2/27/2012

საათი Nooka Zizm


საათების ნიუიორკული მარკა – Nooka–ს ბოლო შემოთავაზება გახლავთ – „Nooka Zizm“–ი, რომელსაც არა მხოლოდ უცნაური სახელწოდება აქვს, არამედ ვიზუალურადაც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. კრისტალური ლინზის მქონე სიახლის ეკრანზე ყველა გამოსახულება რელიეფურია.
„Nooka Zizm“–ს სილიკონის სამაჯური აქვს, რომლის მაჯაზე მოსარგებადაც პრობლემას არ ქმნის მისი მაკრატლით მოჭრა და თქვენთვის სასურველ ზომაზე დაყენება. რაც შეეხება მის საფასურს, იგი – Nooka–ს საიტზე 375 დოლარს შეადგენს.