6/20/2011

მწეველთა 10 ყველაზე გავრცელებული თავის გასამართლებელი საბუთი


როდესაც მწეველებს ეკითხებიან რატომ არ ანაბებენ ისინი თავს მოწევას ყველაზე ხშირად მათგან ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ესმით…ეს მიზეზები სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის და სხვების მოსატყუებელი საშუალება..არ დაუჯეროთ მათ : )

1)”კი დავანებებ თავს აბა რას ვიზავ,ოღონდ ჯერ არა ცოტას კიდე მოვწევ…”
”მორჩა ორშაბათიდან თავს ვანებებ მოწევას,აი ნახეთ”
ასე ამბობს თითქმის ყველა მწეველი..ასე არაა?
2)”მე ძალიან ბევრი სანერვიულო მაქვს და მხოლოდ სიგარეტი მამშვიდებს”
არ დაუჯეროთ ეს ყველაზე გავრცელებული ტყუილია

3)”ირგვლივ თითქმის ყველა ეწევა და მე როგორ დავანებო თავი ასეთ გარემოში”
4)”კი დავანებებდი თავს მოწევას მაგრამ მერე გავსუქდები და არ მინდა” ყველაზე ხშირად ამას გოგონები ამბობენ
5)”მოწევა მეხმარება სამუშაო განწყობა შევიქმნა,მოვწევ თუ არა თავში ყველა აზრი ლაგდება და ფიქრიც მიადვილდება”
6)”მშობლები ეწევიან და ეს მემკვიდრეობით გადმოვიდა ჩემზეც,ორგანიზმში იყო უკვე ეს ჩადებული” ეს როდესაც სურთ სხვები დააადანაშაულონ საკუთარ ნაკლში
7)”უფ იმდენი ეწევა და არაფერი მოსდით” ეს კი უპასუხისმგებლო მიდგომაა საკუთარი ჯანმრთელობისადმი
8)”მე მხოლოდ მსუბუქ სიგარეტს ვეწევი ამიტომ არაფერი სერიოზული არ შავდება”
9)”რა არ ვცადე საღეჭი რეზინი,აბები მაგრამ არაფერი მშველის..აი გამოიგონებენ რამე ეფექტურს და დავანებებ მოწევას თავს”
10)”დავანებებ თავს მოწევას და რა ვაკეთო მერე თავისუფალ დროს?

Комментариев нет: