5/07/2011

არასოდეს სთხოვო არავის არაფერი



1. არასოდეს სთხოვო არავის არაფერი. უბრალოდ წაართვი, დაე მათ გთხოვონ შენ. შენ კი იფიქრებ.
2. არასოდეს გაძუნწდე. შენი პრობლემები დიდი სიყვარულით აჩუქე სხვა ხალხს.
3. არასოდეს გამოედევნო ქალებს. დაე ქალებმა გდიონ შენ. მათ შენგან უფრო მეტი უნდათ (მთელი ცხოვრების განმავლობაში), ვიდრე შენ მათგან (ერთი ღამით).
4. არასოდეს აიღო ვალად. აიღე სამუდამოდ.
5.არასოდეს შეეკამათო უზრდელს. უბრალოდ გაუღიმე და ყბაში მოსდე.
6. არასოდეს ისწავლო შეცდომებზე. ისწავლე კომპიუტერზე (გიტარაზე, პიანინოზე, დოლზე)
7. არასოდეს დათვრე სტუმრად. უბრალოდ, ისე მიაყოლე საჭმელი, რომ მასპინძელს არაყი აღარ ეყოს.
8. არასოდეს გახდე ცრუმორწმუნე. უბრალოდ ამოარჩიე გზები, რომლებზეც არ დადიან შავი კატები და ქალები ცარიელი ვედროებით.

Комментариев нет: