6/28/2016

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ბიტკოინი ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტაა. მისი შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ამერიკას აქვს - დოლარი, ევროპას - ევრო, ინგლისს - სტერლინგი, ჩინეთს - იუანი და ა.შ. ინტერნეტს კი აქვს საკუთარი კრიპტოგრაფიული ვალუტა - ბიტკოინი.
აქ აღარ მოვყვებით მეტს ბიტკოინის შესახებ, რადგან ინტერნეტში არის უზღვავი ინფორმაცია მის შესახებ, მხოლოდ დავამატებთ იმას, რომ ბიტკოინი მომავლის ვალუტაა და მისი კურსი შექმნის წლიდან (2008 წელი) დღემდე, მიუხედავად ჩავრდნისა, როცა მისი კურსი დაეცა 17,61 დოლარამდე, უმეტესწილად ერთი ბიტკონის ფასი მერყეობდა 200-1400 დოლარს შორის.
ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, ანუ 2016 წლს იანვარში, ბიტკოინის კურსი ასეთია - 1 ბიტკოინი - 440 დოლარი.
ბიტკოინების დაგროვების შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი გაქვთ, მისი კურსი ისე გაიზარდოს, რომ გაცილებით დიდ თანხაში მოახდინოთ მისი გადაცვლა.
მაშ ასე, როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები? აქვე აღვნიშნავთ, რომ ამის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, პროცესორით და ვიდეო კარტით მაინინგი, ბიტკოინით ვაჭრობა ბირჟებზე და ა.შ, თუმცა ეს მეთოდები საფუძლიან ცოდნას და რაც მთავარია არც თუ ისე მცირე კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
ქვემოთ მოყვანილი მეთოდები კი არანაირ ძალისხმევას და დროს არ ითხოვს (თუმცა თუ დროს დაუთმობთ, რა თქმა უნდა შემოსავალი გაცილებით დიდი იქნება).
განვმარტავთ მარტივად და გასაგებად. ამ რესურსებს რეგისტრაციაც არ სჭირდება (სჭირდება მხოლოდ ორიოდეს), უბრალოდ შეიყვანთ თქვენი ბიტკოინ-საფულის მისამართს, დაადასტურებთ და დანარჩენი ხდება ავტომატურად, ანუ თქვენ ანგარიშზე გროვდება ე.წ "სატოშები" (გამორთულ კომპიუტერზეც კი).
შემდგომ, ეს სატოშები კვირაში ერთხელ ავტომატურად ხვდება თქვენი ბიტკოინ-საფულის ანგარიშზე, საიდანაც თანხა უპრობლემოდ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი eMoney.ge - ს ბიტკოინის ანგარიშზე.
შეიძლება Xapo საფულის გახსნაც და თანხების იქ მომენტალურად გადარიცხვა, მაგრამ გადარიცხვისას გაკლდებათ პროცენტი და გამოტანისას კიდევ პროცენტი, ამიტომ აქ Xapo-ზე რეგისტრაციის მაგალითი არ არის მოყვანილი.
არსებობს უამრავი ბიტკოინის მოსაგროვებელი საიტები, სადაც ყოველ საათში ან 5-10-20 წუთში "კაფჩის" შეყვანაა საჭირო (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა), რათა დააგროვოთ ბიტკოინები, თუმცა აქ მოყვანილი მხოლოდ ისეთი რესურსები, რომლებიც მუშაობენ ავტოპილოტზე და "კაფჩის" შეყვანა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა გსურთ მეტი ბიტკოინები გადავიდეს თქვენს ბალანსზე (მითუმეტეს მაშინ, თუ კომპიუტერი მთელი დღის განმავლობაში ისედაც ჩართულია).
შეგიძლიათ დააგროვოთ რეფერალები (ფეისბუქით, ფორუმებით და სხვადასხვა პირდაპირი მეთოდებით) რაც თქვენს შემოსავალს გაცილებით გაზრდის. რეფერალური ბმულები ყველა სერვისზეა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული. იმისათვის რომ ის დაინახოთ და საჭიროების შემთხვევაში დააკოპიროთ, უნდა მოძებნოთ და დააჭიროთ ღილაკს refer.
ქვემოთ მოკლედ მარტივად არის ახსნილი ყველა ნიუანსი, რაც ამისთვისაა საჭირო.
ბიტკოინის ანგარიშის გახსნა
მაშ ასე, პირველ რიგში რა თქმა უნდა აუცილებელია ბიტკოინ-საფულის გახსნა რესურსზე www.Blockchain.info სადაც მოხდება თქვენს მიერ მოგროვებული "სატოშების" გადარიცხვა ავტომატურად, კვირაში ერთხელ (შაბათ-კვირას).
ამის გაკეთება ძალიან მარტივია. შეხვალთ აღნიშნულ რესურსზე (ლინკი მოცემულია აქვე ან ქვემოთ) და პირველ რიგში აირჩევთ თქვენთვის სასურველ ენას (მარჯვენა ზედა კუთხეში).
ამის შემდეგ გადახვალთ ბმულზე:
«Start A New Wallet« ან «Create My Free Wallet«  - ინგლისურ ენაზე
«Создать новый кошелек« ან «Создать Мой Кошелек бесплатно» - რუსულ ენაზე.
შეიყვანთ მოქმედ ელ ფოსტას, პაროლს. შემდეგ დააჭერთ ღილაკს «Continue« (ინგლისურად) ან «продолжить« (რუსულად) და დაინახავთ ინგლისურენოვან ტექსტს, რომელიც უნდა დააკოპიროთ და სადმე შეინახოთ, რადგან პაროლის დაკარგვის ან სხვა რამე პრობლემის შემთხვევაში იგი აუცილებლად დაგჭირდებათ.
ეს არის სულ, თქვენი ბიტკოინ მისამართი შექმნილია. ამის შემდეგ შეხვალთ თქვენს საფულეში - «Wallet« (ინგლისურად) ან «Kошелек« (რუსულად), შეიყვანთ პაროლს და დააჭერთ ღილაკს «Open Wallet« ან «Oткрыть Kошелеk«.
ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ შავი, შტრიხ-კოდისმაგვარი კვადრატის ქვემოთ საკუთარი ბიტკოინის ანგარიშის ნომერს, რომელიც იქნება დაახლოებით ასეთი - 1CzXBeqCCiMzN7NscHnQm1ArE9FCKtvrsC
სწორედ ეს არის თქვენი ბიტკოინ-საფულის ანგარიშის ნომერი, რომელსაც შეიყვანთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერვისებში და მოხდება ბიტკოინების ავტომატურად გადარიცხვა.
აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ www.Blockchain.info -დან თანხა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი eMoney.ge- ს ბიტკოინის ანგარიშზე.

Blockchain.info
Free Bitcoin ბიტკოინების დასაგროვებელი N1 - ყველაზე ძველი, სანდო, სტაბილური, კარგი რეპუტაციის და სრულიად განსხვავებულია სერვისია.
აქ შესაძლებელია ბიტკოინების გამომუშავება არა მხოლოდ "კაფჩის" შეყვანით, არამედ ლატარიით და რაც მთავარია თამაშით.
ამის გარდა სერვისი დღეში რამოდენიმეჯერ უფასოდ გაძლევთ ლატარიის ბილეთებს, რომლის გათამაშებაც ხდება იმ დღესვე და შესაძლოა მოიგოთ საკმაო რაოდენობის ბიტკოინები.
საიტის მუშაობის პრონციპი მარტივია. უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეგისტრაცია - პირველ გრაფაში - ელ-ფოსტის მისამართი, მეორეში - პაროლი, ხოლო მესამეში -  Blockchain.info - ზე გახსნილი საფულის ანგარიშის ნომერი.
ამის შემდეგ დააჭერთ ღილაკს CLAIM YOUR FREE BTC NOWშეიყვანთ "კაფჩას" (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა). დააჭერთ ღილაკს ROLL!  და მიიღებთ თქვენს პირველ ბიტკოინებს, რომელიც გადავა და გამოჩნდება თქვენს ბალანსზე (მარჯვენა ზედა კუთხეში).
ამის შემდეგ ჩაირთვება უკუ ათვლით დრო - 1 საათი, და ანალოგიური მოქმედების შემდეგ, ყოველ საათში დაგერიცხებათ უფასო ბიტკოინები (300-დან 1000-მდეგააჩნია როგორია ბიტკოინის კურსი).
არ დაგავიწყდეთ ხმოვანი სიგნალის მონიშვნა - Play sound when timer runs out - რომელიც გამცნობთ, რომ ერთი საათი გავიდა და საჭიროა "კაფჩის" შეყვანა.
ავტომატური გადახდები თქვენს ბიტკოინ საფულეზე ხორციელდება ყოველ კვირას, როცა ბალანსი მიაღწევს 0.00025000 BTC-ს.
იმისათვის, რომ ჩართოთ ავტო გადახდები, საიტის ზედა ცენტრალურ ნაწილში არის სამი ღილაკი:DEPOZIT, WITHDRAW და DONATE. დააჭერთ ღილაკს WITHDRAW და მონიშნავთ AUTO-ს. თუ მთელი დაგროვილი თანხის ავტომატური გამოტანა გსურთ.
მაგრამ თუ გსურთ თანხა დაგროვდეს და ავტომატურად არ გადამოირიცხოს (რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თამაშის შემთხვევაში) დააჭერთ არა AUTO-ს არამედ MANUAL-ს. ამ შემთხვევაში ქვემოთ გაჩნდება გრაფა, სადაც ხელით ჩაწერთ თუ რა თანხის გამოტანა გსურთ, დააჭერთ გრაფის ქვემოთ ღილაკს WITHDRAW და თანხა 6 საათში დაჯდება თქვენს ანგარიშზე (გაითვალისწინეთ, რომ ავტომატური გადარიცხვა თქვენს საფულეზე კვირაში ერთხელ უფასოა. ხელით გადარიცხვის ღირებულება კი 400 სატოშია, რაც სულაც არაა დიდი თანხა, როცა თანხა თამაშისთვის გჭირდებათ).
როგორც ავღნიშნეთ, სერვისს აქვს შესანიშნავი ციფრული ტიპის რულეტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დადოთ ფსონი და მოიგოთ თანხა.
აქვე ბონუსად შემოგთავაზებთ მეთოდს, რომლის საშუალებითაც ყველა ვარიანტში შეძლებთ თანხის მოგებას:
ჰორიზონტალურ მენიუში დააჭერთ და შეხვალთ ფუნქციაში MULTIPLY BTCგაიხსნება სათამაშო დაფა სადაც:
მინიმალური ფსონია (WIN PROFIT) 0.00000001 ბიტკოინი.
/2 - ფსონის შემცირება (გაყოფა)
2X ფსონის გაზრდა (გაორმაგება).
ღილაკებს MIN და MAX (მინიმალური და მაქსიმალური ფსონი) არ შეეხოთ, ან დააჭირეთ ღილაკს MIN (როცა გსურთ მინიმალური ფსონის დადება.)
BET HI ან BET LO სათამაშო ღილაკები.
ამის შემდეგ იწყება თამაში. მიუთითებთ ფსონს 0.00000001 ბიტკოინი (ავტომატურადაა მითითებული). შემდეგ დააჭერთ სათამაშო დაფის ცენტრში განთავსებულ ერთ-ერთ ღილაკს -  BET HI ან BET LO.
თუ მოიგეთ გამწვანდება, თუ წააგეთ გაწითლდება.
თუ მაგალითად დააჭირეთ ღილაკს BET HI და მაშინვე გამწვანდა (ანუ მოიგეთ), დააჭირეთ ღილაკს BET LO. თუ ისევ გამწვანდა - ისევ დააჭერთ ღილაკს BET HI. ანუ მონაცვლეობით. სანამ არ გაწითლდება, ანუ არ წააგებთ (ამ დროს ფსონი არ იცვლება, რჩება 0.00000001).
მაგრამ თუ გაწითლდა, ანუ წააგეთ - მაგალითად BET HI - ზე დაჭერისას, იწყებთ პირამიდას პრინციპით თამაშს. ანუ გააორმაგებთ თანხას - 2X, თუ კიდევ წააგეთ კიდევ - 2X და ასე მოგებამდე, სანამ არ გამწვანდება. (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში აჭერთ ღილაკს მხოლოდ BET HI, ანუ სადაც წააგეთ). თუ წააგებთ - BET LO - ზე, იგივეს აკეთებთ ყველაფერს (ანუ აორმაგებთ ფსონს მოგებამდე, მხოლოდ აჭერთ BET LO - ს)
როცა გამწვანდება, ანუ მოიგებთ (და ეს ნამდვილად მოხდება), აკეთებთ მთავარს - დააჭერთ ღილაკს /2 და ფსონი ჩამოგყავთ ისევ 0.00000001 - მდე და აგრძელებთ იგივე პრინციპით თამაშს. ანუ ფსონი, თუ არ წააგეთ და არ აორმაგებთ, ყოველთვის უნდა იყოს 0.00000001.
იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ 0.00000002 ფსონის შემთხვევაშიც.
ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ბალანსზე გაქვთ 25000 სატოში მაინც (0.00005000 BTC). წაგების ციკლი ჩვეულებრივ, შეიძლება გაგრძელდეს 5-6 დაჭერა. იშვიათად, მაგრამ შეიძლება წაგების ციკლი გაგრძელდეს 12-15 დაჭერა. ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ყურადღებით, რომ ფსონის გაორმაგების შემთხვევაში ბალანსი გეყოთ, თორემ მთელს თანხას წააგებთ.
თუ ბალანსზე თანხას დააგროვებთ და იგი გახდება 50 000 სატოშზე მეტი (0.00050000 BTC), ამ შემთხვევაში შეგიძლით იგივე პრინციპით ითამაშოთ ფსონით 0.00000002 - დან, ხოლო 100 000 სატოშზე მეტის შემთხვევაში - 0.00000008, 0.00000016 და მეტი ფსონით. მთავარია ცდუნებამ არ გძლიოთ და ბალანსი გათვალოთ 12-14 წაგებაზე (14-ჯერ გააწითლებაზე) გაორმაგებული ფსონების შემთხვევაში ბალანსი არ გამოილიოს, რადგან ბოლოს მაინც გამწვანდება და აუცილებლად მოიგებთ.
რა თქმა უნდა აქ მაინც კაზინოს პრინციპი მუშაობს და 100% - იანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ამ მეთოდით მოგების შანსი ძალიან მაღალია. მთავარია არ იჩქაროთ, დააგრვოთ რაც შეიძლევა მეტი ბალანსი, რომ მარაგში გქონდეთ 14-15 სვლა მაინც (ანუ 14-15 წაგება).
უკიდურესი თავის დაზღვევისთვის კი რეკომენდებულია გქონდეთ მარაგში 20-25 სათადარიგო სვლა (ანუ 20 წაგება). თუმცა ამისთვის დაგჭირდებათ გაცილებით მეტი თანხა გქონდეთ ბალანსზე.
რაც შეეხება კაზინოსთან მსგავსებას, პრინციპი შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ მაინც, ეს სულ სხვა თამაშია. თანაც რაც მთავარია, თქვენ აქ არ დებთ საკუთარ თანხებს. თამაშობთ იმით, რაც გამოიმუშავეთ.
ამ მეთოდით თავისუფლად შეიძლება დღეში 3-5 დოლარის მოგება. შეიძლება მოიგოთ გაცილებით მეტიც, მთავარია რამდენი გაქვთ ბალანსი, რომ შეძლოთ რაც შეიძლება დიდი ფსონის დადება.
დროდადრო, მიუხედავად მაღალი ფსონით მოგებისა, მაინც შეამცირეთ ფსონი. ხშირად ცვალეთ იგი. ზოგჯერ მოგების შემთხვევაში შეამცირეთ ფსონი და სპეციალურად დააჭირეთ იგივე ღილაკს, რათა ცოტაოდენი წააგოთ კიდეც. ენდეთ ინტუციასაც, რომელიც აუცილებლად გამოგიმუშავდებათ. ამით სისტემას აბნევთ და მეტი შანსია მოიგოთ.
შეიძლება მოიფიქროთ სხვა, უფრო წარმატებული სვლებიც და ფორმულებიც როცა კარგად გაერკვევით. (მაგალითად მინიმალურ ფსონზე რამოდენიმეჯერ დაამთხვიეთ წაგება, შემდეგ კი როცა ჩათვლით, რომ მოგება "მომწიფდა" ასწიეთ ფსონი საკმაოდ მაღლა (ერთჯერადად) და მოგების შემდეგ დაუბრუნდით საწყის ფსონს.
ძალიან მნიშვნელოვანია, მოგების შემთხვევაში არ წაგძლიოთ ცდუნებამ (მეტს მოვიგებ) და არ გაზარდოთ ფსონი. აზარტი ამ შემთხვევაში დამღუპველია! თუნდაც გიმართლებდეთ და კარგად იგებდეთ. გამოიჩინეთ მოთმინება და დაიცავით მკაცრი წესი - თამაში დაამთავრეთ იმ ფსონით, რომლითაც დაიწყეთ!
არ დაგავიწყდეთ საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა (თქვენ ხომ ამით აგროვებთ ბალანსზე თანხას). ზოგჯერ დააჭირეთ რეკლამებს. სისტემას ეს მოსწონს, რადგან ამით იღებს შემოსავლებს და თქვენს გადასვლებსაც აფიქსირებს. ნუ ითამაშებთ ერთ ჯერზე 5 წუთზე მეტს. გაისეირნეთ, გული გადააყოლეთ, თქვენი საქმე გააკეთეთ და შემდეგ კვლავ მიუბრუნდით თამაშს.
გადადით ბმულზე და ნახეთ სპეციალური ცხრილი, რომელშიც ჩანს რა რაოდენობის თანხაზე რა ფსონი უნდა გააკეთოთ, რომ მოგება უფრო გარანტირებული გახადოთ - ფსონების დასადები ცხრილი
წარმატებულ თამაშს გისურვებთ!

Free Bitcoin