პირველი ცნობები სექსუალური ენერგიის მართვის შესახებ ჯერ კიდევ ძველ ჩინურ ტრაქტატებში იყო მოხსენიებული. იმდროინდელ ეპოქაში იმპერატორებს, რომლებსაც ათასამდე ცოლი და ამდენივე მხევალი ჰყავდათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მათი მხრიდან მამაკაცური მოვალეობის ღირსეულად შესრულება თავიანთ უთვალავ ცოლებთან, რაც უზომო ენერგიის ხარჯვას მოითხოვდა და ამ საქმეში განუსწავლელი ადამიანისათვის წარმოიდგინეთ რაოდენ შეუძლებელ საქმეს წარმოადგენდა. იმ ძველ ეპოქაში ყველა იმპერატორს საკუთარი მრჩეველი ჰყავდა ამ საქმის ღრმად მცოდნე ოსტატების სახით და სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის მიმდინარეობები შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ერთ ერთი პირველთაგანი, რომელმაც სათავე დაუდო ელიტარულ მიმდინარეობას “სექსუალური ენერგიის მართვა” ლეგენდარული “ყვითელი იმპერატორი” ჩუან დი ბრძანდებოდა, რომელსაც ერთმა გამოცდილმა ქალმა შეასწავლა მრავალი ილეთი, რომლითაც სექსუალური ენერგიის მართვა და მისი სულიერი განვითარებისათვის(გასხივოსნება) გამოყენება იყო შესაძლებელი.
აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ სექსი ადამიანისათვის არამარტო სიამოვნების მიღების, არამედ მისი განვითარებისთვისა და ჰარმონიზაციისთვისაა საჭირო და მას მთელ რიგ ქვეყნებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველი ჩინელი ფეოდალები საკუთარ შვილებს(ბიჭებს) მომწიფების ასაკიდანვე აგზავნიდნენ ამ საქმის სპეციალისტებთან, რათა შემდგომ სრულყოფილ ხელოვნებას დაუფლებულებს არ გასჭირვებოდათ საკუთარი ცხოვრების მანძილზე არსებული მდიდარი სექსუალური ცხოვრების გავლა და ქალის ინ-ისა და მამაკაცის იან-ის მუდმივ ბრძოლაში მომძლავრებული ქალის სექსუალურ მონაცემებთან გამკლავება.
სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვანაირი, ერთმანეთისაგან განსხვავებული მიმდინარეობები ჩამოყალიბდა, მაგრამ ერთი რამე ყველგან მთავარი რჩებოდა, სექსის დროს მამაკაცი დიდ ენერგიას ჰკარგავს და ამიტომ ამ ენერგიის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად გარკვეული წერტილები არსებობს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია, რათა განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს სექსის პროცესი, რაც მრავალჯერადი ორგაზმების წინაპირობაა ენერგიის კარგვის გარეშე. ინ(უარყოფითი, ქალი) და იან(დადებითი,მამაკაცი) ხანგრძლივი ხახუნის შემთხვევაში წარმოიქმნება დიდი ენერგია, რომელიც შემდგომ ბუნებრივად გროვდება სხეულში და შემდგომ აურაცხელი ორგაზმებით გვირგვინდება. ზოგიერთ სკოლაში მიიჩნეოდა, რომ სასურველია მხოლოდ ერთი პარტნიორი ქალი და კაცი, რათა ბევრი პარტნიორების აღრევამ არ გამოიწვიოს ადამიანის ბედიღბლის გაფუჭება, ზოგ სკოლაში კი მრავალ პარტნიორს ურჩევდნენ, რადგან რაც მეტია პარტნიორი მით მეტი ენერგია გროვდება. თვითონ ყვითელი იმპერატორი გასხივოსნდა ერთ ღამეში 1200 ქალთან დაწოლის მეშვეობით და ამის შედეგად პარანორმალური თვისებები შეიძინა, ეს ყველაფერი კი შემდგომ ტრაქტატების სახით აღწერა და დაუტოვა შთამომავლებს ინსტრუქციის სახით, რომ მათ ეს ყველაფერი სცოდნოდათ და მომავალში გამოეყენებინათ. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ გარკვეულ პიროვნებებსა და ფენას მიეწოდებოდა და ძირითადი მასისათვის რა თქმა უნდა დაფარული იყო. დასავლურ სამყაროში კი მხოლოდ გასული საუკუნის 50-60-იანი წლებიდან გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ დაარბია და გამოყარა დაოსური მონასტრებიდან ბერები და ცოცხლად გამოღწეულებმა კონკრეტული მიმდინარეობები უკვე საზღვარგარეთ გამოიტანეს და დაარსეს სკოლები სხვადასხვა ქვეყნებში.
სექსის დროს წარმოქმნილ ენერგიას ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში მრავალი სახის გამოყენება აქვს, რომელთა ცოდნასაც მრავალი საინტერესო მოვლენის გამოწვევა შეუძლია ადამიანში დაწყებული ნათელხილვისა და ტელეპატიის განვითარებიდან დამთავრებული საბრძოლო, სამედიცინო სახის გამოყენებამდე, ასევე სპორტული თვალსაზრისითაც დიდი ეფექტური პოტენციალია, რასაც უკვე კარგად აუღეს დასავლელმა სპეციალისტებმა ალღო და მრავალ სფეროში წარმატებით იყენებენ. ასევე არსებობს ადამიანის ჩასახვის უნიკალური დაოსური მეთოდები, რომლის მიხედვით ყოველმხრივ განვითარებული თაობის შექმნაა შესაძლებელი და ამ ეპოქაში ჩინურ პროდუქტსა და წარმოების ხარისხზე არსებული დამცინავი დამოკიდებულების მიუხედავად ვინ იცის იქნებ ასეთ მასშტაბებს ჩინელებმა უხსოვარი დროიდან ჩაუყარეს საფუძველი თავიანთი ასეთი განსაკუთრებული მიდგომით ასეთი საკითხებისადმი. ეს დღეს ვლინდება მეტად მომძლავრებული პოტენციალის მქონე “ჩ ი ნ ე ბ უ ლ” ქვეყანაში, თანაც ხომ ხედავთ ჩვენმა წინაპრებმა უხსოვარი დროიდანვე ჩინურის საპატივსაცემოდ ყოველივე კარგს, საუკეთესოს ჩინებული შეარქვეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий