7/29/2011

 გქონიათ  შემთხვევა, როცა  თქვენთვის რამე  ძალიან  მნიშვნელოვანი  მომხდარა, იმ  წუთში  ვერ  გაგიცნობიერებიათ, მაგრამ  შემდეგ  გიგრძვნიათ  რა  მნიშვნელოვანი  იყო  ეს  თქვენთვის..
იმ  დროს  ვერ  ხვდები  რა  მშვენიერი  გასახსენებელი  შეიძლება  იყოს  ეს  წამი  მომავალში, ვერ  აფასებ  და  დამეთანხმებით  არც  შეიძლება  დააფასო  რაღაც  იმ  დროს  როცა  მას  ფასი  არც  აქვს, მარტო  მომავალს  შეუძლია  დაგანახოს  ეს..ცხოვრება კი ხან ისეთ სიურპრიზს გიკეთებს გაოცებული რჩები..გიკვირს და ხანდახან ვერც კი ხვდები რომ ეს ყველაფერი შეიძლება შენს თავს ხდებოდეს..
    დროდადრო  შენს  მეხსიარებაში  მოგონება  შეიძლება  ისეთი  ძვირფასი  გახდეს, ისე  შეიგრძნო  ამ  წამის  ხიბლი  რომ  ძალიან  ბევრჯერ  ინატრო  იმ  დროშიდ  აბრუნება.. როცა  იმ  ადგილს  ჩაუვლი  ხომ  თვალწინ  წარმოგიდგება  ყველფერი..ცდილობ  გაიხსენო  ის  დრო..  სახის  გამომეტყველება, თითოეული  სიტყვა, მოძრაობა.. მიდიხარ და თითქოს ხედავ რას ამბობდი იმ დროს,რას გრძნობდი, რაზე გაგეცინა,  ისიც კი გახსოვს რა გეცვა ..გეღიმება და ფიქრობ.. ფიქრობ რატომ გაეცი ისეთი პასუხი როცა შეიძლებოდა ასე გეპასუხა, მაგრამ შემდეგ თავს ირწმუნებ რომ მან ეს ვერ შეამჩნია.. კიდევ ათასი წვრილმანი რაც კი შეიძლება იმ მომენტში მოგივიდეს თავში და თუ რამე კარგად ვერ გაიხსენე, გონებას ძაბავ და შენ თავს საყვედურობ როგორ დაგავიწყდა.. სასაცილოა, მაგრამ ხანდახან რა სასიამოვნო..  )
ზუსტად ორი წლის წინ , ზაფხულის ერთ ძალიან ცხელ დღეს, ზღვაზე,  ჩემს მუსილაკურის ჯგუფელს და მის მეგობარს შევხვდი .. დანარჩენი კი თქვენთვის არც ისე საინტერესოა..

Комментариев нет: