ხართ ბიზნესის ან კერძო საწარმოს მფლობელი? სისტემატურად გიწევთ საგადასახადო ფორმების გამოყენება? დაგღალათ უამრავი ნომრების, მისამართების და სახელების ხელით შევსებამ?
sagadasaxado.com არის შესანიშნავი ინტერნეტ სერვისი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მარტივად შექმნათ, შეავსოთ, დაბეჭდოთ სასაქონლო ზედნადებები (”აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალურლია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია”) და ინვოისები უპრობლემოდ.
sagadasaxado.com-ის გამოყენება შეგიძლიათ ყველა თანამედროვე ვებ-ბრაუზერის მეშვეობით (Google Chrome, Firefox, Safari, Opera). თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება ან მოვლა; არც მონაცემთა შენახვა და კოპირება. უბრალოდ დარეგისტრირდით, დაამატეთ თქვენი ორგანიზაცია, ჩაწერეთ თქვენი პროდუქტების/კლიენტების ნუსხა და მარტივად შექმენით სასაქონლო ზედნადებების და ინვოისების PDF ფაილები, რომელთა დაბეჭდვაც უპრობლემოდ შეგეძლებათ.
უსაფრთხოება
თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ შენახვა და დაცვა sagadasaxado.com-ის მესვეურთა პრიორიტეტია; ამისათვის მათი მხრიდან შემდეგი ღონისძიებები ტარდება:
საიტზე თქვენს მიერ დამატებული ინფომრაცია, თქვენს გარდა, მხოლოდ ორი ადამიანისთვის არის ხილული, თუმცა მათ არ შეუძლიათ მონაცემთა კორექტირება (მუშა მონაცემთა ბაზაში მონაცემთა ცვლილება მხოლოდ პროგრამიდან არის შესაძლებელი);
თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენივე პაროლით არის დაშიფრული, რომელსაც ვერც პროგრამის შემქნელები კითხულობენ;
კვირაში ერთხელ ხდება მონაცემების სრული სისტემური რეზერვის გაკეთება;
ყოველდღიურად კეთდება მონაცემთა ბაზის რეზერვი;
სარეზერვო ფაილები ინახება ორ სხვადასხვა ადგილას: საქართველოში, ჰოსტინგის პროვაიდერთან და უცხოეთში განთავსებულ სერვერზე;
sagadasaxado.com-ის ყველაზე ხშირად განახლებადი პროგრამული მოდული არის სწორედ უსაფრთხოების სისტემა. ორ თვეზე ნაკლებ დროში უკვე მესამე განახლებაა გამოშვებული. იგეგმება HTTPS პროტოკოლის გამოყენება, რომელიც მონაცემთა დაცულობას გაზრდის. მალე მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს თუ რომელი პროტოკოლი გამოიყენოს: უფრო სწრაფი HTTP, თუ უფრო უსაფრთხო HTTPS.
sagadasaxado.com-ი არ არის სამთავრობო ორგანიზაცია და ამიტომ ინტერნეტ პროგრამის შემქმნელთა განცხადებით “სახელმწიფო ვერასდროს გაიგებს იმაზე მეტს ვიდრე უნდა იცოდეს”.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, პროგრამის შემქმნელებისაგან (დიმიტრი ყურაშვილი და კახა ომიაძე) სისტემაში უსაფრთხოდ მუშაობისთვის არის: საკუთარი კომპიუტერისა და თანამედროვე ბრაუზერების უახლესი ვერსიის გამოყენება.
საფასური
აპრილის ჩათვლით სერვისის გამოყენება უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ვებ-დეველოპერთა განცხადებით, სერვისი ფასიანი გახდება. ჯერ-ჯერობით სავარაუდო ღირებულება არ სახელდება, მაგრამ უახლოეს მომავალში გვპირდებიან, რომ მზადდება მომხმარებლის შეთანხმება, რომელშიც ზუსტად ჩაიდება თუ როდიდან იქნება საჭირო გადასახადის გადახდა და რა იქნება მისი მოცულობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий