9/20/2015

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO - Search Engine Optimization) — საიტის ან გვერდის ხილვადობის გაზრდის ზემოქმედების პროცესი „საძიებო სისტემაზე“ „ბუნებრივი“ ანუ რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევის გარეშე მიღებული შედეგი. ზოგადად, მოწინავე (ან უფრო მაღალი რეიტინგის მქონე გვერდი საძიებო სისტემაში) და უფრო ხშირად – ხილვადი საიტი დაფიქსირებული ძიების შედეგის სიაში, უფრო ბევრ ვიზიტორს მიიღებს საძიებო სისტემის მომხმარებლებისგან. SEO შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვადასხვა სახის ძიებას, მოიცავს რა სურათის, ლოკალურ, ვიდეო, აკადემიურ, სიახლეების, ინდუსტრიულ – სპეციფიკურ ვერტიკალურ საძიებო სისტემებს.[1]
როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია, SEO განსაზღვრავს თუ როგორ მუშაობს საძიებო ძრავი, რას ეძებს ხალხი. ფაქტობრივი საძიებო ტერმინები და საკვანძო სიტყვები იბეჭდება საძიებო ძრავებში და უპირატესობა აქვთ მინიჭებული თავიანთი მიზნობრივი აუდიენციით. ვებ გვერდის ოპტიმიზაცია შეიძლება გულისხმობდეს გვერდის კორექტირებას, HTML – სა და ასოცირებული კოდების გაზრდას სპეციფიურ საკვანძო სიტყვებთან შესაბამისობაში და აუცილებლად ყველა ბარიერის წაშლას, რაც დაკავშირებულია საძიებო სისტემის საინდექსო საქმიანობასთან. საიტის „პრომოუშენი“ ბმულების ("Backlink") რიცხვის გაზრდით არის SEO – ს განსხვავებული ტაქტიკა.[2]
SEO – ს ("search engine optimizers") აბრევიატურის მრავლობითი რიცხვი აღნიშნავს ადამიანებს ან მათ ჯგუფს, ე.წ. „საძიებო სისტემის ოპტიმიზატორებს“, რომლებიც გვთავაზობენ SEO – ს მომსახურებებს.