6/20/2011

ცხოვრება იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი თუ შენ მიანიჭებ მას მნიშვნელობას


  მე არც ფილოსოფოსი ვარ, არც იმდენად ჭკვიანი რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე. ან კი ფილოსოფოსებსა და ძალიან ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? რა თქმა უნდა – არა.

არავის შეუძლია გვითხრას ზუსტი პასუხები, თუ რატომაა/რატომ არ არის ცხოვრება მნიშვნელოვანი. ადამიანები, იმიტომ რომ ვაზროვნებთ და ინდივიდუალურები ვართ, ყოველთვის შევძლებთ სხვისი არგუმენტების ეჭვის ქვეშ დაყენებას და ჩვენის დამტკიცებას რაღაც დონემდე.

 ამდენი მოსაწყენი აზრი იმისთვის შეიქმნა, რომ ბოლოს მაინც ჩვენ თვითონ მივიდეთ დასკვნამდე.

ამიტომ, ჩვენით ვეცადოთ ცხოვრების მნიშველობამდე მისვლასა და აღმოჩენას.


ცხოვრება იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი თუ შენ მიანიჭებ მას მნიშვნელობას
ცხოვრების აზრი ქრისტიანისთვის არის - ღმერთის მსახურება
ცხოვრების მნიშვნელობა არის თვითონ ცხოვრება, თავისი გამოვლინებებით (გამრავლება, სიკვდილი ..)
მთავარი ცხოვრებაში არის – რაიმე ღირებულის შექმნა
ცხოვრება საჩუქარია
ცხოვრების მთავარი მნიშვნელობაა შემოქმედება



მარკ ტვენს თუ დავუჯერებთ, და უნდა დავუჯეროთ : “ნებისმიერი განზოგადება, ამის ჩათვლით ტყუილი და ყალბია.”

საუკეთესო ვარიანტია ყველამ მოვძებნოთ ჩვენი ცხოვრების გზაზე , ჩვენივე და არა სხვათა ცხოვრების მნიშვნელობები. იქნება ეს ფული და კარიერა, საკუთარი თავის შეცნობა და ბედნიერება, სიყვარული და ოჯახი თუ სხვა.

პროცესი, რომელიც აღმოჩენებით, ინტერესით და ძიებითაა სავსე. პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ცხოვრებისთვის მნიშვნელობის მინიჭებას, აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე – გვაპოვნინებს მთავარ ცხოვრების აზრს.

Комментариев нет: