ვერ მიცანით? ეგ არაფერი.
მომეწონა! “მე ამისგან გავაკეთებ” – გავიფიქრე მე.
მოკლედ, ჩემი ბლოგის ჭიამ გაიღვიძა, გაიზარდა, დაქორწინდა, დაფეხმძიმდა და სადაცაა იმშობიარებს. (ამ პოსტს თუ კითხულობთ ესე იგი დაიბადა)
ბლოგის შექმნის სურვილთან ერთად გაჩნდა კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს ბლოგს? ამ თემაზე ხშირად რომ მეფიქრა, კითხვა ქაღალდზე ჩავიწერე და გულის ჯიბეში არა მაგრამ შარვლის ჯიბეში ნამდვილად მივუჩინე ადგილი. გავიდა დრო… სანამ ქაღალდი ჯიბეში იჭმუჭნებოდა, კითხვა კი გონებაში იხარშებოდა მე ამ დროს უბლოგოდ და უსახელოდ ბლოგიდან ბლოგზე დავდიოდი, ვკითხულობდი პოსტებს, ვკითხულობდი, ვკითხულობდი და კიდევ ერთხელ ვკითხულობდი. ზოგიერთ მათგანზე კომენტარსაც ვტოვებდი “უსახელოს” სახელით.
ბოლოს მივხვდი რომ ბევრ ფიქრს ჯობდა ბლოგი გამეკეთებინა და საქმეში მენახა თუ რა სარგებლობა მოაქვს. უკვე მივხვდი, წერის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, ეს უკვე კარგია! ვიცი ბევრი შეცდომა მექნება გრამატიკული, ეს ცუდია. თქვენ თუ არ წაიკითხავთ ჩემ პოსტებს მე წავიკითხავ და ვიქნები ასე, როგორც საკუთარ ოთახში.
Комментариев нет:
Отправить комментарий