1/23/2018

ფული

ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

ფულის ისტორია


იდეა ღირებულების საზომი  ერთეულების შექმნის შესახებ ადამიანებს უძველეს დროში  გაუჩნდათ. იდეის განსახორციელებლად შემოიღეს ღირებულების საზომი ერთეული რომელსაც უწოდეს ფული. ფულმა ათასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილებები განიცადა და რაღა თქმა უნდა მისი დღევანდელი სახე.აბსოლუტურად განსხვავდება პირველი ფულის პროტოტიპისაგან.

ფულის წარმოშობა


ფულს ისევე დიდი ხნის  ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას.საუკუნის სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ  ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.
თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა. ადამიანების პირველყოფილი საქმიანობის – ნადირობისა და შემგროვებლობის, უფრო ეფექტური საქმიანობით ჩანაცვლებამ განაპირობა გაცვლის საჭიროება ერთი საქონლისა მეორეზე, რომელიც დღემდე "ბარტერის" სახელით შემოინახა.
გასაცვლელი საქონლის სახეობების ზრდამ. მისმა მალფუჭებადობამ და დროითმა დანაკარგებმა განაპირობეს ნატურალური გაცვლითი ოპერაციების გართულება. კომპანიონის მოსაძებნად, რომელსაც აწყობდა შემოთავაზებული საქონლის თავისაში გაცვლა, იკარგებოდა დიდიდრო . ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ვეღარ აკმაყოფილებდათ საქონლის ნატურალური გაცვლა ანუ  ბარტერი და გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური გადახდის საშუალება, რომლის სანაცვლოდაც შესაძლებელი იქნებოდა მიეღოთ ნებისმიერი სახის საქონელი და მომსახურება.
მოიფიქრეს და განახორციელეს კიდეც. ეს საშუალება იყო – ფული.

სასაქონლო ფული

ფულის ლათინური დასახელება pecunia მოდის სიტყვა pecus-იდან, რაც ნიშნავს ნახირს. მაშინ, როცა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე ჩვ.წ–მდე 1000 წელს ფულის ერთეული იყო ძროხა, ჩრდილოელი ხალხისთვის ამ ფუნქციას ირემი ასრულებდა. სხვადასხვა ერები სხვადასხვა ეპოქაში აღიარებდნენ ფულის ერთეულად ისეთ განსხვავებულ საგნებს, როგორებიცაა მაგ: სპილოს ძვალი, ქვა, ცხოველის ბეწვი, ოპიუმი, კაკაო, მარგალიტები და ა.შ. განსაკუთრებით ცნობილია აგრეთვე ნიჟარები,ბევრისთვის კი ღირებულებისა და გადახდის საზომი იყო მონა. მაგრამ ასეთ ფულს ჰქონდა უამრავი მინუსი. შეუძლებელი იყო ბევრი მათგანის დაყოფა (მაგ:ძროხის) და გადაზიდვა (მაგ:ქვების). სიმძიმისა და მალფუჭებადობის გამო ვერ ხერხდებოდა მათი რამოდენიმეჯერ გამოყენება. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც ის იყო, რომ ასეთი ფულის მოპოვება და შენახვა დიდ დროით და ფიზიკურ დანახარჯებს საჭიროებდა. ამიტომ კაცობრიობამ გამოიჩინა საღი აზრი და გამოიგონა უფრო მეტად კონვერტირებადი, უფრო იოლად გადაზიდვადი და უფრო ხანგრძლივად მოხმარებადი გაცვლის საშუალება – ვიდრე ნატურალური ფული – მონეტები.

მონეტები

ითვლება, რომ ყველაზე პირველად მონეტები გამოჩდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი, ჩვენს ერამდე, სპარსეთის მეფე დარიოსმა მოახდინა "ეკონომიკური რევოლუცია" თავის სახელმწიფოში, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ, ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი – უფრო შორსა და შორს. იმ დროისთვის მონეტების ბეჭვდის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი, ვერცხლის ან მათი შენადნობის იყო.
მაგრამ მალე ძვირფასი ლითონების სიმცირემ განაპირობა მონეტების სპილენძისა და ბრინჯაოსაგან გამოჭედვა. მათ არ გააჩნდათ "შინაგანი" ფასეულობა, განსხვავებით ძვირფასი ლითონებისაგან, არამედ მათზე დატანილი იყო ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები.
თითქმის ყველა მონეტაზე გაარჩევდით წინა მხარეს – ავერსს და უკანა მხარეს – რევერსს. ყოველი ეპოქა გარკვეულ ნაკვალევს ტოვებდა მონეტების გამოსახულებაზე. უძველეს მონეტებზე შეამჩნევდით მხოლოდ უბრალო ჩაღრმავებებს. ჩვენს ერამდე V საუკუნიდან კი მონეტებზე გამოჩნდა ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები და ასოები (ასოებით გამოსახავდნენ ქალაქების ინიციალებს, სადაც იბეჭდებოდნენ ისინი). ხოლო ზემოთნახსენებმა დარიოსმა, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა. ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტებს.

ნუმიზმატიკა


 (ლათ. Numisma - მონეტა) - ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც მონეტებს შეისწავლის. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერეული ტერმინი,  შუა საუკუნეებიდან გამოიყენება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების  შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი სXIV-XV ს.-ში,  იტალიაში ჩაეყარა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
როგორც წესი, კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, თუმცა მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა. დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში. ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798).

ბანკნოტები


პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. ხოლო მასიურად ბანკნოტების ბეჭვდა დაიწყო 1024 წელს, რადგანაც ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრები იყო საჭირო. ამას მონეტები ვერ უზრუნველყოფდნენ, მათი სიმცირისა და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო. მარკო პოლო წერდა, რომ: ქაღალდის ფულის გამოშვება - ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები. ამ მოსაზრების საბაბი მიუცია 1276 წელს ჩინეთში მოგზაურობისას შეხვედრილ იმპერატორულ ბანკნოტებს, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოველთაო გადახდის საშუალება. ჩინგიზ-ხანის მართველობა ამ კუპიურებს თავისუფლად ცვლიდა ოქროზე.

ევროპაში ბანკნოტები შედარებით გვიან გამოჩნდნენ. 1661 წელს სტოკჰოლმის, კერძო, საემისიო ბანკმა დაბეჭდა პირველი ოფიციალური ბანკნოტები ევროპაში. იქამდე კი ევროპელები იყენებდნენ - ვექსელს. ეს არი მოკლე ან გრძელვადიანი ხელშეკრულება ორ მხარეს შორის, რომელიც მის(ვექსელის) გამცემს ავალდებულებს დათქმულ დროს წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდას.
აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბანკნოტებს პერიოდულად უშვებდნენ და შემდეგ იღებდნენ სავალუტო სისტემიდან. მიზეზი ამისა იყო ის, რომ, როცა მთავრობას ფული სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ფასიან ქაღალდებს, რაც მოკლე ხანში იწვევდა ჰიპერინფლაციას და იძულებულნი ხდებოდნენ კვლავ მეტალს დაბრუნებოდნენ.
1944 წელს მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად და საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის სტიმულის მისაცემად, ბრეტონ-ვუდსში შეიქმნა ე.წ. ბრეტონ-ვუდსის სისტემა, რომელმაც გამოიწვია საერთაშორისო სავაჭრო და საგადასახადო სისტემაში, ამერიკული დოლარის ‘’გაბატონება”. სადაც 1914 წლამდე ინგლისურ სტერლინგს ლიდერის პოზიცია ეკავა,
1971 წლამდე ბანკნოტების მფლობელებს ჰქონდათ უფლება, ქაღალდის ფული ნებისმიერ დროს გადაეცვალათ ბანკში ოქროზე საბაზრო ფასის შესაბამისად (ოქროს სტანდარტი). ეს გულისხმობდა, რომ ბანკის სარდაფში იმდენი ოქრო უნდა ყოფილიყო შენახული, რა ღირებულების კუპიურებიც ჰქონდა მას ემისირებული. 1971 წელს კი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკნოტებმა ეს უფლება დაკარგეს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა. იქედან მოყოლებული დღემდე ქაღალდის ფული არც ერთ ლითონზე არაა მიბმული და თავისუფლად ცურავს მსოფლიო სავალუტო სისტემაში.

ქართული ბანკნოტები


1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული ეროვნული ვალუტალარი". მიმოქცევაში გავიდა - 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. სიტყვა ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო, თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა 200 ლარის ღირსების ბანკნოტი.
1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის, წინა მხარეზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: საქართველო”, საქართველოს ეროვნული ბანკი”, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები და თარიღი, ხოლო უკანა მხარეზე – ინგლისური ენოვანი წარწერები: GEORGIA” და ნომინალის დასახელება.   
ერთი ლარი 
 ზევით
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.  
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერითფიროსმანი 1862–1918“.

 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია საქართველოს დედაქალაქის – თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან.

ორი ლარი 
 ზევით 
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ. 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933“, ხოლო მარცხენა მხარეს – მისი ოპერის – აბესალომ და ეთერის“ უვერტიურის ნოტები
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.“
 
ხუთი ლარი 
 ზევით 
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ. 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 – 1940“. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ – გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს – ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა
 

ათი ლარი 
  ზევით
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 125 X 63 მმ. 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერითაკაკი წერეთელი 1840–1915“, მერცხალი და აყვავებული რტო.
 
 

ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „ იმერეთი–დედაჩემი“ და ვაზის ლერწები. 

 
ოცი ლარი
  ზევით  
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 131 X 65 მმ. 
 
წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მოამბე“, „ივერია“ და პირადი ნივთები. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება.XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით. 
 
ორმოცდაათი ლარი 
 ზევით 
გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 135 X 66 მმ. 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი წარწერითთამარ მეფე. XII ს.“, ხოლო მარცხენა მხარეს – გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის
ფასადის მორთულობიდან. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია ზოდიაქოს ნიშანი – „მშვილდოსანი“ – XII ს–ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან.
  
 
ასი ლარი  
 ზევით 
გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 140 X 67 მმ. 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერითშოთა რუსთაველი. XII ს.“, მარცხენა მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით – დანიელი ლომთა ხაროში“ – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“.
  
 
ორასი ლარი 
 ზევით  
გამოშვების წელი – 2007
ბანკნოტის ზომა – 146 მმ X 72 მმ. 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები.
 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი