11/13/2011


Nokia-ს მკვლევართა ცენტრის დიზაინერებმა, გვაჩვენეს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში მობილური ტელეფონები. ფინურმა კომპანიამ წარმოადგინა აპარატის კონცეპტი დასახელებით GEM, რომლის ზედაპირიც არის მთლიანად სენსორული. Nokia-ს ჩანაფიქრის მიხედვით, შესაძლებელი იქნება გამოსახულების გადატანა ტელეფონის ერთი მხრიდან მეორე მხარეს ან მთლიანად მოწყობილობის კორპუსის შემოტრიალება.
იდეა მდგომარეობს შემდეგში: GEM-ის ნებისმიერი ნაწილი, ეს იქნება წინა, უკანა, თუ კუთხის პანელი, შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება ინფორმაციის გადმოსაცემად და სამართავად. მაგალითად, ტელეფონის ერთ მხარეს იყოს კლავიატურა და ინფორმაცია ამინდის შესახებ, მეორე მხარეს ნავიგაციური რუკა, ხოლო კუთხეში მულტდიმედიური ფლეერის სამართავი ღილაკები. კიდევ ერთი ორიგინალური იდეა — კამერა, თითების წრიული მოძრაობის მეშვეობით GEM-ის კორპუსზე გამოჩნდება ობიექტივი. Nokia-ს არ გაუკეთებია განცხადება შესაძლებლია თუ არა ამ ჩანაფიქრის რეალიზება პრაქტიკაში…

Комментариев нет: