5/27/2013

მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოს…ჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვს…და ეს იშვიათობაა…



რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში….

დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო…

იქნებ არის კიდეც ღმერთის ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმის…არ გვესმის რადგან საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას ვკარგავთ…გულის ყურს ვკარგავთ…

მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფროდაუფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა…
მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე, რომ ყოველი სიტყვა აზრს მოკლებულ არაჩვეულებრივ მუსიკად ჩაგესმის ყურში…

...სიყვარულის პულსს კი ვეღარ შეანელებ…ის უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს…ხან სიხარულის და ბედნიერების ცაში აყავხარ და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო და ყველა ტკივილი დაივიწყო, ხან კი... მიწაზე დაგცემს ტანჯვითა და ტკივილით, სიძულვილით აგავსებს…პირველ რიგში საკუთარი თავისადმი…და ერთი წამითაც აღარ შეგიძლია საყვარელ თვალებში ჩახედვა, თუნდაც უკანასკნელად…

მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოს…ჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვს…და ეს იშვიათობაა…

ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგვიტევოს და შეგვინდოს , რადგან საკუთარმა გულისცემამ დაგვაყრუა… თუმცა ვიცი,რომ ამისთვის მაინც მოგვეკითხება…


"თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი,
უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა...? "