ICO დღეეს მდგომარებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დიდი სისწრაფით მზარდი მიმართულებაა.
ICO წარმოიქმნა IPO-დან და ნიშნავს სტარტაპის მიერ საკუთარი ვალუტის გაყიდვას. ეს ვალუტა შეიძლება მრავალი დანიშნულების მქონე იყოს, ან ICO ტერმინი (Initial Coin Offering) წინასწარი მონეტებისის შეთავაზება, გულისხმობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ახალ პროექტს, ანუ ხდება უკვე ცნობილი ბლოკჩეინის პლატფორმაზე მისი დაშენება.რომელიც ხორციელდება ინვესტიციების ფართო მასებიდან მოზიდვით, ანუ ჩვეულებრივი ხალხის ფულით, რომელთაც მოსწონთ პროექტი და სურთ ამ პროექტის განხორციელებიდან მიიღონ შესაბამისი ფინანსური სარგებელიც.
ICO-ს შექმნაში მონაწილეობს გუნდი, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. გუნდი წარადგენს ბიზნეს განვითარების გეგმას (white paper) , სადაც გარკვევით წერია თუ რას აპირებენ მომავალში , საიდან მოდიან და რა ბიზნეს გეგმები აქვთ. ყველაზე ხშირად პლატფორმის მომხმარებლის მოქმედებების საფასურის გადასახდელად გამოიყენება.
ICO ში მონაწილეობის მისაღებად იყიდება ტოკენები(Token) , ციფრული ხელნაწერები, რომლებიც უფრო აქციებს ჰგავს. ტოკენის მფლობელები შესაბამისი ოდენობის მიხედვით მიიღებენ ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე. ტოკენების შეძენა ძირითადად ხდება უკვე არსებული კრიპტოვალუტებით.
რატომ მაინცდამაინც ICO, არის რამდენიმე მიზეზი:
1. ICO ეს არის სტარტაპში შედარებით მარტივად ინვესტირების საშუალება.
2. ხალხს ჯერა, რომ სტარტაპი შეიძლება გახდეს და უნდათ ინვესტირება მანამ სანამ ეს ჯერ კიდევ იაფია.
3. ისტორიულად ვალუტები, რომლებიც ICO-თი შეიქმნა მხოლოდ გაიზარდა.
4. ICO-ს პრინციპი თავისთავად მიგვიყვანს დადებით ცვლილებებთან ინვესტიციებში, ყველა ეძებს რაც შეიძლება სწრაფ საშუალებას გაზარდოს კაპიტალი, დაუფიქრებლად ყიდულობენ ყველაფერს. და ანალოგიური სწრაფი ზრდის იმედი აქვთ.
მსგავსი პროექტები ძირითადად მოიცავს ინოვაციურ იდეებს, რომლის დასაფინანსებლად გუნდს არ აქვს საკმარისი სახსრები, ხოლო პროექტში ხედავენ დიდ მომავალს და ფინანსურ სარგებელს.
მას შემდეგ, რაც ციფრული აქციები დარიგდება, პროექტის დეველოპერები მზად არიან შეუდგნენ სამუშაოს.