8/09/2011

ლონდონი


ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში

ეს არის ბრიტანეთის ყველაზე დიდი და დასახლებული არეა _ მთავარი დასახლება 2 ათასწლეულის განმავლობაში, მისი ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსების დროს. ლონდონის გული არის სიტი, სადაც ბევრი რამ გვახსენებს შუა საუკუნეებს. სულ მცირე მე-19 საუკუნიდან ლონდონი ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებასაც. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი – 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა “დიდი ლონდონი”. ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ევროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი. ლონდონში 300 ენაზე მეტს ლაპარაკობენ .The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.www.giorgigigeo.com

ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია (მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ)(www.forbes.com) მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი კი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი.

ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
 ქვეყანა: ინგლისი
 კოორდ.: 51°30′″N 0°7′″E
 შიდა დაყოფა: 33 ოლქი
 ქალაქის მერი: ბორის ჯონსონი
 წინა სახელები: ლონდონიუმ, ლიუნდენბურგი
 ფართობი: 1579 კმ²
 მოსახლეობა: 7 500 000 ადამიანი (2005)
 სიმჭიდროვე: 4 761 ად./კმ²
 აგლომერაცია: 8 278 251
 დროის სარტყელი: UTC+0, ზაფხულში UTC+1
 ტელ. კოდი: +44 20

წყარო : Wikipedia.org

Комментариев нет: