14 ოქტომბერს აი-ფონის ახალი ვერსია გამოდის.
ნუ, ამჯერად მე-5 ვერა. მაგრამ მე-4-ს გაუმჯობესებული ვერსია - iPhone 4S.
ეფლის აღმასრულებელი დირექტორისთვის ტიმ კუკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რადგან მთელი მსოფლიო სტივ ჯობსის წასვლასთან ერთად ეფლის მზის ჩასვენების პროგნოზს აკეთებდა.
ახალ მობილურს ბადურა დისპლეი და A5 პროცესორი აქვს, რაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებას წინამორბედთან შედარებით მინიმუმ შვიდჯერ ასწრაფებს.
8 მეგაპიქსელიანი კამერა HD ხარისხიტ გადაღების საშუალებას მოგცემთ.
თუმცა ინოვაციები ამით არ მთავრდება:
წინა წელს ამ სახელზე (და არა სერვისზე) ჩვენ მაგრად ვიღადავეთ და დღეს სახელის ქართული ჟღერადობის “საეჭვო ღირსებებზე” აღარ შევჩერდებით, თუმცა წინა პოსტების ლინკებს მოგაწვდით:
გამარჯობა, მე ვარ “სირი”! რით შემიძლია გემსახუროთ?
რა შეუძლია სირის დღეს?!
სირის ნებისმიერი ხმოვანი ბრძანება გადაყავს ტექსტურ ფორმატში და შემდეგ თავად ტელეფონი ასრულებს ამ ბრძანებებს.
ბრძანებები შეიძლება იყოს მარტივი, ასევე ძალზედ რთული. მაგალითად, პალო ალტოში (სადაც ეფლის შტაბ-ბინაა განთავსებული) ბერძნული რესტორნის მოძებნა.
დარწმუნებული ვარ, მომავალში პალო ალტოში ძირითადად სახინკლის მოძებნას მოთხოვენ სირის .
AT&T, Verizon და Sprint გაყიდვებისთვის ემზადებიან. ტელეფონის ფასი $199 (16 GB)-დან $400 (64 GB)-მდე იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий