6/11/2011

მთელი ცხოვრება ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ როგორმე უსაქმურობა დავიმსახუროთ

  დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციები რატომღაც ერთად მაწვება და როცა თვალებს ვხუჭავ, ღამურებად გარდაიქმნება.
   გულის სიღრმეში ჩვენ ყველას გვირჩევნია, რომ უსაქმურები და ბედნიერები ვიყოთ, ვიდრე საქმიანები და უბედურები. ამაზე მეტად რიგით მოქალაქეს მხოლოდ სექსი და სენდვიჩები უნდა. მთელი ცხოვრება ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ როგორმე უსაქმურობა დავიმსახუროთ.
  ადრე, არც ისე დიდი და არც ისე ცოტა ხნის წინ ჩემი სამუშაო გრაფიკის შესახებ ვწერდი. ახლა გადავხედე პოსტს და აშკარად ეტყობა, რომ ხელფასი ახალი აღებული მქონდა. აბა საიდან ეს ,,უშრეტი” ენთუზიაზმი და ნიშნისმოგებები მათ მიმართ, ვინც წესიერად შრომობს კონდიციონერიან ოფისებში.. ისინი სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ფულს აიღებენ და მომავალი თვის 20 რიცხვამდე ბედნიერად იმყოფინებენ, მე კიდევ კაცმა არ იცის, დამკვეთები როდის გამაბედნიერებენ.. არის კიდევ ერთი გზა პრობლემების დროებით მოსაგვარებლად, მაგრამ ეგ ცუდი გზაა.

Комментариев нет: