მაიას ტომების გამქრალმა ცივილიზაციამ დიდი კულტურული მემკვიდრეობა დატოვა. ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი კალენდარი, რომელშიც წელთაღრიცხვა 2012 წელს წყდება. ამ თარიღის გარშემო არაერთი მყვირალა სათაურის მქონე სტატია დაიწერა. მიუხედავად ყველაფრისა მეცნიერება ამბობს, რომ აღნიშნულ წელს არაფერი ცუდი არ მოხდება. თუნდაც იმიტომ, რომ 2012 წელს Apple აპირებს კარდინალურად განაახლოს თავისი პროდუქტები. ყველა.
პროდუქტების ყველა ხაზი განახლდება, iPad, iMac, iPhone და MacBook Air-ის ჩათვლით. პირველი ამ რიგში დგას iPad. შემდეგ — iPhone და iMac. ხოლო წლის ბოლოს Macbook Pro-ები Air-ად გადაიქცევა. პირველ ნაბიჯებს ეფლი უკვე ახლა დგამს. გააფტრებით მიმდინარეობს ახალი მოდელის iPad-ების დამზადება ქარხნებში, რათა მომავალი წლისათვის 2 მილიონი ეგზემპლარი დაგროვდეს.
კომპონენტების მომწოდებელ კომპანიებს უკვე აქვთ ახალი მოწყობილობის ორი პროტოტიპი. მათი სახელებია J1 და J2 და თითოეული მათგანისათვის საჭიროა სხვადასხვანაირი ეკრანი და სენსორული პანელი. პირველ შემთხვევაში ეკრანის გარჩევადობაა 1600×1200 პიქსელი, ხოლო მეორე შემთხვევაში — 2046×1536 პიქსელზე. ამ ეტაპზე ეკრანების მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ მხოლოდ პირველი ტიპის მიწოდება, მეორე ტიპის წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ გახლავთ.
შესაძლოა უკვე მარტში ვიხილავთ iPad 2S-ს — არსებული თაობის მცირე ტექნიკურ განახლებას. მასში ძველი ეკრანი დარჩება, ხოლო iPad 3-ს ალბათ 2012 წლის ბოლოს ვიხილავთ. ზუსტად ამ მოდელში ვიხილავთ მაღალი გარჩევადობის ეკრანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий