12/18/2011

ინდიგოს ბავშვები

  ტერმინი "ინდიგოს ბავშვები" პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ "ინდიგოს ბავშვები"). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი "ინდიგოს ბავშვები". "ინდიგოს ბავშვებს" უწოდებენ ასევე "ახალი ცნობიერების ადამიანებს", "იისფერი რასის წარმომადგენლებს", "ზეციურ მოციქულებს", `"ათასწლეულის ბავშვებს", ზოგი მეცნიერი მათ "NEW AGE"-ს (ნიუ ეიჯის), ანუ "ახალ ეპოქის ადამიანებს" უწოდებს.