ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კუნძულზე მოწყობილ ჯოჯოხეთში დაიღუპნენ.
ზაფხულის ლამაზი სიზმარი ნორვეგიისთვის ყველაზე საშინელ კოშმარად
იქცა.
ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე არსებულ ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის პოლიცია ავრცელებს.
„მსგავსი სიტუაცია ნორვეგიაში არასდროს ყოფილა. ეს არის შავი დღე ნორვეგიისთვის. ამ მოვლენას კატასტროფული შედეგები ექნება“, - განაცხადა ნორვეგიის პოლიციის წარმომადგენელმა ოსტინ მაელენდმა.
მისი თქმით, თავდასხმის დროს დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა, თუმცა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
დედაქალაქ ოსლოში სამთავრობო შენობაზე თავდასხმას კი, ბოლო ინფორმაციით, 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 90 დაშავდა.
32 წლის ნორვეგიელი, რომელმაც ახალგაზრდულ ბანაკში ცეცხლის გახსნა, დაკავებულია. პოლიცია მას ოსლოში მომხდარ აფეთქებაშიც ადანაშაულებს.
პოლიცია ფიქრობს, რომ ეჭვმიტანილი ნორვეგიული მემარჯვენე-ექსტრემისტული ჯგუფის წევრია, ხოლო, მის რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან კავშირს გამორიცხავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий