რა დავწერო? ის რომ საინტერესო ვარ, ყველა მეგობარმა იცის , მე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ფართო მასებისთვის არ გამიკეთბია ეს ბლოგი, მაგრამ პრინციპით, რა იცი რა ხდება, ერთ-ორ საქებარ სიტყვას არ დავიშურებ საკუთარი პერსონის მიმართ.
მე, ანუ გიო, დავიბადე 1981 წლის 25 აგვისტოს. რა რთული ბავშვობა გადავიტანე და მისთანებს გამოვტოვებ, როგორც წესი, მხოლოდ სელებრითების ცხოვრების დეტალები აინტერესებს ყველას :) ვმუშაობ, ოჯახს, როგორც დღეს ჩემი ხარჯების დაანგარიშების შედეგად გაირკვა, ძალიან მძიმე ტვირთად ვაწევარ. მაქვს უამრავი გატაცება თუ უნარი, რასაც ხშირ შემთხვევაში არ ვიყენებ ხოლმე (აქ მეთვითონ ჩავიწერ დიიდ მინუსს) იმ შესაძლებლობებიდან, რაც გამოყენებადია, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გიტარაზე დაკვრა და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. ოდესღაც ვწერდი მოთხრობებს და ჩანახატებს და ბლოგისთვის ახლაც სასურველია, მუზა თუ მესტუმრება ხოლმე, და ბოლოს, მინდა მწუხარებით განვაცხადო , თუ როგორი დიზაინერი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით) ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნახევრად ხომ არის რეალობა ….
ერთი სიტყვით, ასეთია ჩემი თავის ჩემებური დახასიათება , შემდგომში კი ცალკე პოსტი მინდა მივუძღვნა, როგორც ჩემს ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ასევე ზოგადად ადამიანთა ტიპებს.. ეს სამომავლოდ, ახლა კი სულ ეს იყო
Комментариев нет:
Отправить комментарий