სინდი კროუფორდი კაპრითაა მოიბლული |
მექსიკის პლაჟების ხშირი სტუმარი შერილ კოული
მექსიკის პლაჟებზე შეიძლება იხილოთ არა მხოლოდ ჰოლივუდის, ასევე "საპნის ოპერების" ვარსკვლავებიც. ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილი აქ ყოფილა Las Ventanas. იქ თეთრი ქვიშაა, უშველებელი სასტუმროს ნომრები ჰიდრომასაჟის აბაზანებით და რაც მთავარია, იდეალური პრივატულობა.
სასტუმროში რეგისტრატორიც კი არ არის - სტუმრებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ ნომერში შესვლა და მხოლოდ შემდეგ გადიან რეგისტრაციას. კურორტის ყველაზე სასურველ სტუმრებს შორის არიან არნოლდ შვარცენეგერი, ლეონარდო დი კაპრიო და ბრედ პიტი თავისი ოჯახობით.
კიდევ ერთი პოპულარული "ვარსკვლავური" ადგილი აქ Cabo San Lucas-ია. სადაც შემჩნეულნი ყოფილან ბონო, გვინეტ პელტროუ, შერილ კოული და სხვები.
სინდი კროუფორდი კაპრით მოიხიბლა
ამერიკელი ვარსკვლავები ხშირად დადიან დასასვენებლად ევროპაში, თუ იქ თავიანთი სახლები არ აქვთ. იტალიურ უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებისთვის ძირითადად კომოს ტყის მიდამოებს ირჩევენ. აქ რა ხანია ვილები იყიდეს ჯორჯ კლუნიმ, სტინგმა და რიჩარდ ბრენსონმა.
როგორც ამბობენ, ბექჰემების ოჯახიც რა ხანია ეძებს იქ შესაფერის სახლს.
არანაკლებ პოპულარულია ცნობილი კუნძული კაპრი, რომელიც ჯერ კიდევ ძველი რომის დროს იყო კურორტი. ადგილობრივი პრესა ამტკიცებს, რომ იქ ხშირად დადიან დასასვენებლად მერაია კერი, ჯენიფერ ლოპესი, სინდი კროუფორდი, ედი მერფი და ნაომი კემპბელი.
ჯუდ ლოუ ლონდონის სასტუმროებს ამჯობინებს
რუსი ოლიგარქების მსგავსად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლონდონშიც ჰყვარებიათ დროის გატარება. მაგალითად, ჯუდ ლოუმ, კოლინ ფარელმა და ჯენიფერ ენისტონმა ღირსეულად შეაფასეს ადგილობრივი აბაზანები და მასაჟი ვარდის ზეთით, რომელსაც მათ სასტუმრო The Dorchester-ი სთავაზობს.
სკარლეტ იოჰანსონი და მერილ სტრიპიც ხშირად სტუმრობენ ლონდონის ძვირად ღირებულ სასტუმროებს, დონატელა ვერსაჩე და დონა კარანი, ასევე სამეფო ოჯახის წევრები კი მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო Claridge-ს წყალობენ, შეიძლება იმიტომ, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია ქალაქში თავის სტუმრებს უმაგრესი "ბენტლით" დაატარებს.
ავრილ ლავინის ბერძნული სიმყუდროვე
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ძვირი და ხელმისაწვდომი ადგილი, სადაც შეიძლება შეხვდე ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ტომ ჰენქსი, რიტა უილსონი, ავრილ ლავინი, ჯენიფერ ლოპესი თუ სხვანი, საბერძნეთის კუნძული ანტიპაროსია.
ვარსკვლავების საყვარელი სასტუმრო Oliaros Studios-ი თავის ნომრებს ღამეში 80-დან 180 დოლარამდე აქირავებს. თვითონ კუნძული დიდი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზია, ქვის სახლებით, პატარა და კოხტა სასტუმროებით.
ყველა სოფელში პატარა ეკლესიაა, გამუდმებით იმართება სახალხო სეირნობები ამა თუ იმ წმინდანის პატივსაცემად და ძალიან ტრადიციული და ოჯახური გარემოა, რაც ხიბლავს ვარსკვლავებს.
პერის ჰილტონი მაუიზე გიჟდება
ჰავაის ტროპიკული კუნძული მაუი, რომელიც არქიპელაგში სიდიდით მეორეა, ვარსკვლავებს არა მხოლოდ დასასვენებლად უყვართ, არამედ ჯვრისწერის ცერემონიების ჩასატარებლადაც. ივნისში სწორედ აქ იქორწინა პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა ქალმა მეგან ფოქსმა და საქორწინო წვეულება მოაწყო სასტუმროში Four Seasons.
აქვე უყვართ დასვენება ბრიტნი სპირსს, ელისონ ჰენიგანს, კეიტ ბოსვორტს. მაუიზე ასევე ხშირად ხედავენ პერის ჰილტონს, ბენ აფლეკს, ლინდსი ლოჰანს და ბევრ სხვა ცნობილ ადამიანს, რომლებიც ფეშენებელურ სასტუმროებში ამჯობინებენ დასვენებას.
შერილ კოული მექსიკის პლაჟებს წყალობს |
ავრილ ლავინს კი საბერძნეთის მყუდროება ხიბლავს |
პერის ჰილტონს მაუი მოსწონს |
1 комментарий:
ratom unda dainteresdes adamiani "warskwlavebi" sad isweneben. gaugebaria ...
wis unda ainteresebdes me sad wisweneb?
Pasuxi ase jgers: ARAWIS (da martaliz aris).
Отправить комментарий