1/14/2012

The Vertical Gardens of Patrick Blanc

  Patrick Blanc–ი ბოტანიკოსია და ამავდროულად ვერტიკალური ბაღების პიონერი კრეატორია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი, ულამაზესი ვერტიკალური ბაღის ავტორია.

  თავდაპირველად – Patrick Blanc–ი ინდოეთში მოგზაურობისას ეზიარა ვერტიკალური ბაღების საიდუმლოს, სადაც იგი დარწმუნდა, რომ თუ მცენარეს საკმარისი სინათლე და წყალი აქვს, იგი შესაძლოა ყველაგან გაიზარდოს და რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდოს ვერტიკალურად. მშობლიურ პარიზში დაბრუნებულმა გადაწყვიტა თავადაც მიეყო ხელი ამ საქმიანობისთვის და არცთუ ამაოდ. პირველად მან პარიზში შექმნა ძალზედ მომხიბვლელი ვერტიკალური ბაღი და მას შემდგომ ნიჭიერი ავტორის მიერ შექმნილი ულამაზესი ბაღები ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და სხვა ნაგებობებს.