2/01/2018

ფიქრები...

ვფიქრობ ხოლმე, სულ უნდა გყავდეს ვინმე, ვისც უბრალოდ მიწერ. ადგები და მიწერ, სულაც რაღაც სისულელეს, და არ იფიქრებ იმაზე, რომ სისულელეებს ბოდიალობ. არ იდარდებ იმაზე, გიპასუხებს თუ არა, ან როდის გიპასუხებს, ან ცუდად გიპასუხებს თუ კარგად. უბრალოდ იჯდე და გზავნო ეს წერილები, შეგრძნება-გაფიქრებები. სურვილები.

განსაკუთრებით ასეთ დროს გჭირდება, შენი თავისთვის თავი რომ ვერ მოგიყრია, და თვითონაც არ იცი, ყელში რა გიჭერს, ან რა არის ეს საშემოდგომო სიყვითლეში შერეული უმიზეზო სიხარული, რომ აღარც კი გაძინებს. აი ამ დროს მინდება, ვწერო უშინაარსო, დაბნეული წერილები და ვგზავნო, ვგზავნო და ვგზავნო.

ჰოდა სულ უნდა იყოს ვიღაც, ვისთანაც გაგზავნი.

ლია ლიქოკელი