შორტი ზაფხულის მუდმივი და სრულუფლებიანი წევრია. მისი აქტუალობა აღარავის უკვირს. უპირველეს ყოვლისა, ეს სწორედ ის სამოსია, რომელიც ზაფხულის პაპანაქებაში ყველაზე მოსახერხებელია.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შორტი წლევანდელი ზაფხულის კოლექციების უდავო ფავორიტია. დიზაინერები სხვადასხვა მოდელს გვთავაზობენ: რეტრო-სტილი და ბერმუდები, მინი და მუხლამდე სიგრძის შორტი.
ასორტიმენტი ფართოა და სულაც არ არის აუცილებელი, მოდელის გარეგნობა გქონდეთ. როგორც აღვნიშნეთ, შეგიძლიათ, ნებისმიერი მოდელი შეარჩიოთ, სპეციალისტები მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას გთავაზობენ, რომლებიც სასურველია, შორტების შეძენისას გაითვალისწინოთ.
*ხორცსავსე ქალბატონებისთვის.
ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებმა მუხლამდე სიგრძის შორტებზე უნდა შეაჩერონ არჩევანი. იდეალური ვარიანტია ეგრეთ წოდებული "ბერმუდები".
თავისუფალი თარგი ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და მათ უფრო მოხდენილს აჩენს. ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელსაც, მაგალითად, კოჭთან თასმიანი ფეხსაცმელი ფეხის სისავსეს უსვამს ხაზს, ამიტომ უმჯობესია, ასეთ ფეხსაცმელზე უარი თქვათ.
* მინიატიურული ქალბატონებისთვის.
ასეთმა ქალბატონებმა, უფრო მაღლები რომ გამოჩნდნენ, მაქსიმალურად მოკლე შორტები უნდა შეარჩიონ, ვერტიკალური ვიწრო ხაზებით ან რეტროსტილის - მაღალწელიანი.
*მაღლებისთვის.
თუ საკუთარი სიმაღლის გამო უხერხულობას განიცდით, ოდნავ მუხლს ზემოთ სიგრძის შორტები შეარჩიეთ. მოკლე შორტებისგან კი თავი შორს უნდა დაიჭიროთ, ასეთი მოდელები ხაზგასმით წარმოაჩენენ გრძელ ფეხებს და ვიზუალურად კიდევ უფრო აგრძელებენ მათ.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის არ არის სასურველი ჩალისფერი, პლატფორმიანი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ასეთი მოდელები სიმაღლეს მოგიმატებთ.

*გამხდრებისთვის.
შორტებში ფეხები დისტროფიულად რომ არ გამოიყურებოდეს, შეარჩიეთ მანჟეტიანი ან დიდი ნახატებით მოჩითული მოდელები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თარგს: შორტი არც ფეხებზე უნდა იყოს მოტმასნილი და არც ზედმეტად თავისუფალი.

Комментариев нет:
Отправить комментарий