11/06/2011

რა არის „Blog“-ი და რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ბიზნესს თუ ადამიანს საკუთარი ბლოგი!!!



 ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ერაში, ინტერნეტმა და სოც. მედიამ უკვე მოახდინა რიგ ქვეყნებში „რევოლუცია“ ბიზნესის სფეროში და არა მარტო ბიზნესში...

სოციალური მედიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი, მოგეხსენებათ არის ბლოგი. დღევანდელ დღეს ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს ან არ ჰქონდეს გაგებული რა არის ბლოგი.

მაგალითად ჩემი ბლოგია : giorgigigeo.com

ბლოგური მოძრაობა“ დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელმისაწვდომი გახდა ისეთი შესანიშნავი, მარტივი და იოლად გამოსაყენებელი ინსტრუმენტები, როგორებიც არის:  blogspot , wordpress, Typepad, blogger და ა.შ. CMS პლატფორმები.

რა არის ბლოგი?

ბლოგი, ეს არის ვებგვერდი, რომელიც დროდადრო განახლდება, როგორც წესი მოკლე პოსტებით და ყველა მისი პოსტი დალაგებულია ქრონოლოგიურად.

არსებობს ბლოგების ორი კატეგორია:
პერსონალური ბლოგები: საქართველოში ძირითადად არის ამ კატეგორიის ბლოგები;
ბიზნეს ბლოგები: არის კორპორატიული ინსტრუმენტი ბიზნესის კლიენტებთან ან თანამშრომლებთან დასაკავშირებლად, რათა მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.


ბიზნეს ბლოგი

ბიზნეს ბლოგი არის კომუნიკაციის ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ზომის კომპანიას მიაწვდინოს ხმა თავის კლიენტებს და მოიპოვოს ნდობა, ერთგულება მისი მომხმარებლის მხრიდან.

ბლოგი ეს არის შესანიშნავი საშუალება ბიზნესისთვის, გაუზიაროს თავის მომხმარებელს გამოცდილება, გაზარდოს თავის ვებგვერდზე ტრაფიკი და მოახერხოს დაკავშირება თავის პოტენციურ კლიენტებთან.

ძალიან ცნობილმა ჟურნალმა „Business Week“-მა 2005 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „Blogs Will Change Your Business“ (ბლოგები შეცვლიან თქვენს ბიზნეს).

2009 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოც. მედიის აქტიურად გამოყენებამ ბრენდების შემოსავალი 18%-ით გაზარდა, მაშინ როცა ნაკლებ აქტიურებს გაყიდვები შეუმცირდათ 6%-ით.


თქვენი ბიზნეს ბლოგის, ისევე როგორც საერთოდ სოც. მედიის ბიზნესისთვის გამოყენების მიზანს წარმოადგენს დიალოგის შედგენა ბიზნესსა და მის მომხმარებელს შორის.

თუკი ბიზნესის ოფიციალურ ვებსაიტზე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება სხვადასხვა გასაყიდი პროდუქტების შესახებ, კომპანიის ბლოგზე მომხმარებელს უნდა შეეძლოს იხილოს მაგალითად: როგორ გამოიყენოს ესა თუ  ის პროდუქტი რეალურ ცხოვრებაში.

ბლოგის მომხმარებელს საშუალება აქვს აქტიურად ჩაებას დიალოგში, დასვას მისთვის აქტუალური შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები.

ბიზნეს ვებსაიტი რეალურად არის ბიზნესის ბროშურა, რომელზედაც დომინირებს ბიზნეს ტერმინები: კომპანიის მისია, მარკეტინგული სტრატეგიები, მიზნები და ა.შ., რომელიც კლიენტთა უმრავლესობას, რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად აინტერესებთ. ბლოგზე კი თავის მხრივ ყველა პოსტი იწერება უბრალო და იოლად გასაგები ენით. ბლოგს ქმნის ადამიანი, რათა ელაპარაკოს სხვა ადამიანებს! სწორედ ეს უკანასკნელი აქცევს ბლოგს უნიკალურად!

ცოტათი გადავუხვევ თემიდან და ვიტყვი, რომ ბაზარი (Market), როგორც ვიცით, ეს არის საუბარი ბიზნესსა და მის კლიეტებს შორის; ბლოგი ეს არის საუბარი ბიზნესსა და მის კლიენტებს შორის და გამოდის, რომ თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს ბლოგი, თქვენ ესაუბრებით თქვენს კლიენტებს თქვენი ბიზნესის, პროდუქტის, ბაზრის და ა.შ. შესახებ 24/7 !!! უბრალოდ გენიალურია !!!  და ამ ყველაფერს აკეთებთ უფასოდ!!!
რა უნდა იყოს ბიზნეს ბლოგზე !
Graphic Header – შექმენით თქვენი ბიზნესის ბანერი, რომლითაც ადამიანები ძალიან იოლად მოახდენენ თქვენს იდენტიფიცირებას/გარჩევას/ცნობადობას სხვა ბიზნეს ბლოგებისაგან;
გამოიყენეთ ელ. ფოსტით გამოწერის ფორმა (ვისაც სურვილი ექნება გამოიწეროს თქვენი/ბიზნეს ბლოგის სიახლეები);
about page (ჩვენს შესახებ) გვერდი;
გამოიყენეთ სხვადასხვა მედია/გრაფიკული საშუალებები: ვიდეოები, სურათები და ა.შ. რაც გაუმარტივებს თქვენს მკითხველს ინფორმაციის ათვისებას;
White Space – აირჩიეთ თქვენი ბლოგის ფონად თეთრი ფერი, რადგან მაქსიმალურად იოლი იყოს ტექსტების წაკითხვა;
გამოიყენეთ Share ღილაკები, რათა თქვენს მომხმარებელს უპრობლემოდ შეეძლოს სასურველი სტატიის ან პოსტის გაზიარება უშუალოდ თქვენი საიტიდან გაუსვლელად სოც. ქსელებში;
თქვენი ბიზნეს ბლოგი უნდა წარმოადგენდეს დამაკავშირებელ ხიდს თქვენს ყველა სოც. მედია ქსელებთან/აქტივობასთან. ამიტომ აუცილებლად უნდა შეეძლოს მომხმარებელს თქვენი ბლოგიდან გაუსვლელად პირდაპირ სოც. ქსელებში გადასვლა (მაგ: facebook, twitter, youtube channel, RSS feed და ა.შ.).

რა სახის ინფორმაცია შეიძლება განვათავსოთ ბიზნეს ბლოგზე ?!

ამ კითხვაზე პასუხი, სინამდვილეში, ძალიან მარტივია. საზოგადოდ, შესაძლებელია განთავსდეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იქნება მომხმარებლისთვის:
ღირებული (Valueable);
საინტერესო;
დროული;
კლიენტებს დაარწმუნებს თქვენს (ბიზნესის) კვალიფიცირებულობაში /პროფესიონალიზმში;
ურთიერთქმედებადი (Interaction);
რომელიც გაზრდის ბიზნესის ონლაინ რეპუტაციას.

ხოლო, თუკი კონკრეტულად ვიტყვით, ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია შემდეგი კატეგორიებიდან:
ინფორმაცია ინდუსტრიიდან;
კომპანიის სიახლეები;
თქვენი კლიენტების წარმატების ისტორიები (როგორ დაეხმარა თქვენი პროდუქტი თქვენს მომხმარებელს წარმატების მიღწევაში);
კლიენტებისთვის საინტერესო ინფორმაცია;
კომპანიის ახალი პროდუქტების/სერვისების შესახებ;
ფასდაკლებების შესახებ;
კომპანიის ჯილდოების და მიღწევების შესახებ;
საინტერესო ინტერვიუები;
ხშირად დასმული კითხვები (FAQ);
Tutorials;
პრომოუშენების და კონკურსების შესახებ;
How To (როგორ) სტატიები;
რატომ სჯობს კომპანიის პროდუქტი მის კონკურენტის ნაწარმს;
ბიზნესთან დაკავშირებული ვიდეოები და სურათები;
ბიზნესის სარეკლამო ვიდეო რგოლები და მრავალი სხვა.

რეალურად, ცხადია ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, მთავარია კრეატიულობა.

რა დროის შუალედით უნდა ხდებოდეს განახლებები?

მინიმუმ კვირაში 2-3 ჯერ!
ბიზნეს ბლოგის ბენეფიტები
ბლოგის გაკეთება შეგიძლიათ უფასოდ! ან მინიმალური დანახარჯებით!
აქვს შესანიშნავი Search engine optimization (SEO);
არ გჭირდებათ პროფესიონალი ვებდიზაინერების და ვებ პროგრამისტების ძალიან ძვირად ღირებული სერვისები;
პოსტების განახლება ხდება ძალიან მარტივად და სწრაფად;
არ გჭირდებათ პროგრამული ენების ცოდნა;
რეალურად შეგიმცირებთ შემომავალ სატელეფონო ზარებსა და ელ. ფოსტებს კომპანიაში;
იზრდით თქვენს ონლაინ რეპუტაციას;
მოიპოვებთ თქვენი კლიენტების ნდობას;
ამყარებთ ახალ კავშირებს;
ზრდით თქვენი ბრენდის ცნობადობას;


დასკვნა

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი და გაინტერესებთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ:
გაზარდოთ ტრაფიკი თქვენს ბიზნეს ვებსაიტზე,
გააგებინოთ ადაიმანებს თქვენი ბიზნესის არსებობის შესახებ,
გაზარდოთ გაყიდვები და ა.შ.

პასუხი ერთია: უნდა გააკეთოთ ბლოგი !!!

Комментариев нет: