ცხოვრება სიცოცხლის ეტაპებია, რომლის გადასალახად , გარკვეული წინააღმდეგობები უნდა დასძლიო , დაახლოვებით ისეა, როგორც კომპიუტერულ თამაშში, ლეველები, ბონუსები და ა.შ, თუმცა თამაშისგან განსხვავებით ხელახლა ცხოვრების დაწყება შეუძლებელია, თუმცა თამაშის გამოცვლა ცხოვრების წესისგან განსხვავებით გაცილებით ადვილია. სამწუხარო ფაქტია ისიც,რომ კომპიუტერული თამაშის დროს არსებობს მიზანი, მიზნისკენ მისასვლელი გზა და ტრაექტორია, რომელზეც გადაადგილება ხდება ქვევიდან ზედა მიმართულებით და არასდროს ჩერდება ერთ ადგილზე, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ტრაექტორია და მიმართულებები იცვლება და ხშირად დროსა და სივრცეში იყინება მოვლენა, ვერც წინ მივიწევთ და ვერც უკან...
ეხლა ვზივარ და ველოდები, არც ავტობუსს, არც პენსიას, არც კეთილი ადამიანის მოწყალებას, მე მხოლოდ სიკვდილს ველოდები, ვიცი მოდის, მალე მოვა, დაველოდები და როცა ვიგრძნობ როგორ შემოვა და ჩამებღაუჭება, დავთანხმდები თან გავყვები და იქ შვაყოვნებ აქ რომ აღარ წამოვიდეს ცოტა ხანით და ვეღარავინ ვეღარ წაიყვანოს.

Комментариев нет:
Отправить комментарий