იყვნენ, ვინაიდან რეკლამის და ჟურნალისტიკის სოციალური შეკვეთები ახლოსაა ერთმანეთთან. რეკლამაზე ჩვენს ქვეყანაში დიდხანს ერთიანი აზრი არ არსებობდა: ძირითადად, გავრცელებული იყო სკეპტიკური დამოკიდებულება და ობივატელური წარმოდგენები. რეკლამის მიზანი საქონელზე (მომსახურებაზე) მოთხოვნილების გაზრდაა (ინფორმაციით, დაინტერესებით ან შეხსენებით). ინფორმაციული რეკლამა, ძირითადად, საჭიროა საქონლის ბაზარზე გატანისას, პირველადი მოთხოვნის შესაქმნელად. სარეკლამო საქმე სინთეზური პროფესიაა. სარეკლამო ტექსტის შედგენა ხდება მხატვართან (ფოტოგრაფთან, ოპერატორთან, რეჟისორთან, პოლიგრაფისტთან) ერთად. ეს შეუძლებელია სოციალურ ფსიქოლოგიაში და მარკეტინგში სპეციალური ცოდნის გარეშე. სარეკლამო მიმართვის ფსიქოლოგიური ზემოქმედების კლასიკური ფორმულაა AIDA (attention _ ყურადღება, interest _ ინტერესი, desire _ სურვილი, action _ მოქმედება). 73 რეკლამა მიმართულია ფართო აუდიტორიისკენ. ამიტომ, ვინაიდან არაა უკუკავშირი, ყოველთვის არსებობს გაურკვევლობის მომენტი. პროფესიონალის ამოცანა სწორედ ამ განუსაზღვრელობის შემცირებაა. სარეკლამო განცხადების ტექსტის შედგენას წინ უნდა უსწრებდეს ანალიტიკური სამუშაო _ მომხმარებლის, ბაზრის შესწავლა, მისი საზღვრების დადგენა (ე.წ. სეგმენტაცია), სარეკლამო ბიუჯეტის და საშუალებების დაგეგმვა. სარეკლამო პოლიტიკის მიხედვით რეკლამა შეიძლება იყოს თანაბარი (ყოველდღიური), დარტყმითი (მოკლე პერიოდში), წყვეტილი (დღეგამოშვებით) და სხვ. სარეკლამო საქმის ერთ-ერთი ასპექტია საქონლის მარკის “ხატის” შექმნა, ვინაიდან საზოგადოების შეგნებაში გამჯდარ “ხატს” ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რეალურ თვისებებს. ამ არხს კარგად იყენებენ საზღვარგარეთის ძლიერი ფირმები (Marlboro, Bayer და სხვ.). საინტერესოა, რომ მასობრივ ცნობიერებაში პირდაპირი კავშირი არსებობს ხარისხსა და ფასს შორის, ამიტომ ფასების აწევით ხშირად გასაღების მოცულობაც იზრდება. ცხადია, აქ დიდია საქონლის (მომსახურების) ნიშნის როლიც. და ბოლოს, სარეკლამო საქმის ძირითადი პრინციპია “ვერავითარი რეკლამა ვერ დაგვეხმარება გავყიდოთ ის, რისი გაყიდვაც შეუძლებელია.” 7. როგორ დავზოგოთ და ვმართოთ დრო _ How Manage the Time არის ერთი რამ, რომელიც ყოველ ჩვენგანს აბსოლუტურად თანაბარი რაიოდენობით აქვს. ესაა დრო _ უნივერსალური რესურსი, რომლის არც დაგროვება შეიძლება და არც დაბრუნება. იმ ფასეულობათაგან, რომელიც ადამიანს გააჩნია, დრო ყველაზე დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ყოველ ჩვენგანს ის კრედიტში აქვს მოცემული. ამ კრედიტის პირობები კი საკმაოდ უშეღავათოა... საქმიანი ადამიანი მუდამ “ცაიტნოტშია”. მენეჯერის სამუშაო დღე ხშირად ასე გადის: დილით კაბინეტში შესვლისთანავე იწყებს მაგიდაზე დაწყობილი უამრავი ქაღალდის გაცნობას, მაგრამ რეკავს ტელეფონი და ირკვევა, რომ გადასაჭრელია რაღაც საკითხი. ამისთვის კი თათბირის მოწვევაა აუცილებელი. თათბირზე, რადგან ყველას თავისი მოსაზრება აქვს, დისკუსია ჭიანურდება... ასე გადის თითქმის ნახევარი დღე, მენეჯერს კი თითქმის არაფერი გაუკეთებია. ამის მიზეზია ორგანიზაციის ოპტიმალური მართვის ძირითადი პრინციპების დარღვევა. რა პრინციპებია ეს? მენეჯერსა და პერსონალს შორის პასუხისმგებლობა ოპტიმალურად უნდა განაწილდეს: ხელმძღვანელი კარგად უნდა ერკვეოდეს ხელქვეითის საქმიანობაში, მაგრამ ხელქვეითი სრული პასუხისმგებელია თავისი მუშაობის შედეგებზე. დროის დაზოგვას და სწორი დასკვნების გამოტანას ხელს უწყობს სტანდარტული სიტუაციები და გადაწყვეტილებები. რეალურად წამოჭრილი პრობლემა ანალიზის პროცესში სტანდარტულ სიტუაციამდე უნდა დავიყვანოთ, 74 თუმცა ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი და ხშირად რჩება პრობლემის ე.წ. არასტანდარტული ნაწილი, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ შემოქმედებითი მიდგომით შეიძლება. დროის პრობლემას დადებითად წყვეტს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ავტომატიზმი: თუ კარგად არ მოქმედებს მექანიზმი, რომელსაც მიღებული გადაწყვეტილება დაჰყავს პრაქტიკულ შემსრულებლამდე, ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაც კი “ცაში გამოეკიდება”. არსებული ანაზღაურების სისტემის ხარვეზების გამო მენეჯერის შეფასება ხდება არა შედეგებით, არამედ მისი “აქტიურობით”, მაშინ როდესაც მენეჯერი რომელიც არ “აქტიურობს”, არამედ ფიქრობს, საუკეთესოდ იყენებს დროს. მანიაკალურად აქტიური მენეჯერი კვირაში 60 საათზე მეტს მუშაობს. ფინანსებში, იურისპრუდენციაში, მედიცინაში კი სამუშაო კვირა შინ მუშაობის ჩათვლით, ხშირად 80 საათს აღწევს მაშინ, როდესაც 45 საათზე მეტი მუშაობა უკვე არაპროდუქტიულია. ასე თუ გაგრძელდა, 2000 წლისთვის დროს ისეთივე წონა, მნიშვნელობა ექნება, როგორც ფულს, კაპიტალს 80_90-იან წლებში. აქტიურობას აზრი აქვს, როცა მისია, ამოცანა, მიზანი (საშუალო, გრძელვადიანი) ზუსტადაა გარკვეული და დაგეგმილი. მენეჯერები, რომლებიც გეგმავენ დროს თვეების და წლების მასშტაბით ყველაზე დეფიციტური და მაღალხელფასიანი მუშაკები არიან ნებისმიერ საზოგადოებაში. საერთოდ, დაგეგმვაზე დახარჯული 1 საათი იძლევა 4 საათის ეკონომიას. თუმცა კი ადამიანის ბუნება ეწინააღმდეგება დაგეგმვას თუნდაც ერთი დღით, ამაში მომავლის გაურკვევლობაც გვიშლის ხელს. წინასწარ დაგეგმილ დღეს ქვეცნობიერება (მაგ.: სამსახურში მისვლამდე) გადაამუშავებს და სამუშაო დღეც ისე მძიმედ არ მოგეჩვენებათ. მენეჯერის ერთ-ერთი აუცილებელი უნარია განასხვაოს სასწრაფო საქმეები მნიშვნელოვანისაგან (სასწრაფო საქმეების უმეტესობა არაა მნიშვნელოვანი). ამასთან, საქმეთა პრიორიტეტების დადგენა არაა ადვილი სწრაფად ცვალებადი ცხოვრებისეული პირობების დროს. სწორედ მნიშვნელოვანი საქმეებითაა საჭირო სამუშაო დღის 10-15 წუთით ადრე დაწყება და არა ასე გავრცელებული რიტუალებით _ ახალი ამბები, ფანქრების გათლა, შემოსული ფოსტა ან იოლი საინტერესო საქმე. ამასთან, მნიშვნელოვანი საქმეების მოსწრება საჭიროა, ვიდრე სხვები მიაღწევენ აქტიურობის პიკს (11-12 სთ). არ მისცეთ ამ დროს ვინმეს თქვენს ზონაში შემოჭრის უფლება. საერთოდ კარგი იქნება თუ აკრძალავთ ღია კარის პოლიტიკას, ვინაიდან 5-წუთიანი გადადებული საქმე შემდგომ აწყობაზე გაცილებით მეტ დროს გვაკარგვინებს. ისწავლეთ უარის თქმა (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ცდილობენ თქვენში დამნაშავის გრძნობის პროვოცირებას). თუ ეს გიჭირთ, პარადოქსი: ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიქმნა დროის ეკონომიის მიზნით, ადამიანს აიძულებს უფრო დაძაბულად იშრომოს. 75 თქვენდაუნებურად ჩართული აღმოჩნდებით წვრილმან საქმეებში და გახდებით არაორგანიზებული ადამიანების მარიონეტი. მტკიცე “არა” და “არ ვიცი” მენეჯერს იცავს უამრავი პრობლემისაგან, რომელსაც ქმნის ნებისმიერი საზოგადოების ტიპიური ინფორმაციული სისტემა (თავისი წვრილმანებით, რომლებიც არ იძლევიან საჭირო ინფორმაციას). ლოდინის და მგზავრობის დროს გამოიყენეთ უბის წიგნაკი (ელექტრონული მდივანი, ნოუტბუკი) და ჩაინიშნეთ მასში საქმეები, უცებ გაჩენილი აზრები. მოყვანილი მაგალითები მხოლოდ მცირე ნაწილია შრომის თანამედროვე ორგანიზაციისა, მაგრამ თუ თქვენ გაამახვილებთ ყურადღებას ამ საკითხებზე, სამუშაო დღის განმავლობაში გაცილებით მეტი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. დანართები 1. ქაღალდის ფორმატები 2. მიმართვის (წერილის) და საერთო ბლანკი 3. კორექტურის ნიშნები 4. საქმიან მიმოწერაში გავრცელებული შეცდომები 5. რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა სარეგისტრაციო ბარათი 6. ზოგიერთი გავრცელებული სიმბოლო და შემოკლებული სიტყვები 7. ზოგიერთი ქვეყნის და დსთ ქალაქების ავტომატური სატელეფონო კავშირის კოდები 8. წერილების რეგისტრაციის ჟურნალი 9. შეკვეთა კომპიუტერულ განყოფილებას 10. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები 11. ბრიტანულ-ამერიკული სისტემის გადაყვანა მეტრულ სისტემაში 12. საქმიან ურთიერთობაში გავრცელებული სიტყვების მოკლე ინგლისურ- ქართული ლექსიკონი დანართი 1 ქაღალდის ფორმატები ყველაზე გავრცელებული ქაღალდის ფორმატის (ე.წ. “თაბახის”) სტანდარტული აღნიშვნაა A4 (210x297მმ). ეს ფორმატი მიიღება ქაღალდის ფორმატის (რიგი A) საერთაშორისო ISO/DIN სტანდარტიდან: 1 კვ.მ (841x1189მმ) ქაღალდის ფორმატია A0. დანარჩენი ფორმატები (სულ 13 კლასი) მიიღება A0-ის შუაზე გაყოფით (განახევრებით); 76 A რიგის ყველაზე ბოლო კლასის (A13) ფორმატი საფოსტო მარკის ზომისაა. აშშ-ში A0 ფორმატის ზომა ოდნავ განსხვავებულია (864x1116მმ) და შეესაბამება აშშ სტანდარტს ANSI. ამ სტანდარტით A4 ფორმატს შეესაბამება ფორმატი A (216x280მმ). დანარჩენი ფორმატების შესაბამისობა შემდეგია: A3 → B, A2 → C, A1 → D, A0→E. A3 A0 A1 A2 77 დანართი 2 მიმართვის (წერილის) და საერთო ბლანკი სტამბაში შეკვეთისათვის წერილის ბლანკის ესკიზი მზადდება სტანდარტული A4 ფორმატის ქაღალდზე ავტოკალმით (უმჯობესია შავი ფერით). მასშტაბში 1:1 მარცხენა ზედა კუთხეში იწერება ორგანიზაციის რეკვიზიტები ქართულ ენაზე. წერილის თარიღის და ნომრის ქვეშ მითითებულია შეზღუდვის ნიშნები წერილის სათაურისთვის. სახელმწიფო გერბი ბლანკზე საჭიროა მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციისთვის. საერთაშორისო კონტაქტების გავრცელებასთან დაკავშირებით წარწერების გაკეთება სასურველია ორ-სამ ენაზე. ასეთ შემთხვევებში წარწერები კეთდება არა კუთხური, არამედ განივი განლაგებით (იხ. # 1). უცხოეთის ფირმების ბლანკებზე ხშირად მისამართი და სხვა რეკვიზიტები მთლიანად (ან ნაწილობრივ) განლაგებულია ბლანკის ქვედა ნაწილში. # 1 კომპანია ს ა ქ ტ ე ლ ე კ ო მ ი GEORGIAN TELECOM company 380086 ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.41 41 Vaja Pshavela ave, Tbilisi 380086 Georgia ტელეფონი: 39-6917 Ph. (+995_32) 39-69-17 ფაქსი: 37-47-82 Fax: 37-47-82 სატელეგრაფო: თბილისი _ 86 ელვა Cabel: Tbilisi _ 86 ELVA ტელექსი: 212 169 BASA Telex: 212 169 BASA ელ. ფოსტა: term @ forumbls. ge E-mail: term @ forumbls. ge ანგარიში №000700877 ჩუღურეთის რაიონის ბინსოცბანკი account №000700877 bank of Chugureti district of Tbilisi “ “ 199 წ. № თქვენს № ემბლემა 78 Your ref. ⎡წერილის სათაური⎤ საქართველოს სსტ 6.2-94 სტანდარტით წერილის ბლანკის გარდა ნებადართულია ე.წ. საერთო ბლანკით სარგებლობა. საერთო ბლანკზე ორგანიზაციის მისამართი არაა მითითებული. ის გამოიყენება შიდა დანიშნულების დოკუმენტაციის გაფორმებისთვის (ოქმები, ბრძანებები, აქტები და სხვ). დანართი 3 კორექტურის ნიშნები ხელნაწერის კომპიუტერის ოპერატორთან (მბეჭდავ-მემანქანესთან) გადაცემისას საჭიროა მისი დამუშავება შემდეგი კორექტურის ნიშნების გამოყენებით: 1. ტექსტში გამოტოვებული ასოები ან სიტყვები გასაგებად იწერება და ფიგურული ფრჩხილით ჩაისმება სათანადო ადგილზე. 2. ასოებს შორის გამოტოვებული არეები ივსება შეე რთების ნიშნით. დიდი ინტერვალები სიტყვებს შორის ივსება ჰორიზონტალური ხაზით რკალებით. 3. შეცდომით მჭიდროდ დაბეჭდილი ასოების ან სიტყვების გაყოფა ხდება განცალკევებისნიშნით. 4. ზედმეტი სიტყვების ამოშლა ხდება ჰორიზონტალური ხაზით ხაზით. ზედმეტი ასოები იშლება შეეერთების ნიშნებით. 5. შეცდომით ჩაწერილი სასვენი ნიშნების წაშლა ხდება, ტალღური ხაზებით. 6. ტექსტის ზედმეტი ნაწილის წაშლა ხდება დახრილი ხაზებით გადახაზვით. ტექსტის ზედმეტი ნაწილის წაშლა ხდება დახრილი ხაზებით გადახაზვით. 7. ზედმეტი აბზაცები ტექსტიდან ამოიჭრება, რის შემდეგ ძირითად გვერდს ქვევიდან აწებებენ სტანდარტული ზომის ქაღალდს, და თავისუფალ არეს გადახაზავენ “ზეტ” ნიშნით. 8. შეცდომით გადაშლილი სიტყვების აღდგენა ხდება ქვეშ დასმული წერტილებით. 79 9. ერთმანეთის გვერდზე განლაგებული სიტყვების ან ასოების არასწორი მიმდევრობის ხდება გასწორება ნიშინთ “გადაადგილება”. 10. რამდენიმე სიტყვის გადაადგილებისთვის ამ სიტყვების ზემოთ გასმულ ჰორიზონტალურ ხაზების თავზე იწერება ციფრები, რომლებიც მიმდევრობას სწორ უჩვენებენ. 11. ტექსტში ინდექსები, შენიშვნები * და ხარისხის ნიშნები (მაგალითად, 5 2 ) გამოყოფილია ინდექსის ნიშნით. 12. თუ ფრაზის დაწერა საჭიროა აბზაცით, გამოიყენება აბზაცის ნიშანი აბზაცის გაუქმება ხდება ნიშნით: თუ აბზაცის გაუქმება ხდება გვერდის ბოლო სტრიქონზე, გამოიყენება ისარის ნიშანი შესაბამისად იგივე ნიშნით იწყებენ იწყებენ მორიგი გვერდის პირველი ფრაზის დასაწყისს. 13. ჩვეულებრივი შრიფტის მთავრული (მაღალი) შრიფტით შეცვლისას ასოს (სიტყვის) ქვევიდან საჭიროა გაუსვათ ორი ხაზი და პირიქით, მთავრული შრიფტით აკრეფილი სიტყვის ზომების შემცირებისთვის ორი ხაზის გასმა ხდება ზემოდან. 80 დანართი 4 საქმიან მიმოწერაში გავრცელებული შეცდომები არასწორია: სწორია: /დირექტორი (მოადგილის ხელმოწერა) დირექტორის მოადგილე (ხელმოწერა) №№ 2,3,4 № 2,3,4 §§ 10 და 15 § 10 და 15 451.872 451 872 №1 872 №1872 მე-IV კვარტალი IV კვარტალი XI-ე ყრილობა XI ყრილობა 1993_96 წ.წ. გეგმა 1993_1996 წ.წ. გეგმა ა.წ. 19 მაისს 1996 წლის 19 მაისს 1996/97 სასწავლო წელი 1996_1997 სასწავლო წელი 100-წლისთავი 100 წლისთავი 15-ტონიანი 15 ტონიანი ოთხი კგ. 4 კგ სამი ლ. 3 ლ გეგმიური გეგმური ცხრილის № ცხრილის ნომერი ტემპერატურა იცვლება შესაბამისად 5, 7 და 100 C ტემპერატურა იცვლება შესაბამისად 5; 7 და 100 C 20,50 200,5 ზომით 10მმx20მმ ზომით 10 x 20მმ 81 დანართი 5 82 83 დანართი 6 ზოგიერთი გავრცელებული სიმბოლო და შემოკლებული სიტყვები © copywrite, საავტორო უფლება # კვადრატი, ნომერის ნიშანი (№) ® საქონლის ნიშანი, რეგისტრირებული & (ან ε) ამპერსანდი, კავშირი “და” @ at, to (-მდე) ფუნტი სტერლინგი $ დოლარი Ltd limited, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Co (ან C0) კომპანია Inc ინკორპორეიტიდ (აშშ), რეგისტრირებულია როგორც კომპანია TIR საავტომობილო გადაზიდვა N″ N დიუმი (დაახლ. 2,5 სმ) ISO საერთაშორისო სტანდარტი DIN გერმანიის სტანდარტი ANSI აშშ ნაციონალური სტანდარტი E.& O. E ან (S.E.& O.) შეცდომები და შესწორებები გამორიცხულია VIP საპატიო სტუმარი МФО ბანკის ფილიალებს შორის ბრუნვა (და არა მფო) InCoTerm საერთაშორისო კომერციული ტერმინები S გამყიდველი B მყიდველი საბაჟო ხარჯების და რისკის ზღვარი EXW, FAS, FOB FRC, C&F, CIF EXS, EXQ, DAF საქონლის მიწოდების საბაზისო პირობები 84 DDP, CIP, FOR I O ჩართვა-გამორთვა P/S PAL/SECAM სისტემა УДК უნივერსალური ათობითი კლასიფიკაცია ნაბეჭდ პროდუქციაზე ББК ბიბლიოთეკურ-ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაცია ISBN წიგნის საერთაშორისო ნომერი ISSN ჟურნალის საერთაშორისო ნომერი დანართი 7 ზოგიერთი ქვეყნის და დსთ ქალაქების ავტომატური სატელეფონო კავშირის კოდები ქვეყანა ტელ. კოდი ქვეყანა ტელ. კოდი A _ ავსტრია 43 GR _ საბერძნეთი 30 BG _ ბულგარეთი 359 H _ უნგრეთი 36 CZ _ ჩეხეთი 42 I _ იტალია 39 D _ გერმანია 49 PL _ პოლონეთი 48 DM _ დანია 45 S _ შვედეთი 46 F _ საფრანგეთი 33 TR _ თურქეთი 90 Ge _ საქართველო 995 UK _ დიდი ბრიტანეთი 44 ქალაქები: თბილისი _ 32, მოსკოვი _ 095, სანკტ-პეტერბურგი _ 812, კიევი _ 0442, ბაქო _ 8922, ერევანი _ 8852. დანართი 8 წერილების რეგისტრაციის ჟურნალი 85 მცირე ბიზნესში რეკომენდებულია წერილების რეგისტრაციის ჟურნალური ფორმა (განსხვავებით რეგისტრაციის საბარათო სისტემისგან, რომელიც დიდ ორგანიზაციებში გამოიყენება). შემოსული წერილების სარეგისტრაციო ჟურნალის სტრუქტურა შემდეგია: ˆ რეგისტრაციის ნომერი ˆ მიღების თარიღი ˆ საიდანაა მიღებული ˆ დოკუმენტის ნომერი, თარიღი ˆ მოკლე შინაარსი ˆ ვის გადაეცა, რეზოლუცია ˆ შესრულების აღნიშვნა ˆ კონტროლზე აყვანის ნიშანი ˆ საქმის (საარქივო) ნომერი გასული წერილების სარეგისტრაციო ჟურნალის სტრუქტურაა: ˆ რეგისტრაციის ნომერი ˆ რეგისტრაციის თარიღი ˆ ვის გაეგზავნა ˆ მოკლე შინაარსი ˆ საქმის (საარქივო) ნომერი ˆ საპასუხო წერილის თარიღი დანართი 9 შეკვეთა კომპიუტერულ განყოფილებას 86 1. შესრულების ვადა დღე (საათი, თუ სასწრაფოა) 2. რომელ ბლანკზე იბეჭდება ბრძ. წერილის. საერთო 3. ტექსტი რედაქტირებულია (შემკვეთი) გვარი, ოთახის №, ტელ. 4. რამდენ ეგზემპლარად დაიბეჭდოს 5. თუ აუცილებელია მაღალხარისხოვანი ქაღალდი თან ერთვის, არა 6. ტექსტი შეთანხმებულია და გამრავლებაზე ნებას ვრთავ ორგანიზაციის ხელმძღვანელი: 87 დანართი 10 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები* “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 2) 1995 წლის 1 მარტიდან საქრთველოში მიღებულია საწარმოთა შემდეგი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმები: 1. ინდივიდუალური საწარმო; 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; 3. კომანდიტური საზოგადოება; 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; 5. სააქციო საზოგადოება; 6. კოოპერატივი. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისთვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები _ უშუალოდ, პრდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით. ამ საზოგადოებაში პარტნიორები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები. საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას, არის კომანდიტური საზოგადოება, თუ ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე განსაზღვრულ საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის (პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები _ კომპლემენტარები). საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, ხოლო პარტნიორის პასუხისმგებლობა _ საწესდებო კაპიტალში მისი წილის ოდენობით არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალის მინიმალური * ამოღებულია შემოკლებით “მეწარმეთა შესახებ” კანონიდან. _ რედ. შენიშვნა 88 ნომინალური ღირებულება შეესაბამება ათი ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნული ვალუტით, ხოლო ერთი აქციის ნომინალური ღირებულება არის ერთი აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით ან მისი მრავალჯერადი. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარების და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე. საწარმო, გარდა კოოპერატივისა, რომელშიც ორმოცდაათზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით. საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. რეესტრის მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს ოფიციალურ რესპუბლიკურ გაზეთში და წერილობით ატყობინებს სტატისტიკის სამსახურის ადგილობრივ ორგანოს. საწარმო შეიძლება იმართებოდეს საქართველოს (სახელმწიფო) ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ. ასეთი საწარმო _ სახაზინო საწარმოა და იგი შეადგენს სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განცალკევებულ ქონებას. ამასთან, ეს საწარმო არის იურიდიული პირი და ურთიერთობაში გამოდის საკუთარი სახელწოდებით. სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებით შეიძლება სახაზინო საწარმოს რეორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოება. დანართი 11 ბრიტანულ-ამერიკული სისტემის გადაყვანა მეტრულ სისტემაში მანძილი 1 მილი = 0,001 დიუმი (Mil) 0,0254 მმ 1 დუიმი = 1/32 იარდი (Inch) 25,40 მმ 1 ფუტი = 12 დუიმი (Foot) 45,720 სმ 1 იარდი = 3 ფუტი (Yard) 91,44 სმ 1 კაბელტოვი = 720 ფუტი (Cable length) 219,46 მ 1 მილი = 5280 ფუტი (Mile) 1,6093 კმ 1 ზღვის მილი = 1/3 ლიე (Mile nautical) 1,8532 კმ 1 ლიე = 3 ზღვის მილი (Leagne) 5,559 კმ 89 1 გეოგრ. მილი (Mile) 7,4204 კმ ფართობი 1 კვ. დუიმი (Square inch) 6,452 სმ2 1 კვ. ფუტი (Square foot) 0,0929 მ2 1 კვ. იარდი (Square yard) 0,836 მ2 1 კვ. მილი = 640 აკრი (Square mile) 2,590 კმ2 1 აკრი = 4840 კვ. იარდი (Acre) 4046,90 მ2 90 მოცულობა 1 კუბ. დუიმი (Cubic inch) 16,387 სმ3 1 კუბ. ფუტი (Cubic foot) 0, 028317 მ3 1 კუბ. იარდი (Cubic yard) 0,7646 მ3 1 უნცია (სითხ. ინგლ.) (Ounce) 28,413 სმ3 1 უნცია (სითხ. აშშ) (Ounce) 29,574 სმ3 1 გალონი ინგლ. (Gallon) 4,546 ლ 1 გალონი აშშ (Gallon) 3,785 ლ 1 ბუშელი (Bushel) 36,368 ლ 1 ბუშელი (Bushel) 35,238 ლ 1 ბარელი (სითხ. აშშ) (Barrel) 0,1192 მ3 1 ბარელი (აშშ) (Barrel) 0,1156 მ3 1 ბარელი (ინგლ.) (Barrel) 0,1637 მ3 წონა 1 კარატი (Garat) 200 მგ 1 უნცია (1/16 ფუნტი) (Ounce) 28, 3495 გ 1 ფუნტი = 16 უნცია (Pound) 0,45359 კგ 1 სტონი (ინგლ.) (Stone) 6,350 კგ 1 ტონა (აშშ) (Ton (short) 907,185 კგ 1 ტონა (ინგლ.) (Ton (long) 1016,047 კგ ცელსიუსის (C0) და ფარენგეიტის (F0) გრადუსების გადასაყვანი ფორმულებია (F-32)5/9=C C9/5+32=F 91 დანართი 11 საქმიან ურთიერთობაში გავრცელებული სიტყვების მოკლე ინგლისურ-ქართული ლექსიკონი advertise რეკლამირება appointment დანიშნული შეხვედრა attention (att.) საყურადღებოდ baggage ხელბარგი B & B სასტუმრო beep ტელეფონის ზუმერი Bill of Liading (B/L) კონოსამენტი business class პირველი კლასი (მაგ.: თვითმფრინავში) branch ფილიალი, განყოფილება B. Sc ბაკალავრი to buzz დარეკვა ტლეფონით Cable (telegram, wire) დეპეშა, ტელეგრამა Cash ნაღდი ფული Carbon papers საკოპირე ქაღალდი Cargo გემის ტვირთი check-in რეგისტრაცია სასტუმროში check-out ნომრის გათავისუფლება სასტუმროში cheque ჩეკი chief Acountant მთავარი ბუღალტერი chief Executive მთავარი შემსრულებელი (აშშ) christian name სახელი competitive კონკურენტუნარიანი complaint პრეტენზია, საჩივარი coin ფულის მონეტა contd. გაგრძელება (წერილის) copy-book რვეული consent თანხმობა contract კონტრაქტი clause ხელშეკრულების სტატია, პუნქტი ct ცენტი currency ვალუტა 92 customer კლიენტი,შემკვეთი daily ყოველდღიური date თარიღი day დღე D.B.A. ბიზნესის ადმინისტრაციის დოქტორი dd/mm თარიღი demand მოთხოვნა diary დღიური, უბის წიგნაკი director დირექტორი discount ფასდაკლება div დივიდენდი enquiry მოთხოვნა, შეკითხვა enquiry office ცნობათა ბიურო exhibition გამოფენა export ექსპორტი fountain pen ავტოკალამი figure ციფრი firm ფირმა flight რეისი form ბლანკი freight ფრახტი fuel საწვავი GBP ფუნტი (დიდი ბრიტანეთის) goods საქონელი hereinafter ქვემოთ, შემდგომ (საბუთებში) IMF საერთაშორისო სავალუტო ფონდი Imperial (G.B) დიდი ბრიტანეთი Import იმპორტი indian ink ტუში 93 InCoTerm საერთაშორისო კომერციული ტერმინები ink მელანი intercom შიდა ტელეფონი, სელექტორი introduction წარდგენა, რეკომენდაცია insurance დაზღვევა invoice ანგარიშ-ფაქტურა joint stock company სააქციო საზოგადოება collection ინკასო letter of credit (L/C) აკრედიტივი lines სტრიქონების რაოდენობა to load დატვირთვა lot საქონლის პარტია lunch სადილი, ლანჩი market ბაზარი marking დატვიფვრა, მარკირება message მოკლე შეტყობინება messrs. ბატონებო M. Sc მაგისტრი negotiations მოლაპარაკებები net სუფთა, ნეტო offer წინადადება, შეთავაზება, ოფერტი official ოფიციალური O.K. ოკეი order შეკვეთა, ბრძანება packing list შეფუთვის ფურცელი paper for drawing სახაზავი ქაღალდი payment გადახდა 94 P. C (pct) პროცენტი (ამერ.) Pd გადახდილია petrol station ბენზინის გასამართი სადგური pencil ფანქარი per cent პროცენტი post-office საფოსტო განყოფილება P & P შეფუთვა და გაგზავნა P. P. დავალებით price-list პრეისკურანტი profit მოგება publicity რეკლამა, პაბლისიტი purchase შესყიდვა quantity რაოდენობა range ასორტიმენტი raw materials ნედლეული reference მითითება, რეფერენცია require მოთხოვნა, შეკითხვა rest room ტუალეტი Sale გაყიდვა Salutation მისალმება S/E საფონდო ბირჟა Seller გამყიდველი Signature ხელმოწერა Shares აქციები Smard card პლასტიკური ბარათი მიკროკომპიუტერით Stationery საფირმო ბლანკი, საკანც. ნივთები to stow დაწყობა Surname გვარი Supply მომარაგება, მიწოდება terminal ტერმინალი terms პირობები T. M. სავაჭრო მარკა track საბარგო მანქანა (ამერ.) traffic მოძრაობა, ნაკადი 95 Value ღირებულება VAT დამატებული ღირებულების გადასახადი VIP საპატიო სტუმარი Writting-pad ბლოკნოტი YB ბლოკნოტი (წლიური) yld _ _ _ თქვენი წერილი _ _ _ თარიღით 96 გამოყენებული ლიტერატურა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სტანდარტი (სსტ 6.2 _ 94) დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემები. საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტაციის სისტემა. მოთხოვნები დოკუმენტების გაფორმებისადმი, 1993 საქმიანი ქაღალდების შედგენა რუსულ ენაზე, 1981 კომერციული ტერმინების ინტერპრეტაციის საერთაშორისო წესები, 1992 Андреев О. А., Техника бысрого чтения, 1990 Владова И. Владова К., Бьлгарски-руски англиски за делови контакти, София, 1994 Волгин Б. Н. Пелинская Е. Е., Деловой телефон, 1987 Заиверт Л., Ваше время, 1990 Кузнецова А. Н. Вагенгеим Р. Н., В помощь машинистке, секретарю, стенографистке, 1990 Лезер Франц, Рациональное чтение, 1980 Мицич П., Как проводить деловые беседы, 1987 Руководство по коммерческой переписке, 19992 Фишер РюЮри У., Путь к согласию, 1990 რეკომენდებული ლიტერატურა საერთო საქმისწარმოება საქმისწარმოება, 1980 საქმისწარმოების ერთიანი სახელმწიფო სისტემა (თარგმანი რუსულიდან), 1974 კეკელია შ., საქმის ქაღალდები, 1977 Белов А. Н., Корресспонденция и делопроизводство, 1980 Вознесенский И.Б., Пособие по корресспонденции на английском язике, 1981 Воробьев Т. Г., ДокументЖ информационный анализБ 1973 Государственная система документального обеспечения управления. Главархив, 1991 Израилевич Е. Е., Учебник коммерческой документации на английском язике, 1964 Кузнецова А. Н., Обучение секретарскому делу, 1989 Кузнецова Т. В., Делопроизводсиво и техническая документация, 1991 Кузнецова Т. В., Основы документоведения, 1988 Лауфер А. П., Корреспонденция – делопроизводство, 1957 Настольная книга секретаря-референта, 1995 97 Рахманин Л. В., Стилистика деловой речи и редактирование служебных документов, 1988 Фельзер А. Б., Делопроизводство, 1989 Шевченко В. С., Внешнеторговая корреспонденция и документация, 1966 სპეციალური საქმისწარმოება ჯინჯოლავა პ., უმაღლესი სკოლა _ კადრები, 1988 Брагинский Е. Г., Планирование и организация работы отдела кадров, 1986 Данилов И. Я., Справочник автора гниги, 1966 Каспер Дж. Веркман, Товарные знаки, 1986 Луговой В. А., Как вести учет в кооперативах, 1989 Мингалев В. С. Ларин М.В., Специальние системы документирования, 1989 Никифоров Д. С. Борунков А.Ф., Дипломатический протакол в СССР, 1985 Самоучитель работы на персональном компьютере секретаря-референта, 1996 მენეჯმენტი, მარკეტინგი, საქმიანი თამაშები გალდავა ზ., მენეჯმენტის საფუძვლები ტ.1, 1991 გოცირიძე მ., მენეჯმენტი, 1992 კოტლერი ფ., მარკეტინგის საფუძვლები, 1993 ჭიპაშვილი ჰ., დიპლომატიის ანბანი, 1993 Бэрри Нанс, Компьютерные сети, 1995 Греисон Дж., Американский менеджмент, 1992 Грэм Р.Г., Руководство по операционным играм, 1977 Как стать предприимчивым и богатым, 1991 Курс для высшего управленческого персонала, 1970 Ксенчук Е. В., Технология успеха, 1993 Лившиц В.М., Скользящий график работы, 1984 Манко Г., Организация и проведение совещании, 1974 Мексон М. Альберт М. Хедоури Ф., Основы менеджмента, 1995 Нииссинен И. Х., Время руководителяЖ Эффективность, 1988 Пиз Аллен, Язык телодвижении, 1993 Попов А. В., Теория и организация менеджмента в США, 1990 Сенджиж Ч., Реклама – теория, практика, 1989 Стеилов А. В., Как победить в споре, 1992 Тарасов В. К., Персонал – технология – подготовка менеджеров, 1989 Хруцкий Е. А., Организация проведения деловых игр, 1991 Якока Ли, Менеджер, 1991 98 შ ი ნ ა ა რ ს ი რედაქტორისაგან ავტორისაგან თავი 1. საქმიანი კორესპონდენცია და კომერციული დოკუმენტები 1. საქმიანი წერილის რეკვიზიტები 2. საქმიანი წერილის სახეები 3. საქმიანი წერილი ინგლისურ ენაზე 4. კომერციული წინადადება (ოფერტი) 5. კონტრაქტი 6. რეკლამაცია 7. ოქმი და ოქმის ამონაწერი 8. აქტი 9. ფინანსური ანგარიშსწორების ფორმები 10.სტატისტიკური და ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრი თავი 2. ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვე ორგტექნიკა 1. შეტყობინება დეპეშით (ტელეტაიპოგრამით) 2. შეტყობინება ტელექსით 3. საქმიანი ტელეფონი 4. ფაქსი (ტელეფაქსი) 5. ელექტრონული ფოსტა 6. ორგტექნიკის ზოგადი მიმოხილვა 7. ბეჭდები და შტამპები 8. შტრიხული კოდირების სისტემა (“ზებრა”) 9. ზონარგაყრილი წიგნი თავი 3. მართვის კომუნიკაციური კულტურა 1. კულტურის კონცეფცია მენეჯმენტში 2. სწრაფი კითხვის ტრენინგები 3. საქმიანი საუბარი და მოლაპარაკება 4. საქმიანი თათბირი 5. ბიზნეს-რეფერენტი 6. სარეკლამო საქმე 7. როგორ დავზოგოთ და ვმართოთ დრო დანართები გამოყენებული ლიტერატურა რეკომენდებული ლიტერატურა 99 სარეკლამო ინფორმაცია საამშენებლო ფირმა “”იმკ-91” საამშენებლო ფირმა “იმკ-91” დაფუძნებულია 1991 წელს. მის შემადგენლობაში შედის მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, არქიტექტურულ-დიზაინერული სახელოსნო, ავტოსატრანსპორტო პარკი ყველა სახის საამშენებლო ტრანსპორტით, მცირე რკ/ბეტონის საწარმო, სასაწყობო მეურნეობა, სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური ხელოსნები და მუშები. ფირმა “იმკ-91” გთავაზობთ: ყველა სახის საამშენებლო სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულებას ევროპული სტანდარტების დონეზე. საწარმოო ბაზაზე ვაწარმოებთ პემზის მცირე საკედლე ბლოკებს Š საძირკვლის ბლოკებს Š სატიხრე ფილებს Š სხვადასხვა მარკის სასაქონლო ბეტონს Š ალუმინის კარ-ფანჯრებს Š ვიტრაჟებს Š ლითონის კარებებს Š რიკულებს და სხვ. Š შეგვიძლია ინტერიერების გაფორმება თანამედროვე დიზაინის დონეზე. ფირმა თანამშრომლობს უცხოურ პარტნიორებთან და მათგან შეღავათიან ფასებში ღებულობს ფართო ასორტიმენტის მოსაპირკეთებელ და სანტექნიკურ მასალებს, საღებავებს და სხვ. ფირმა “იმკ-91” მიერ აშენებულია ბევრი საწარმოო, საყოფაცხოვრებო, კულტურულ-საგანმანათლებლო და საცხოვრებელი ობიექტი. ამჟამად ფირმა ქ. თბილისში აწარმოებს მრავალი ოფისის, სუპერ-მარკეტის, კაფე-ბარის, ბანკების რეკონსტრუქციას და საამშენებლო სარემონტო სამუშაოებს. გარდა ამისა, საკუთარი სახსრებით აშენებს თორმეტბინიან საცხოვრებელ სახლს თბილისში, ხოლო სოფ. სუფსაში ამთავრებს ეკლესიის მშენებლობას, რომელიც მთლიანად ფინანსირდება ფირმის მოგებიდან. 1996 წელს ფირმას გათვალისწინებული აქვს შეასრულოს 1.300 000 ლარის სამუშაოები. მოგვმართეთ: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №8 ტელეფონი: 51 85 69, 97 03 69 ფაქსი: 29 45 76 მოგემსახურებით ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში 100 სარეკლამო ინფორმაცია სტატისტიკის განვითარების ფონდის ბიზნესის ორგანიზაციის სააგენტი არგო + გთავაზობთ: • უფასო კონსულტაციებს მცირე და საშუალო ბიზნესის ორგანიზაციის საკითხებში • ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების დაფუძნების და ხელახალი რეგისტრაციისათვის სასამართლოში წარსადგენი საბუთების დამზადებას • საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებას • აუდიტორულ და სანოტარო მომსახურებას • ოფისებისა და საკონფერენციო დარბაზის იჯარით გაცემას • საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირს • ყოველგვარ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას: ტელეფაქსი ელექტრონული ფოსტა INTERNET • საგამომცემლო და საამკინძაო საქმიანობას • საქამიანი ქაღალდების თარგმნას • ყველა სახის სადაზღვევო მომსახურებას სააგენტოს მინი-მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ: • კალკულატორები • ქსეროქსი • ფაქს-მოდემები • CD ROM • რადიო ტელეფონები • საკანცელარიო საქონელი • კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი • ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები სააგენტო გაგიწევთ აგრეთვე სატრანსპორტო მომსახურებას. 101 მოგვმართეთ: ქ. თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი, 4 ტელეფონი: 36-07-70 ფაქსი: 93-89-36 ელექტრონული ფოსტა: socecinf@iberiapac.ge გავრცელების შესახებ მიაკითხეთ თბილისი _ 85 კ. გამსახურდიას გამზ. ¹4 მე-4 სართ. ოთ. 416 SHUDRA OMAR Office Management Questions (in Georgian) Шудра Омар Сергеевич Вопросы управления офисом (на грузинском языке) წიგნი გამოდის ავტორის ხარჯით ფასი სახელშეკრულებო რედაქტორი: ვ. ტუღუში კორექტორი: ზ. გიორგაძე კომპიუტერული დაკაბადონება: ლ. ვარდანია ხელმოწერილია დასაბეჭდად 15.07.96 წ. ქაღალდი 60x84/8, ოფსეტური ბეჭდვა ტირაჟი 500 ეგზ. შეკვ. ¹ აიწყო კომპიუტერზე და დაიბეჭდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრში 300085 თბილისი, კ. გამსახურდიას გამზ. №4