შილონი – ოქროს ცეცხლით გამოცდიან, ქალს – ოქროთი, მამაკაცს – ქალით.
ისო ზირაქი – არ არსებობს ცბიერება, ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს.
მილტონი – ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა.
კონტი – მამაკაცის გამოტეხა ადვილია, ქალის შეუძლებელი.
ჰ.ლობერგერი – ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.
ვერგილიუსი – ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია.
რ.კიპლინგი – ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.
რაფაელი – ლამაზი ქალი რომ დავხატო, ბევრი ლამაზი ქალი უნდა ვნახო.
არკადი რაიკინი – ქალი ადამანის მეგობარია.
მ.ზადორნოვი – მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე გარკვეულია.
ა.კუპრინი – ქალს შესწევს უნარი ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
ბ.ბელინსკი – ცოლი საყვარელი როდია, იგი ჩვენი ცხოვრების მეგობარი და თანამგზავრია, და ჩვენ თავიდანვე უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ გვიყვარდეს ის მაშინაც, როდესაც ხანში შევა, და მაშინაც როცა დაბერდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий