4/25/2011

”შეგეშალა”- შეცდომებზე ვსწავლობთ...

   მახსოვს ერთხელ მითხრეს შეცდომებზე უნდა ისწავლოო,მაგრამ არ შემიძლია ვერ ვსწავლობ.. თავს ვერასდროს ვპატიობ,როცა რაღაც მეშლება..არც არასდროს ვეძებ მიზეზებს და არც რამის შეცვლას ვცდილობ.. უბრალოდ თავს ვეუბნები: ”შეგეშალა” და ცხოვრებას ვაგრძელებ,მაგრამ დგება იგივე მომენტი დ აი სევ იმავე შეცდომას ვუშვებ.. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე,რომ არ უნდა დამვიწყებოდა უკვე რომ შემეშალა.. რომ როცა დამარიგეს “არ დაივიწყო” უნდა ყური დამეგდო.. ჩემი სიჯიუტე გვერდით გადამეწია,ისევ ჩემთვის და არა სხვის სასიკეთოდ.. მაგრამ თურმე როცა ორჯერ გეშლება,უკეთ გამახსოვრდება.. ისევ თავის გამართლებას ვცდილობ,თუმც მტყუანი ვარ საკუთარ თავთან და ვის რას ვუმტკიცებ? ვერც ვერაფერს.. შევცდი,საჭიროა ვაღიარო.. მაგრამ შევძლებ კი ყოველთვის,ვძლიო თავს და იმის დაჯერებას,რომ აუცილებელია ეს ყოველთვის მახსოვდეს?.. მაშინ,როცა არ მინდა რომ მახსოვდეს...

1 комментарий:

Анонимный комментирует...

ეს სიტვები მეც მეხება.. მეშლება, ვაღიარებ, რომ შემეშალა და ისევ თავიდან მეშლება .... მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ადამიანები შეცდომებთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ... კარგია :))