3/31/2011

დღეს ისევ მარტია

   დღეს წვიმამ გამაბედნიერა. არადა არც წვეთი დამსხმია და არც თვით პროცესი მინახავს. ერთი ის იყო, ვიღაცამ მითხრა და მე სიმბოლურად ფანჯარაში გავიხედე.
დღეს ვფიქრობდი, რით განისაზღვრება ბედნიერება–მეთქი. ნეტავ როდის დგება ის მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია საკუთარ თავს შესძახო: გამარჯობა, მე ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია!!!
  რა მარტივია ხოლმე ზოგჯერ ამ ყველაფერზე მოკლედ საუბარი და რა ძნელია ამის გააზრება, გაცნობიერება და გარდა ამისა, ალბათ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რომელიც ერთნაირად ახსნის სიტყვა "ბედნიერება"–ს.
 ახალი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში. ოღონდ არ ვიცი ამ ეტაპს რა ჰქვია.

    გიტარა გამიტყდა... :(  ეჰ...   ცხოვრება გრძელდება...

Комментариев нет: