6/25/2016

კულინარიული ბლოგი / ხაჭოს ჩიზქეიქი ჟოლოს სოუსით


ხაჭოს ჩიზქეიქი ჟოლოს სოუსით
        ჩიზქეიქის წარმოშობა ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ბერძენ ექიმს დაუწერია წიგნი "ჩიზქეიქის მომზადების ხელოვნება". თანამედროვე რეცეცპტი პირველად აღმოაჩინეს 1390 წლის ინგლისურ კულინარიულ წიგნში. ჩიზქეიქის მომზადების ორი ვერსია არსებობს - გამომცხვარი შიგთავსით და გამოუცხობი. დღეს პირველ ვარიანტს გთავაზობთ. 




დაგჭირდებათ:

            ცომისთვის:
  • 210 გ. ორცხობილა
  • 100 გ. გამდნარი კარაქი/მარგარინი
  • 4 ს.კ. შაქარი
           შიგთავსისთვის:
  • 750 გ. ხაჭო
  • 300 გ. ჟოლოს იოგურტი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 3 კვერცხი
  • 3 ჩ.კ. ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილინი
+ ჟოლოს სოუსი. რეცეპტი იხილეთ აქ.

მომზადება:
  • ორცხობილები სამზარეულოს კომბაინში დაფქვით, დაუმატეთ შაქარი და გამდნარი კარაქი. აურიეთ და შემდეგ 28 სმ. დიამეტრის ფორმაში გაანაწილეთ.
  • შიგთავსის მოსამზადებლად კომბაინში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, მოასხით სოუსი. ხის წკირით გააკეთეთ წრიული მოძრაობა, რომ ასეთი ეფექტი მიიღოთ.




  • გამოაცხეთ 175 გრადუსზე 1 საათი. გააციეთ და ისე მიირთვით.