83 წლის ასაკში კიდევ ერთი გენიალური ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. მან მართლაც რომ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის განვითარებაში. რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს.
მისი ფილმოგრაფია საკმაოდ დიდია:
1954 — ჭრიჭინა
1957 — მოცარტი და სალიერი
1957 — ეთერის სიმღერა
1959 — დღე უკანასკნელი, დღე პირველი
1959 — სად არის შენი ბედნიერება
1962 — წარსული ზაფხული
1962 — თხუნელა
1967 — ვედრება
1969 — ფილატელისტის სიკვდილი
1970 — ძველი წისქვილები
1971 — ყელსაბამი ჩემი საყვარელისთვის
1971 — ნუცა
1973 — ვერის უბნის მელოდიები
1973 — ნერგები
1973 — მთვარის მოტაცება
1973 — ისტორიკოსები
1975 — ერთი ნახვით შეყვარება
1975 — ჩირიკი და ჩიკოტელა
1976 — გაქცევა გამთენიისას
1976 — ქალაქი ანარა
1976 — ნამდვილი თბილისლები და სხვები
1977 — ნატვრის ხე
1977 — სიყვარული, ხანძარი და პომპიერო
1977 — რაჭა, ჩემი სიყვარული
1978 — სასწრაფო გამოძახება
1979 — დიუმა კავკასიაში
1979 — სანტა ესპერანსა
1981 — გზა შინისაკენ
1981 — ხელები მაღლა!
1985 — გამარჯვება
1985 — სადაზღვევო აგენტი
1988 — ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
1989 — ხოჯა ნასრედინის დაბრუნება
1990 — დაისი
1990 — თეთრი ბაირაღები
1990 — კედელი
1991 — ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში
1992 — აღმოსავლური რომანი
1993 — ზნედაცემული ანგელოზი
1996 — შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი
2004 — შავი პრინცი
სამძიმარს უცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს!
Комментариев нет:
Отправить комментарий