3/24/2012

ლამაზი თვალები


როგორც ცნობილია, თვალები სულის სარკეა. ისინი ანიჭებენ სახეს ინდივიდულურობას. სწორად გაკეთებული მაკიაჟი თქვენ სახეს მეტ გამომსახველობას და მომხიბვლელობას მიანიჭებს. მამაკაცების მზერაც თქვენზე იქნება მოპყრობილი.


თვალებზე მაკიაჟის გაკეთებისას მთავარი მისი ფორმის გათვალისწინებაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა


დამალოთ ნაკლი, ხაზი გაუსვათ ღირსებას და აქცენტი თქვენს თვალებზე გაკეთდეს.

პატარა თვალები
გამოიყენეთ ღია ფერის ჩრდილები, დაიტანეთ ზედა ქუთუთოზე წამწამიდან წარბებამდე;
ნახევრად მუქი ჩრდილი დაიტანეთ ზედა ქუთუთოს ნაკეცზე;
თვალის ფანქარი წაისვით თვალის შიდა ზედაპირზე წამწამების გასწვრივ;
შედარებით ღია ფერის ჩრდილები გამოიყენეთ წარბის რკალის ქვემოთ;
წარბებს მიეცით შესაფერი ფორმა. წარბის წვრილი რკალი ძალიან უხდება პატარა თვალებს, ვიზუალურად ფართოს და გამომსახველს ხდის მას.

ფართოდ ჩასმული თვალები
საშუალო შეფერილობის ჩრდილები დაიტანეთ წამწამებიდან წარბებამდე;
საშუალო ან მუქი შეფერილობის ჩრდილები წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოს შიდა კუთხეში;
ჩრდილები მთლიანად გაანაწილეთ თვალების გარე კუთხემდე, ეცადეთ ხაზი წამწამების გასწვრივ გადაატაროთ;
ტუში წაისვით წამწამების ცენტალურ ნაწილში, მუქი ფენა ზუსტად შუაში დაიტანეთ;

ღრმად ჩამჯდარი თვალები
გამოიყენეთ მსუბუქი შეფერილობის ჩრდილები და გაანაწილეთ ქუთუთოზე წარბებიდან წამწამებამდე;
საშუალო შეფერილობის ჩრდილები ქუთუთოს ნაკეცს ზევით გადაისვით;
აქცენტი თვალის შიდა კუთხეზე გააკეთეთ;
ფანქარი რაც შეიძლება წვრილად და წამწამებთან ახლოს გადაისვით. თუ თვალები ძალიან ღრმადაა ჩამჯდარი , ფანქარი საერთოდ არ გამოიყენოთ;
ტუში თანაბრად გაანაწილეთ წამწამებზე.

ვიწროდ ჩამჯდარი თვალები
გამოიყენეთ ფერთა მსუბუქი გამა და გაანაწილეთ ზედა ქუთუთოს შიდა მხარეზე წამწამებსა და წარბებს შორის;
საშუალო შეფერილობის ჩრდილი გადაისვით ზედა ქუთუთოს გარეთა მხარეს;
ვერტიკალურად გადაისვით ღია ფერის ჩრდილი თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით და თანდათან გაადიდეთ;
აქცენტი თვალის შიდა კუთხეებზე გააკეთეთ;
წაისვით ტუში წამწამებზე, ქვედა მხარეს თვალის მხოლოდ გარეთა კუთხეში.

მრგვალი თვალები
გამოიყენეთ მსუბუქი შეფერილობის ჩრდილები და გაანაწილეთ წამწამებსა და ქუთუთოს შორის;
მუქი ჩრდილი ზედა ქუთუთოს ნაკეცზე გადაისვით;
შედარებით მუქი ფერის ჩრდილი ზედა ქუთუთოზე მხოლოდ წამწამების გასწვრივ წაისვით;
ტუში თვალის გარეთა კუთხეებში უფრო მეტად წაისვით.

შეშუპებული თვალები
აქცენტი თვალი შიდა კუთხეზე გააკეთეთ და ძირითადი ფერის ჩრდილი გადაისვით;
მუქი ფერის ჩრდილით ყველაზე მეტად შესიებული უბანი შენიღბეთ;
ფანქარი მხოლოდ ზედა ქუთუთოზე წამწამების გასწვრივ წაისვით თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით;
ტუში წაისვით ზედა წამწამზე.

დაქანებული ქუთუთოები
მსუბუქი შეფერილობის ჩრდილი ზედა ქუთუთოს შუაში წაისვით;
მუქი ფერის ჩრდილები ქუთუთოს მეტად დაქანებულ ნაწილზე წაისვით;
მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი წარბების შიდა ზღვარზე გააკეთეთ;
არ გამოიყენოთ ფანქარი, რათა ხაზი არ გაესვას დაქანებულ ქუთუთოებს;
ტუში წაისვით ზედა წამწამზე.

საწყალი თვალები
მაკიაჟის გაკეთება ფანქრის წასმით დაიწყეთ. ფანქარი წამწამების გასწვრივ თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით წაისვით;
ფანქარი გუგის დონეზე არ წაისვათ. ქვედა ქუთუთო შემოხაზეთ ზედას პარალელურად;
საშუალო შეფერილობის ჩრდილი წაისვით ზედა ქუთუთოზე,ხოლო მუქი ნაკეცზე;
დატუშეთ ფანქრის კონტური, ისე რომ ჩრდილი არ გადაფაროთ;
ტუში წაისვით ზედა წამწამზე.

ჭკვიანი თვალები
გამოიყენეთ მხოლოდ საშუალო შეფერილობის ჩრდილები და გადაისვით ზედა ქუთუთოზე;
გამოიყენეთ მხოლოდ თხევადი ჩრდილები;
ფანქარი წაისვით წამწამების გასწვრივ, კონტური გაამუქეთ თვალის გარეთა კუთხეში;
ტუში მსუბუქად გადაისვით ზედა წამწამზე.