8/09/2011

არეულობა ლონდონში

ლონდონის რამოდენიმე ქალაქი ჯერ კიდე ცეცხლშია გახვეული. არეულობის მიზეზი ხუთშაბათს პოლიციის მიერ 29 წლის ახალგაზრდის მარკ დუგანის მკვლელო­ბა გახდა. ქუჩაში გამოსული ხალხი "სამართალს" ითხოვდა. "სკოტლანდ იარდის" განცხადებით, 26 პოლიციელი დაშავდა.

მეტროპოლიტენის პოლიციის თქმით, საავადმყოფოში ორი ოფიცერი და სამი სამოქალაქო პირია გადაყვანილი.

არეულობის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ შენობებს, ავტომობილებს, მაღაზიებს. დამწვარია პოლიციის კუთვნილი ორი ავტომობილი. ადგილზე მისული სახანძროს მანქანები მეტნაკლები შე­დეგიანობით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასზე მეტი ადამიანი შაბათს ღამით ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა მათ, პოლიციის ოფიცრების იძულების მიზნით მთავარი გზის ჩაე­კეტვა სცადეს. თუმცა, შუაღამის დადგომისას პოლიციის შენობის მოშორებით პოლიციის ორი მანქანა დადგა, რომლებსაც დემონსტრანტებმა ბოთლები დაუშინეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ დროს ავტომობილში ოფიცრები არ ისხდნენ და დაშავებას გადაურჩნენ.

დუგანის ოჯახის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ისინი იმისათვის შეიკრიბნენ, რომ "მომხდარის გა­მო რაღაც მოიმოქმედონ და ოჯახმა სამართალი ნახოს."

პარლამენტარმა ტოტენჰემიდან დევიდ ლამმა განაცხადა, რომ "ეს აქცია არ წარმოადგენდა ტოტენ­ჰემის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს. სამართალი მხოლოდ ფაქტების დადგენის შემდეგ გა­მოჩნდება. ტოტენჰემის საზოგადოებამ, მარკის ოჯახმა უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა ხუთშაბათს სა­ღამოს, მაშინ როდესაც მარკი დაიღუპა. იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვეს, აუცილებელია სიმშ­ვიდე. ეს არის თავდასხმა ტოტენჰემზე, მაღაზიების მფლობელ ხალხზე, ქალებსა და ბავშვებზე, რომლებსაც ახლა სახლები აღარ აქვთ"

დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა მომხდარს "სრულიად მიუღებელი" უწოდა: "არ არსებობს იმ აგრესიის გასამართლებელი მიზეზი, რაც პოლიციამ და ხალხმა განიცადეს, განადგურდა ქონება." ცეცხლის ალში გაეხვა ორსართულიანი ავტობუსიც. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დარბე­ვა კვირას დღისითაც გრძელდებოდა. "ვიზნ ექსპრესი", "ბოდი შოპი", "ჯეი დეი-სპორტი" იმ მაღა­ზიების სიაში შედიან, რომლებიც მეამბოხებმა დაარბიეს და გაძარცვეს.

ლონდონის მერმა ბორის ჯოსნონმა კი მეამბოხეებს "კანონის პატივისცემისკენ" მოუწოდა და დას­ძინა, რომ "ძალადობითა და არეულობით გამოძიება შორს ვერ წავა."

არსებული მოანაცემებით, 5 აგვისტოს საღამოს მარკ დაგანი ორმხრივი სროლისას დაიღუპა. დაჭ­რილია სროლაში მონაწილე პოლიციელიც. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ოთხი გასროლის ხმა გაიგეს.

"მესმის მარკ დუგანის მკვლელობის გამო გამოწვეული მღელვარება. მის ახლობლებს და მეგობ­რებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, თუ რა მოხდა," - განაცხადა პოლიციის საჩივართა დამოუკიდებე­ლი კომისიის კომისარმა რაშელ სერტფონტინმა. მისი თქმით, იგი დუგანის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებს.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ 1985 წლიდან მოყოლებული (ანუ მეშახტეების პერმანენტული ქუჩის გამოსვლების შემდეგ, რომელიც საბოლოოდ მარგარეტ ტეტჩერის მთავრობამ აღკვეთა), პო­ლიციასა და მოქალაქეებს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა.












www.giorgigigeo.com

Комментариев нет: