6/01/2011

წამები, წუთები....დღეები თვეები...


  ეს დღეები ბლოგზე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვწერ, აღსანიშნავი არაფერია (ან არის და მე ვერ მოვაბი თავი). არა, ისე არ იფიქროთ თითქოს ბლოგი მივატოვე. სულაც არა. უბრალოდ იმ ღრუბლიდან რომელიც ეს დღეები ჩემს გარშემო ტრიალებს, ვერ გამოვყავი თემები, რომლებიც ცალკე პოსტს იმსახურებდეს. რომელი თემა არ გამოვყავი, ყველა საბოლოო ჯამში შემოიფარგლებოდა 4-5 სიტყვაში. ეს კი ძალიან ცოტაა ბლოგის პოსტისთვის.

ამიტომ, ისღა დამრჩა გავაერთიანო ან დაველოდო როდის მექნება სიტყვაუხვი თემა.
  პოლიტიკაზე არაფერს ვწერ, ყელში ამომივიდა და იმიტომ.
 კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს (facebook-ზე ბევრგან შეხვდებით პოლიტიკურ სტატუსებს), რომელსაც არ ვეთანხმები, არაფერს ვწერ., თუმცა კი ვბრაზობ, მაგრამ გულში ვიკლავ.
  ბოლოს და ბოლოს, ნათქვამია: ღვთის გულისათვის, იაზროვნეთ, დაე მცდარად, ოღონდ იაზროვნეთ, ოღონდ გქონდეთ თქვენი აზრიო…


Комментариев нет: