გთავაზობთ ვარსკვლავების “გმირულ” წარსულს, რითაც ისინი ძალიან ამაყობენ. მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ.
“მე მერქვა კოკო და 5 დოლარად შემეძლო გამემხიარულებინეთ. მომწონდა ჩემი საქმე – ბავშვების გამხიარულება დღესასწაულებზე. ამ საქმით 3 წელი ვიყავი დაკავებული და დღემდე მენატრება ის პერიოდი”, – ამბობს დღეისათვის პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული ჰიუ ჯეკმანი, რომელიც 3 წელი კლოუნად მუშაობდა.
მანამ, სანამ ჯენიფერ ანისტონი ბრედ პიტს შეხვდებოდა და სერიალ “მეგობრების” ვარსკვლავი გახდებოდა, უბრალო კურიერად მუშაობდა და სატელეფონო შეკვეთით განხორციელებულ შენაძენებს დაატარებდა მისამართებზე. “ბავშვობაში ფულის გამო ტუალეტებიც დამიხეხია. სხვათა შორის, ძალიან კარგადაც გამომდიოდა. ჩემი შრომის არასოდეს მრცხვენია”, – ამბობს ჯენიფერ ანისტონი.
გვენ სტეფანმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა ბრწყინავდეს იატაკი. სანამ მას მუსიკალურ ჯილდო გრემს გადასცემდნენ, მანამდე ის იატაკის საწმენდითა და ცოცხით ხელში დიდხანს მუშაობდა ერთ–ერთ ბისტროში. თანაც გვენ სტეფანი მუშაობის დროს ვოკალურ მონაცემებსაც ამუშავებდა და ხშირად თავის დაწერილ სიმღერებს ღიღინებდა.
გასული საუკუნის 80–იანი წლებში მომავალი ნეო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალში სამყაროს დაცვა მოუწევდა მატრიცებისაგან, ამიტომაც ნებისმიერ სამუშაოს ასრულებდა, რაც კი ხელთ მოხვდებოდა. კოკა კოლასა და ჩიპსების სარეკლამო კლიპებში გადაღებებით მიღებული ანაზღაურება დიდხანს არ ჰყოფნიდა. ფულის შოვნის მიზნით ვაჭრობდა ქუჩაში, იყო შვეიცარი და ციგურებსაც კი ლესავდა.
ჰელენ მირენი
სანამ ჰელენ მირენი ოსკარს მიიღებდა ინგლისის დედოფლის როლის განსახიერებისათვის, მანამდე ის ატრაქციონების მეთვალყურედ მუშაობდა. მომავალ მსახიობს ფულს იმაში უხდიდნენ, რომ ყურადღება მიექცია ტირის თამაშისათვის და “ამერიკული მთებისთვის”. ჰელენიც კარგად ერთობოდა და მოსაწყენად არ ეცალა.
ბარაკ ობამა
ჰონოლულუში 1979 წელს სანაყინე “ბასკინ რობინსის” კლიენტებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ მათ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ემსახურებოდა. ამგვარი შრომით შეგროვილი ფულით ობამამ ჰარვარდვის უნივერსიტეტში ჩააბარა. მას შემდეგ ობამას ნაყინი არ უყვარს და ყველაზე ცხელ დღეებშიც კი თავაზიან უარს ამბობს ამ ნუგბარზე.
კოლინ ფარელი
ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰოლივუდის ცუდი ბიჭი ოდესღაც ცეკვის ჩვეულებრივი მასწავლებელი იყო, თუმცა ამ პროფესიას უკვალოდ არ ჩაუვლია. თავისი პირველი როლი კოლინმა მინი სერიალში “გიყვარდეს მოცეკვავე” მოიპოვა. წარმატების საწინდარი მისი ირლანდიური აქცენტი და პლასტიკა გახდა.
ჯონი დეპი
ჯონის ახლა აქვს პატივი, რომ პიჯაკიდან ამოიღოს ავტოკალამი და თაყვანისმცემლებს საოცნებო ავტოგრაფი აჩუქოს. არადა წლების წინ ის ავტოკალმების გამყიდველი იყო. წარმოსადგენია, რა ტალანტს დაკარგავდა კინემატოგრაფია, ჯონი დეპს ავტოკალმების ბიზნესში რომ გამართლებოდა!
ბრიუს უილისი
იმისათვის, რომ პლანეტა არმაგედონისაგან დაეცვა, ერთ–ერთი ყველაზე მამაკაცური მსახიობი ქარხნის მუშა უნდა ყოფილიყო, რათა ფიზმკურად ძლიერი გამხდარიყო. შეიძლება ის მთელი ცხოვრება ქარხნის მუშად დარჩენილიყო, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა საწარმოში. მეგობრის დაღუპვის შემდეგ ბრიუსმა ქარხანა მიატოვა და შემოსავლის სხვა წყაროებზე დაიწყო ფიქრი.
ჰარისონ ფორდი
“თავს იღბლიანად ვთვლიდი მაშინაც, როდესაც დურგალი ვიყავი”, – აცხადებს ინდიანა ჯონსის შემსრულებელი ჰარისონ ფორდი. როგორც ამბობენ, ჯორჯ ლუკასმა მომავალი მსახიობი კარადის შესარემონტებლად დაიქირავა, მაგრამ მოგვიანებით შეამჩნია, რომ მასში სულ სხვა ნიჭი იყო დამალული და როლი შესთავაზა კომედიაში “ამერიკული გრაფიტი”.
ვუპი გოლდბერგი
როცა ვუპი გოლდბერგს უყურებ, ყველაფერს იფიქრებ, გარდა იმისა, რომ ერთი პერიოდი ის ღამის გუშაგად მუშაობდა ან მიცვალებულებს გრიმს უკეთებდა და მშენებლობაზე აგურებს აწყობდა, საიდანაც მალე გამოაგდეს. დღეს კი დიდი სიამაყით უყურებს თავის კინოჯილდოებს – ემის, ოქროს გლობუსს და ოსკარს, რომლებიც სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე აქვს შემოწყობილი.
რასელ კროუ
სანამ რასელ კროუ გლადიატორის ტიტულს მოიპოვებდა, მანამდე ის უკმაყოფილო კლიენტების მრისხანებას ითმენდა. მომავალი მსახიობი ოფიციანტად მუშაობდა, თუმცა სანამ ამ პრესტიჟულ თანამდებობას დაიკავებდა, რამდენიმე თვე ყოველდღე ჭურჭლის მთების დარეცხვა უწევდა. ყველაზე კარგ მრეცხავს შრომა დაუფასეს და ოფიციანტად დააწინაურეს.
დენი დე ვიტო
სანამ დენი დე ვიტო ადამიანი პინგვინის იარლიყს შეიფერებდა და ჰოლივუდის ყველაზე ტანმორჩილი ვარსკვლავის ტიტულს მოიპოვებდა, წარმატებულად მუშაობდა პარიკმახერად საკუთარი დის, ანჟელას სალონში. მას მალე გაუჩნდა ერთგული კლიენტების გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სკამზეც უწევდა დადგომა, რათა კლიენტისათვის შესაფერისი ვარცხნილობა გაეკეთებინა.
ალენ დელონი
მან ყველაზე კარგად იცის ხორცის დამუშავება, რადგან ერთი პერიოდი პარიზის სენ შარლის ქუჩაზე ძეხვის მაღაზიაში მუშაობდა. როდესაც თავისი პირველი კინოჯილდო სეზარი მიიღო, სცენაზე ავიდა და განაცხადა, რომ მას ხორცის დაჭრაში ბადალი არ ჰყავს კინემატოგრაფიის წარმომადგენლებს შორის. მაშინ ეს ფრაზა ბევრმა უკბილო ხუმრობად აღიქვა.
შონ კონერი
სანამ უბადლო ჯეიმს ბონდი აღიარებას მოიპოვებდა, ის მიცვალებულების სასახლეებს აპრიალებდა. “მახსოვს, ერთხელ, მუშაობისას, ძალიან დავიღალე. გადავწყვიტე, ერთი საათი წამეძინა და ერთ–ერთ კუბოში ჩავწექი. როდესაც გავიღვიძე, კარგა ხანს ვერ გავიაზრე, მოვკვდი თუ ცოცხალი ვიყავი”, – იხსენებს შონ კონერი.
ჰიუ ჯეკმანი |
ჯენიფერ ანისტონი |
გვენ სტეფანი |
კიანუ რივზი |

Комментариев нет:
Отправить комментарий