11/19/2011

ახალი თაობის მედიამაგიდა Microsoft Surface


კორპორაცია Microsoft-მა დაიწყო შეკვეთების მიღება მულტიმედიურ მაგიდაზე Samsung SUR40 for Microsoft Surface-ზე, რომელიც წარმოდგენილი იყო წლის დასაწყისში. მოწყობილობაში რელიზებულია ტექნოლოგია PixelSense, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია ამოიცნოს 50 წერტილზე ერთდროულად შეხება და ასევე გამოიცნოს ობიექტების ტიპი, რომლებიც განთავსებულია მის ზედაპირზე. მაგიდაზე ზემოქმდება შეუძლიათ რამოდენიმე მომხარებელს ერთდროულად.

მცირე სისქის წყალობით, რომელიც შეადგენს 130 მმ-ს, შესაძლებელია პანელის დაყენება სპეციალურ საყრდენზე ან კედელზე ჩამოკიდება. დისპლეის ზომა შეადგენს 40 დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). მატრიცის განახლების სიხშირე შეადგენს 8 მს-ს; ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ხილვადობის კუთხე აღწევს 178 გრადუსამდე.
მედიამაგიდის განკარგულებაშია AMD-ს ორბირთვიანი პროცესორი Athlon X2 245e ტაქტური სიხშირით 2,9 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უტოლდება 4 გბ-ს; ჩაშენებული მყარი დისკის ტევადობა — 320 გბ. პანელს გააჩნია გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon HD 6750M, ოთხი USB 2.0 პორტი და HDMI კონექტორი. ოპ. სისტემა — Windows 7.
მედიამაგიდის შეკვეთა ხელმისაწვდომია 23 ქვეყნისთვის 8 400 დოლარად.

Комментариев нет: